x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რატომ დარჩა აგუტინის ქალიშვილი ,,ირმას'' დარტყმების ქვეშ?
image

ამერიკაში მცხოვრები მომღერალი ლეონიდ აგუტინის ქალიშვილი აღმოჩნდა ის, ვინც “ირმას'' ქარიშხალს ვერ გადაურჩა, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე დაარტყა. ცნობილი მამა განმარტავს, თუ რატომ ვერ დაიცვა ელიზაბეტი და ვერ წაიყვანა იგი უსაფრთხო ადგილას.


image



რამდენიმე წლის წინ, მომღერალმა სამი ბინა იყიდა "პრესტიჟულ ცათამბჯენში" - "რუსულ" რაიონში - მზიან კუნძულზე, - წერს "დნი.რუ".



"არავის არ იცოდა ქარიშხლის ზუსტი მიმართულება და არც ის, თუ როგორ მოიქცეოდა", შესჩივლა მომღერალმა კორესპონდენტს, სოჭში "ახალი ტალღის" სცენის მიღმა. "რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს რაღაც მსგავსი დამცავი ბუნკერი, მაგრამ კატასტროფის ზემოქმედებამდე, 3 დღით ადრე, გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა ქალაქი ".


"მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ქარიშხალი აცამტვერებს შენობებს, ის ყველაფერი, რაც კარგად არ დევს, მიფრინავს, ხალხს და შენობებს დიდ ზიანს აყენებს", - განმარტავს მომღერალი. - ადამიანისთვის ეს სერიოზული საფრთხეა.


image


მე რამდენჯერმე მოვხვდი ქარიშხლის ეპიცენტრში - მაიამიშში, კარიბის კუნძულებზე. ეს ძალიან საშინელებაა! ვნახე, როგორ მიფრინავდნენ შენობა-ნაგებობების არმატურები და სამშენებლო ნაგავი, ნაგებობებში და ნადგურდებოდა მაღლივი შენობების ფანჯრები''.


image


"ეს არის დაუდევრობაა, რა თქმა უნდა"


"მაგრამ ვერ გადავარჩინე ჩემი ქალიშვილი ბუნებრივი ელემენტების გავლენისგან", - აღნიშნავს ლეონიდ აგუტინი. - ისინი ახალგაზრდები არიან, მათ ზღვა უყვართ, ამიტომაც ისინი არ წამოეგებიან, არ იჯერებენ საფრთხის შესახებ. ეს დაუდევრობაა, რა თქმა უნდა. "


image

"მე ვთხოვდი ლიზას, რომ სანამ აეროპორტში მუშაობდა, დაუყოვნებლივ წამოსულიყო, მაგრამ ვერ დავარწმუნე. მე და ანჯელიკამ ბილეთებიც კი ვუშოვეთ, მაგრამ მან არ მოინდომა წამოსვლა. მათ ბევრი მიზეზი მოიგონეს: ლიზამ თქვა, რომ არ შეუძლია თავის მეგობრის გარეშე წამოსვლა, და მას კი - მშობლების გარეშე. "



"მათთვის ეს ისეთი ექსტრემია, რომ თითქოს აიყვანო აივანზე, დააყენო Instagram- ზე და აჩვენო, რომ ისინი გმირები არიან, რადგან ქარიშხალის შიგნით იმყოფებიან", - შეაჯამა აგუტინმა.


image


ელიზაბეტი, 18 წლის ქალიშვილი ლეონიდ აგუტინის და ანჟელიკა ვარუმის, 2003 წლიდან მაიამიში ცხოვრობს. თავის გამოჩენილ მშობლების კვალს გაჰყა, მან მუსიკის დაკვრა დაიწყო - გოგონა უკრავს გიტარაზე როკ ჯგუფში Without Gravity და თავად წერს მუსიკას .


image


0
559
3-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0