x
image
natia.a
სოციალურ ქსელში ქცევის 10 ოქროს წესი - დღეს ეს ყველამ უნდა იცოდეს!
image


სოციალურმა ქსელებმა იმდენად მყარად მოიკიდა ფეხი ჩვენს ცხოვრებაში, რომ თანდათან საჭირო ხდება მათთვის ერთგვარი ქცევის კოდექსის შემოღება. ქვემოთ გთავაზობთ 10 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელიც მომხმარებელთა უმრავლესობას აღიზიანებს და რომლებიც, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს ქსელებში ერთგვარი ეტიკეტის დადგენას.


1. ნუ გაუგზავნით მეგობრებს თამაშებში და ჯგუფებში მიწვევას


თუნდაც გეგონოთ, რომ შესანიშნავი ჯგუფი გაქვთ, მაინც არ ღირს უკითხავად მეგობრების მასში გაწევრიანება. ეს ძალიან ბევრს სამართლიანად აღიზიანებს!


2. ზომიერება დაიცავით სელფების დადებასთან დაკავშირებით.



image
საკუთარი თავისთვის ფოტოების გადაღება ანუ სელფი უკვე იმდენად გავრცელებული მოვლენაა, რომ ამ სიტყვამ 2013 წლის "ოქსფორდის ლესიკონშიც" კი დაიმკვიდრა უკვე ადგილი.
პრინციპში ამაში არაფერია ცუდი, რა უნდა ქნათ, მაგალითად, თუ ეიფელის კოშკთან დგახართ და არავინაა, ვისაც სურათის გადაღებას სთხოვთ... მაგრამ როცა სახლში, ხალიჩაზე წამომჯდარი, სამზარეულოს ფონზე ან გასარუჯად წამოწოლილი, ტუჩებგამობურცული უღებთ საკუთარ თავს ფოტოს და შემდეგ ამას სოციალურ ქსელში ფენთ, ეს უკვე ბევრისთვის გამაღიზიანებელია.

3. ნუ გამოიყენებთ ყველგან ე.წ. "ჩეკინს".


image

ეს არის თქვენი მიმდინარე ადგილმდებარეობის მონიშვნა. სხვათა შორის, ახლა იკიდებს ფეხს ახალი სოც. ქსელი, სახელწოდებით Foursquare, სადაც ეს ფუნქცია ნამდვილად აუცილებელია. ასე რომ, თუ მაინცდამაინც თქვენი ლოკაციის გასაჯაროება გსურთ, ნუ გააკეთებთ ამას ფეისბუქზე, არ ღირს წამდაუწუმ აცნობოთ "ფრენდებს" სად იმყოფებით - აეროპორტში, გინეკოლოგთან თუ სავაჭრო ცენტრში. თუმცა თუ ნიაგარას ჩანჩქერზე ან ვერსალის ბაღში აღმოჩნდით, ამის აღნიშვნა ნამდვილად შეგიძლიათ...


4. მოერიდეთ მოწონების და გაზიარებების თხოვნას.


image

რამდენჯერ გქონიათ შემთხვევა, როცა, მაგალითად, ფეისბუქზე ერთ-ერთი თქვენი მეგობარი რომელიმე კონკურსში მონაწილეობას გადაწყვეტს და მორჩა, საშველი აღარაა, მოდის და მოდის მოწონების და გაზიარების თხოვნები. უარსაც ვერ ეუბნებით, უხერხულია...არადა, უკვე ყელში გაქვთ ამოსული... რა თქმა უნდა, სხვა საქმეა, როცა ვინმეს ნამდვილად დახმარება სჭირდება და ამისთვის ითხოვს ფოტოს გაზიარებას.

5. ნუ "გენიოსობთ".


დიახ, სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ამგვარ "ფილოსოფიურ", "ყველაფრის მცოდნე" პოსტებს, რომელთა ავტორებს ძალიან ჭკვიანებად სურთ გამოჩენა. სჯობს იყოთ უბრალო, ასე უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავთ.


6. ნუ მონიშნავთ მეგობარს ფოტოზე.


image

იქნებ მას სულაც არ მოსწონს ფოტო? მიეცით საშუალება თავად გადაწყვიტოს მონიშნოს თუ არა მასზე საკუთარი თავი.


7. თავი შეიკავეთ ზედმეტი "სმაილიკებისგან".

გეთანხმებით, დღეს მიმოწერა წარმოუდგენელიც კია ამ პატარა გრაფიკული სიმბოლოების გარეშე, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა. მაგალითად, კომენტარი, რომელშიც მხოლოდ ზედიზედ ჩაწერილი რამდენიმე ფრჩხილია - (((((((((((((( - უბრალოდ გამაღიზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს.


8. ნუ მონიშნავთ მეგობრებს საერთო მისალოც ტექსტზე.


image

როგორც კი რომელიმე დღესასწაული დადგება, სოციალური ქსელი მაშინვე აჭრელდება შესაბამისი მისალოცი სურათით, რომელზეც ერთდროულად უამრავი "მეგობარია" მონიშნული. ან კიდევ, მსგავსი სურათი რამდენიმე მეგობარს ერთროულად გაეგზავნება. დარწმუნებული იყავით, რომ ამით ბევრს გააღიზიანებთ და სამართლიანადაც...



9. ბოროტად ნუ გამოიყენებთ ჰეშტეგებს


image


ჰეშტეგი თავისთავად ძალიან სასარგებლო რამაა ძიებისთვის. მაგრამ არა იმისათვის, რომ მათი გამოყენებით მთელი წინადადება დაწეროთ.



10. ნუ დადებით გაუმართავ ტექსტს.


ბოლოსდაბოლოს ეს ხომ საქვეყნოდ გამოდებული ტექსტია, ამიტომ პატივი ეცით საკუთარ თავსაც და მომხმარებელსაც და გამოქვეყნებამდე ერთხელ მაინც გადაიკითხეთ რაც დაწერეთ. სასვენი ნიშნებიც არ დაგავიწყდეთ, მეგობრებს მკითხაობა რომ არ მოუწიოს, სად რომელი წინადადება მთავრდება და რისი თქმა გსურდათ.

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ სულ უფრო მეტი კომპანია, სამუშაოზე აყვანამდე ეცნობა თქვენს პროფილს სოციალურ ქსელში. ეს უკვე აღარ არის მხოლოდ გასართობი გვერდი, ამიტომ ნუ დაანაგვიანებთ მას!


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ არის Apple-ის ლოგოტიპი ჩაკბეჩილი ვაშლი - ცრემლნარევი უცნობი ისტორია

image


2. როგორ ხედავს ადამიანი 15 სხვადასხვა მდგომარეობაში (ალკოჰოლი, ნარკოტიკი და ა.შ.) - ეს ბევრს აინტერესებს!

image


3. პატარა საიდუმლო, რომელიც ტელეფონზე ნაკაწრების მოცილებაში დაგეხმარებათ - ეს ბევრმა არ იცის!

image


4. აი, რა აკლია სასკოლო სახელმძღვანელოებს - გიფები, რომლებიც ყველაზე უკეთ აგიხსნით სამყაროს კანონებს

image


5. ორი შეკითხვა, რომელსაც Microsoft-სა და Google-ში გასაუბრებაზე მისულ კანდიდატებს უსვამენ

image


6. როგორ შეიძლება გაიგონ ჩვენი ბარათის კოდი და როგორ დავიცვათ თავი - ეს უნდა ვიცოდეთ!

image


7. როგორ მოვიქცეთ თუ ბანკომატმა ფული "ჩაგვიყლაპა" - ეს ყველამ უნდა იცოდეს!

image




0
230
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0