x
მეტი
  • 23.09.2017
  • სტატია:69528
  • ვიდეო:322104
  • სურათი:423104
,,ერთობას ბოროტება ვერ შექმნის, ერთობას სიყვარული ქმნის“ – მეუფე სვიმეონი (ცაკაშვილი)

2014 წელს სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავართან - მეუფე სვიმეონთან (ცაკაშვილი) მცირე ინტერვიუ ჩავწერე, რომლიდან ამონარიდსაც “intermedia-ს" მკითხველებს შემოგთავაზებთ.



image

მეუფე სვიმეონი: “ზოგადად, როცა ამ გზაზე დგახარ, შენი თავი ღვთისმსახურებისთვის გაქვს მიძღვნილი (შესაბამისად, ერისა და ქვეყნის მსახურებისთვის). განსხვავება ის არის, რომ ახლა უფრო მასშტაბური გახდა ეს საზრუნავი, ეს ფიქრი უფრო გაიზარდა. თავისთავად გაიზარდა პასუხისმგებლობა და უფლება-მოვალეობები. თუმცა მაინც, წინა საფეხურთან შედარებით, ძალიან დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა. ზოგადად, როცა ცხოვრობ, ყოველი დღე უკვე გამოცდილებაა, შესაბამისად, ტვირთიც იზრდება. ყოველი დღე მატებაა როგორც სიკეთის, ისე ტვირთის და ყოველდღე როგორც ქვეყანაზე იბადებიან და მიდიან ადამიანები, ზოგი პრობლემა ჩნდება, ზოგი კი ქრება და ა. შ. ფაქტია, რომ შენს თავს აღარ ეკუთვნი, როცა ამხელა პასუხისმგებლობას იღებ. ღვთის სიყვარულიდან გამომდინარე, შენს თავს იმდენად მნიშვნელოვნად ვეღარ აღიქვამ, როგორც სხვა საქმეებს, თუმცა თუ შენს თავს არ მართავ სწორად, სხვასაც ვერ გაუწევ მმართველობას. ასევე მნიშვნელოვანია ინიციატივების ქონა, რაც აუცილებელია ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ეპარქიის საკეთილდღეოდ. ადრეც მქონია ჩვენს მრევლთან და შემთხვევით შემხვედრ ადამიანებთან ურთიერთობა. მათ ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, ზოგს – ოჯახური, ზოგს – მატერიალური, ზოგს – ფიზიკური და აქედან გამომდინარე, ყველანაირ თემაზე გიწევს მუშაობა და არა მხოლოდ მოსმენა, არამედ ამ ყოველივეს რეალობაში მოყვანა, თუ დახმარება შეგიძლია, უნდა დაეხმარო. ეს ზუსტად ეხმაურება ფრაზას, უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ გასცემდითო. დაუღალავად უნდა გასცე და მერე ღმერთი თვითონ მოგცემს იმ ძალას, რომ ამ ტვირთს გაუძლო, თორემ სხვანაირად გამორიცხულია. ისედაც გრძნობ, რომ ღმერთი ალაგებს ყველაფერს და შენ ხარ უბრალოდ სიწმინდის სახე და მაგალითი უნდა იყო, რომ ღვთის მსახური დაინახოს ადამიანმა და დაინახოს განსხვავება ჩვეულებრივი ადამიანისგან. განსხვავებაში იგულისხმება სიწმინდე, უბრალოება, სიყვარული ღმერთის, მოყვასის და ქვეყნის. მთავარია, ის დაინახოს ადამიანმა შენგან, რასაც ღმერთი მოითხოვს და დანარჩენს უფალი ყველა პირობას გილაგებს. რა თქმა უნდა, ყოველ დილას ხდება სასწაული, როდესაც თვალს ახელ და ახალი დღე იწყება. შესაბამისად, კითხვაზე “ახალი რა არის?” ყოველთვის ვპასუხობ ხოლმე: “ახალი არის დღევანდელი დღე! დღევანდელ დღეს ბევრი საშუალება გაქვს იმის, რომ აკეთო სიკეთე, აკეთო ბევრი კარგი რამ.” შეიძლება, უკანასკნელიც იყოს ის დღე შენთვის, შესაბამისად იმ დღეს თავისი ღირებულება უნდა მიანიჭო. მთავარია, შენთვის იყოს ის გათენებული დღე ძვირფასი და ღირებული. შენ თვითონ უნდა გახადო ის დღე სამოთხე ან ჯოჯოხეთი, შენზეა დამოკიდებული, შეიძლება, შენი გადაწყვეტილება უკანასკნელიც იყოს”.


გიორგი ჩუბინიძე


1
100
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
100
  
14 სექტემბერი, 12:57
ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, მამაოც და ავტორიც. საინტერესოდ საუბრობს მამაო დაე ვისმინოთ იმათ ვისაც რაღაც ჭკუა შეგვჩენია სიკეთის ქმნისა. თორემ არაკაცი აღარ ინდობა თითქმის, ქვეყანა ბლიქვნელი და მგლური მხეცური გულისა და ვაი რო სულისაც ხდება თანდათან.
0 1 1