x
image
George Chubini
სტალინი - პატრიოტი ქართველი თუ უბრალო აუცილებლობა ?

ყბადაღებული ისტორია სტალინის ღრმადმორწმუნეობაზე, მის ღვთისმოსაობაზე და ა.შ. ისეთივე სიცრუეა, როგორც მისი სამშობლოსადმი სიყვარული. მისი ივერთ მხარისადმი აყვავების სურვილი, იქ დასრულდა, სადაც ის ლექსი დაიბეჭდა ასეთი პატრიოტული სულისკვეთებით რომაა გამსჭვალული.


image

სტალინისტების პატრიოტობისა და ქრისტიანობის დიდი არგუმენტი 1943 წელს რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაა. ვთქვათ დავივიწყეთ, რომ სტალინი იყო ეკლესიების დამანგრეველი და სასულიერო პირების მდევნელი, რომელსაც სტალინისტები გვერდს უვლიან, ნუ დაგვავიწყდება რატომ აღიარა რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია.
დიახ, ეს ნამდვილად სტალინის ბრძანებით მოხდა, მაგრამ...
1925 წელს გარდაიცვალა პატრიარქი ტიხონი და მას შემდეგ რუსეთის ეკლესიას პატრიარქი არ ჰყოლია. 1941-1945 წლები ყველასთვის ცნობილია, რომ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდია და საბჭოთა კავშირს შერბილებული პოლიტიკა სჭირდება, რათა ეროვნული სულისკვეთების ტალღა აღმოაცენოს და მოგეხსენებათ მათ ეს ომი “სამამულო ომადაც" გამოაცხადეს. სწორედ ამიტომაც 1943 წელს დაისვა საკითხი, რომ რუსეთის ეკლესიას ჰყოლოდა სულიერი წინამძღოლი, რომელიც იქნება რუსეთის დიადი ინტერესების დამცველი. “მესამე რომის" იდეა არც სტალინს დარჩენია მხედველობის მიღმა, ეს მისი ინტერესებიც იყო, რადგან ეს უკვე რუსული მესიანიზმის ნაწილი იყო უკვე მრავალი წელია, შესაბამისად, კონსტანტინეპოლის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანული სამყაროს სამართალმემკვიდრეობის მისაღწევად სჭირდებოდა სრული ხორცშესხმა და ამას დიდწილად პატრიარქობის ინსტიტუტის აღდგენა შეძლებდა, ეს იარაღი იყო მასების სამართავად. პატრიარქობის კანდიდატად წარდგენილი იქნა მიტროპოლიტი სერგი (სტაგოროდსკი), რომელსაც საკუთარი ეკლესიის შიგნითაც არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ საბჭოთა პოლიტ ელიტას ის “აწყობდა". საეკლესიო ტრადიციის თანახმად და სრული ლეგიტიმაციის მისაღწევად, საჭირო შეიქმნა მის აღსაყდრებას დასწრებოდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები და რაღა შორს ეძიათ, როცა საბჭოთა რესპუბლიკებში უკვე 1917 წლიდან თვითაღიარებული ავტოკეფალური ეკლესია იყო პატრიარქით სათავეში. ამიტომაც იქნა აღიარებული 1943 წელს საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალია.
რაც შეეხება უკვე სამეცნიერო წრეებშიც ფართოდ გავრცელებულ ჭორს, თითქოს საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ აკურთხა რუსეთის ეკლესიის მეთაური, ეს ლეგენდა ისევ სტალინისტების ან მისი ღვთისმოსაობის მტკიცებით გაჯერებული პირების მიერაა შექმნილი და არ შეესაბამება სიმართლეს. ვერც ერთი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური ვერ იქნება ხელდასხმული საკუთარი ეკლესიის წინამძღვრად სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მიერ, ეს არც საეკელსიო ტრადიციაა და არც სტალინის რუსული იმპერია იკადრებდა ამას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე უპირატესი უნდა ყოფილიყო. თუმცა კი ცრუ მქადაგებლებს პირს ვინ ამოუკერავს და ვინ შეაჩერებს ამ ზღაპრების გამავრცელებლებს, ვინც ტკბილი და კეთილი ზღაპრებით იხიბლებიან.
დანარჩენი გასააზრებლად თქვენთვის მომინდვია.


ფოტოზე:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე - 1932-1952
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი სერგი -1943-1944


imageimage


0
469
4-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0