x
image
George Chubini
საქართველოში ნაკლებად ცნობილი ქართველი ემიგრანტი ალექსანდრე ტარსაიძე

ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი მწერალი, ისტორიკოსი ალექსანდრე ტარსაიძე დაიბადა 1901 წლის 22 ივნისს, თბილისში, პირველი ქართველი ოფთალმოლოგის, გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძის ოჯახში. მსახურობდა კადეტების საზღვაო კორპუსში. 1918 წელს, როდესაც კადეტების კორპუსი დაიხურა, იგი მუშაობდა ამიერკავკასიაში ამერიკის ელჩთან - უილიამ ჰასკელთან. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი ემიგრაციაშია. მუშაობდა კონსტანტინოპოლის American Relief Administration-ში, ხოლო 1923 წელს აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. აქ მან დაიწყო მუშაობა აგრეთვე ემიგრაციაში წასული ქართველის - გიორგი მაჩაბელის კოსმეტიკურ და საიუველირო კომპანია “პრინც მაჩაბელში". იყო კომპანის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. აქვე მუშაობდა გარდაცვალებამდე - 1978 წლამდე. აგრეთვე შემდგომში მონაწილეობას იღებდა სახელოვნებო აუქციონებში და აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელ ამერიკულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ალექსანდრე ტარსაიძე პარალელურად ეწეოდა სამწერლობო საქმიანობას. მისი ძირითადი ნაშრომებია:
საზღვაო კორპუსის მეოთხედი საუკუნე, 1901-1925 (NYC, 1944), ცარები და პრეზიდენტები (NYC, 1958), ოთხი მითი პირველ მსოფლიო ომზე (NYC, 1969), Katia: Wife before God (NYC, 1977), აქვეყნებდა სტატიებს ჟურნალ “LIFE"-ში.
1941-1944 წლებში მუშაობდა აშშ-ს სამხედრო დაზვერვისთვის.
ალექსანდრე ტარსაიძე გარდაიცვალა 1978 წლის 25 თებერვალს. დაკრძალულია აშშ-ში, ნიუ-იორკში, ნოვო-დიდეევოს მართლმადიდებლური მონასტრის ეზოში.
მისი არქივი ინახება სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტში.

imageimageimage


0
109
3-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0