სხვა საქართველოში ნაკლებად ცნობილი ქართველი ემიგრანტი ალექსანდრე ტარსაიძე 2017, 13 სექტემბერი, 17:06 ემიგრაციაში მოღვაწე ქართველი მწერალი, ისტორიკოსი ალექსანდრე ტარსაიძე დაიბადა 1901 წლის 22 ივნისს, თბილისში, პირველი ქართველი ოფთალმოლოგის, გიორგი ალექსანდრეს ძე ტარსაიძის ოჯახში. მსახურობდა კადეტების საზღვაო კორპუსში. 1918 წელს, როდესაც კადეტების კორპუსი დაიხურა, იგი მუშაობდა ამიერკავკასიაში ამერიკის ელჩთან - უილიამ ჰასკელთან. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იგი ემიგრაციაშია. მუშაობდა კონსტანტინოპოლის American Relief Administration-ში, ხოლო 1923 წელს აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. აქ მან დაიწყო მუშაობა აგრეთვე ემიგრაციაში წასული ქართველის - გიორგი მაჩაბელის კოსმეტიკურ და საიუველირო კომპანია “პრინც მაჩაბელში". იყო კომპანის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. აქვე მუშაობდა გარდაცვალებამდე - 1978 წლამდე. აგრეთვე შემდგომში მონაწილეობას იღებდა სახელოვნებო აუქციონებში და აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელ ამერიკულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 109 3-ს მოსწონს
|