x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
მოსკოვის შემოგარენში ტყეებში იჟანგება საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები "С-200" და ამ კომპლექსის მუშაობისათვის საჭირო დამხმარე ტექნიკა

image მოსკოვის შემოგარენში ტყეებში უპატრონობით იჟანგება საზენიტო–სარაკეტო კომპლექსები "С200", მიტოვებულ სისტემებს არავინ იცავს, მეტიც ნებისმიერ, სოკოს და კენკრის შესაგროვებლად შესულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი დეტალი მოხსნას ამ სისტემებიდან. "ЖЖ lana-sator"–მა გამოაქვეყნა მიტოვებული საბრძოლო ტექნიკის სურათები. სურათებზე ჭურვები, რაკეტები, ჯავშანტრანსპორტიორები, სხვადასხვა წარმოების სამხედრო სატვირთო მანქანებია (რომლებზეცაა განთავსებული საზენიტო–სარაკეტო სისტემები).
სამხედრო ექსპერტის პაველ ფენგელჰაუერი ამ სურათებში ვერ ხედავს საფრთხეს რუსეთისათვის, მაგრამ აღნიშნავს, რომ მიტოვებული ტექნიკა საფრთხეს უქმნის ადამიანებს:
" რეალურად რაიმე სერიოზულ სამხედრო საიდუმლოს ეს მიტოვებული ტექნიკა არ შეიცავს.
შესაძლოა ამ სისტემების გარკვეული კომპონენტები ჯერ კიდევ გამოყენებაშია სამხედრო დანიშნულებით, მაგრამ ვინმეს, რომ აინტერესებდეს ეს სისტემები, ის აუცილებლად მივიდოდა მოხსნიდა დეტალებს და გაიტანდა გამოსაკვლევად.
მართალია არც ესაა ძნელი გასაკეთებელი, მაგრამ ეს სისტემა უკვე არავისთვის წარმოადგენს სამხედრო საიდუმლოებას იმდენადაა მოძველებული.
კიდევ კარგი ამ სისტემის რაკეტები მოხსნილია გამოყენებიდან, რადგან ამ რაკეტებში გამოიყენებოდა ძლიერტოქსიკური საშუალება ჰეპტილი, ეს საშუალება კი რამდენიც არ უნდა ამოქაჩო მაინც რჩება. სოკოს და კენკრის მოსაგროვებლად ტყეში მიმავალ ადამიანებს კი ვურჩევ ახლოს არ გაეკარონ აღნიშნულ ტექნიკას, რადგან შესაძლოა აღნიშნულ ადგილზე იყოს ჰეპტილის ნარჩენები რაკეტებში ან სპეციალურ ავზებში. ძველი ტექნიკის სიახლოვეს სელფის გადაღების მსურველებს კი ვურჩევ: თან წაიღონ დოზიმეტრები და ადგილზე მივიდნენ ბავშვების და ქალების გარეშე".
მოსკოვის შემოგარენში ტყეებში მიტოვებულ ტექნიკას ადრეც პოულობდნენ მოქალაქეები. "სამხედრო პროგნოზირების ცენტრის" ხელმძღვანელი ანატოლი ციგანიუკი აღნიშნულ სიტუაციას რუსეთის თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს უკავშირებს:
"შესაძლოა ეს ტექნიკა მიატოვეს, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა საჰაერო–კოსმოსური ძალები, ეს ტექნიკა კი ვერცერთი პარამეტრებით ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს მისი სიძველის გამო. დასასჯელია ჯავშანსატანკო მიმართულების სარდლობა და საავტომობილო ტექნიკის მიმართულების სარდლობა. ორი ვარიანტია: ეს ტექნიკა ან უბრალოდ მიატოვეს ან ჩამოწერეს".
ანატოლი ციგანიუკი ასევე ამბობს, რომ აღნიშნული ტექნიკის უტილიზაციის მოთხოვნით საჭიროა მიმართონ არა სამხედრო უწყებას, არამედ ადგილობრივ ხელისუფლებას.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
ესეც ამ მოცულობითი ფოტოკოლაჟის ავტორი
image













































0
486
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0