x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ლიბერალიზმის რეალური არსი და იდეალი
ჩვენს საზოგადოებაში ტერმინ “ ლიბერალის“ მაკომპრომატირებელ კონტექსტში გამოყენება მეტად აქტუალური გახდა. ადამაინების დიდ ნაწილს, რომელიც რელაურად ვერ ერკვევა ლიბერალიზმის არსსა და იდეალში, არ იცნობს გზას, რომელიც ლიბერალიზმმა, როგორც იდეოლოგიამ გაიარა, ამ სიტყვის გაგონებაც კი აშინებს. ეს შიში კი განპირობებულია საზოგადოებაში მუდმივად მიმდინარე უწყვეტი დისკრედიტაციით, რომელიც, ძირითადდ, ხორციელდება ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ. ისინი ცდილობენ ფონს სწორედ ლიბერალური ღირებულებების დისკრედიტაციის გზით გავიდნენ .


ლიბერალიზმის(ფრანგ: libéralisme ) ჩასახვის ხანად განმანათლებლობის ეპოქა ითვლება (siècle des lumières), თუმცა დღეს ტერმინი გაცილებით ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და დროსთან ერთად აზრობრივად თანდათან დაიტვირთა.


თავისუფლება ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის, ამოსავალი წერტილია. მისი ძირითადი ქვაკუთხედი ადამიანის ინდივიდუალური უფლებებია: გამოხატვის, აზრის, რწმენის, სინდისის, არჩევნის თავისუფლება...image

ლიბერალიზმისთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელშეუვალობის გარდა ღირებულია კანონის უზენაესობა, რელიგიის როლის მინიმალიზაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება.


კლასიკური ლიბერალიზმი, თავისი არსით, არათუ არ ლახავს ვინმეს უფლებებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადამიანების დისკრიმინაციას რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური იდენტობის ან ნებისმიერი სხვა ნიშნით.



ლიბერალიზმმა საქართველოში გამოჩენისთანავე დიდი კრიტიკა გამოიწვია. პირველად მეცხრამეტე საუკუნეში იჩინა თავი. რა რეაქცია შეიძლებოდა რგებოდა თავისუფლების იდეას მეცხრამეტე საუკუნეში? ლიბერალიზმის გამოჩნეისთანავე დაიწყეს ილიას და მისი თანამოაზრეები კრიტიკა, ასე ვთქვათ, ძველი ყაიდის ხალხმა, რომლისთვისაც გაუგებარი და ამოუხსნელი იყო თავისუფლებისადმი ახალგაზრდების სწრაფვა, მათი იდეალები და ლტოლვა იმ სამყაროსკენ, სადაც არავის არ ჩაგრავენ.

არ შეიძლება არ გავიხსენოთ ვაჟა, რომელიც წერს “ პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმს“ და ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ამბობს, რომ ყოველი ჭეშმარიტი პატრიოტი კოსმპოლიტია და ყოველი ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი პატრიოტიო.

image

გადის წლები და ილიას გზა ხდება სასაცილო. ადამიანები მას სულ უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებენ, იკეტებიან ვიწრო ნაციონალიზმის იდეაში და თავს ინუგეშებენ იმით, რომ ლიბერალიზმი გადაგვარდა, რომ ილიას ლიბერალიზმი სხვა იყო. სინამდვილეში ლიბერალიზმი კი არ გადაგვარდა, ადამიანს არ შეუძლია მიიღოს სხვა კულტურა, არ ესმის მრავალგვარობაში გაერთიანების სარგებლიანობა, არსი და იდეალი, ამავდროულად, აქვს ამბიცია, ილიელად იწოდებოდეს და ამიტომაც პირიქით, - ლიბერალიზმს ადანაშაულებს დეგრადაციაში.


ლიბერალიზმი, კლასიკური გაგებით, არის იდეოლოგია, რომელსაც სურს შექმნას სახელმწიფო, სადაც მშვიდობიანად თანაიარსებებენ ნებისმიერი აღმსარებლობის, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური წარმოშობის, სექსუალური იდენტობის და კანის ფერის მქონე ადამაინები, ვინაიდან ეფუძნება თავისუფლების, კანონის უზენაესობის იდეას. თავისუფლება და ინდივიდი თავისი უფლებებით წარმოადგენს ლიბერალიზმის არსსა და იდეალს. შესაბამისად, კამათი იმაზე, რომ კლასიკური ლიბერალიზმი წარმოადგენს რომელიმე ერის, თუნდაც დომინანტი ერისთვის საფრთხეს, არ შეესაბამება რელაობას და დაშორებულია ლოგიკურ საზრისს.



15
208
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
208
  
2018, 22 აგვისტო, 11:58
ნაციზმი და ფაშზმი ისევე კლავს ერებს , როგორც ნეოლიბერალიზმი. მე აქ კლასიკურ ლიბერალიზმზე მაქვს საუბარი , ეს სრულიად სხვა რამ არის ამდენი რისთვის ვწერე ?
2018, 22 აგვისტო, 8:56
როგორც გინდათ ისე იფიქრეთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, 10-წელიწადშI დედა გვაქ ნატირები
2018, 22 აგვისტო, 2:30
ლიბერალიზმი რომ უცხოელების მომრავლება გგონიათ, ეგ უკვე მარწმუნებს ,რომ ეს დისკუსია არ უნდა გავაგრძელო
2018, 22 აგვისტო, 2:27
თქვენ ავად ხართ
2018, 4 აგვისტო, 15:28
მაინცდამაინც მასე უნდა დადგეს საკითხი, რომ ქვეყნიდან გაგვყარონ? და გაგვყრიან კიდევაც, ქალბატონო ნინო ბაისონაშვილო, იმაზე მაინც თუ გიფიქრია, ამდენი უცხოელი რომ შემოდის, რა მდგომარეობა იქნება მინიმუმ 15 წელში? ამდენი ისლამისტის შემოსვლით, საქართველო შესაძლოა რომ სირიას დაემსგავსოს? იმ ნორვეგიელებზე ხომ დაგიდე ლინკი? კარგად წაიკითხე, ისე რომ იცოდე ღირსები არიან ეგ ნორვეგიელები, ეგეც მაგათი (და შენი ნაქები) ლიბერალიზმი, ხომ ეტირათ ყოფა ნორვეგიელებს? ახია მაგათზე ახი, უარესის ღირსები არიან . . .

თუ ასე გაგრძელდა, სამწუხაროდ ეს ელოდება საქართველოსაც. . .
2018, 4 აგვისტო, 15:17
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/80119-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C/2/ აჰა აგერ ლინი, რომ მომრავლდებიან უცხოელები, მერე ეგენიც იტყვიან: ,, ქართველები თავისთვის, სხვა საქართველოს იპოვიანო''
2018, 4 აგვისტო, 15:16
შეეშვი რა მაინც ვერაფრეს გააგებინებ, კაცს თუ არ უნდა რიყეზე ქვას ვერ დაინახავს, მაგრამ როცა მომრავლდებიან უცხო ერები და სახლიდნ გამოაგდებენ, მერე შემოირტყამს ხელს თავში, მაგრამ რაღა დროს. . .
2017, 15 სექტემბერი, 11:19
შეგიძლიათ უკეთ განმარტოთ, რას ნიშნავს ფრანგები რას დაემსგავსნენ? რას გულისხმობთ ? ფიზიკურად ვჯობივართ, ზრდილობით, ეკონომიკურად თუ რა კუთხით ლტრანაციონალისტურ ნაჭუჭში ჩაკეტილი ერები?
2017, 15 სექტემბერი, 11:07
მამალი რასისტი და ქსენოფობი ბრძანდებით. ეჭვი მეპარება საფრანგეძთის ისტორია იცოდეძთ, თორემ თქვენნაირიც არ უარყოფდა, რომ ფრანგებმა ეს ერები გააძვალტყავეს, ვიდრე დეგოლო არ მოვიდა და არ თქვა: ,, ალჟირი წყლულია ერის სხეულზე,, 1960 წელს. ქართული მარში ერთუჯრედიანი, ბნელი ხალხის რუსული პროვოკაციაა და მაგაში ვერავინ გადამარწმუნებს მთავარი: მე შენობით არ გელაპარაკებით! ილია მე კარგად ამქვს წაკითხული, მაგრამ დროში ჩამორჩენილ ადამიანებს გაუჭირდებათ იმის გაგება, რომ მამული და სარწმუნოება დღეს აღარაა ერთი ცნება,არც ასოცირებული
2017, 15 სექტემბერი, 10:23
მე კარგად ვიცი საფრანგეთის ისტორია და კარგად ვხედავ რანი იყვნენ და სადამდე დაეცნენ. ღირსება დააკარგვინეს მაგ ხალხს, ახლა გუშინდელ ბატონებს ალჟირელები, ზანგები და ათასი ჯურის ,,ემიგრანტები" უტყაპუნებენ თავში და შიშით ხმა ვერ ამოუღიათ ქსენოფობად და ფაშისტად რომ არ შერაცხონ სულგაყიდულმა ლიბერალებმა. რაც შეეხება ქართულ მარშს თუ კარგად დაუფიქრდები და მოუსმენ რას აპროტესტებენ იქნებ მიხვდე კიდეც რომ ეროვნულ საქმეს აკეთებენ. ლიბერალიზმს რომ უწოდებ ილიას გზას იქნებ წაიკითხო მისი შეგონებები: ენას, მამულის და სარწმუნოების შესახებ. დარწმუნებული ვარ არ წგიკითხია თორემჩემსავით ქსენოფობად შერაცხავდი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10