x
მეტი
  • 21.10.2017
  • სტატია:70221
  • ვიდეო:323058
  • სურათი:424361
რატომ არის Apple-ის ლოგოტიპი ჩაკბეჩილი ვაშლი - ცრემლნარევი უცნობი ისტორია

image

Apple-ი შემთხვევით არ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომპანია. ამის მიზეზი, გარდა თავად პროდუქციისა, არის ასევე ლოგოტიპის ცნობადობა. ერთ-ერთი მარკეტინგული თეორიის მიხედვით, ლოგოტიპი უნდა იყოს არა მხოლოდ დასამახსოვრებელი, არამედ ადვილად რეპროდუცირებადი - ანუ ადამიანს ადვილად უნდა შეეძლოს მისი გამოსახვა. ამის კარგი მაგალითებია ცნობილი საავტომობილო კომპანიების ლოგიები: Mersedes, Volkswagen, Opel… სწორედ ასეთივე წარმატებულ ლოგოს წარმოადგენს Apple-ის ჩაკბეჩილი ვაშლი.


თავიდან კომპანიის მესვეურებს სურდათ ლოგოსთვის გამოეყენებინათ ყველასათვის კარგად ცნობილი ლეგენდა ნიუტონის შესახებ, რომელსაც თავზე ვაშლი დაეცა და ასე აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი. იდეა საკმაოდ ორიგინალური იყო, მაგრამ თავად ლოგოტიპი ზედმეტად დატვირთული და არადამახსოვრებადი გამოდგა.

Apple-ის პირველი ლოგოტიპი,  1976 წ.Apple-ის პირველი ლოგოტიპი, 1976 წ.


ჩაკბეჩილი ვაშლის ლოგო კომპანიისთვის შეიმუშავა Regis McKenna Advertising Agency-მ. არსებობს ორი თეორია იმისა, თუ რატომ გახნა კონკრეტულად ჩაკბეჩილი ვაშლი კომპანიის სახე:


პირველი თეორიის მიხედვით, ჩაკბეჩილი ვაშლი უფრო ბუნებრივს ჰგავს და არც სხვა რომელიმე ხილში არ აგერევა. მეორე თეორია კი ემყარება ინგლისური სიტყვების - byte ("ბაიტი") და bite ("ჩაკბეჩა") - მსგავსებას. იყო შემთხვევაც, როცა ერთ-ერთმა მღვდელმა კომპანიის ამ ლოგოში ადამისა და ევას შეცოდებაზე მინიშნება ამოიკითხა და Apple-ი ბოროტ ძალას მიაკუთვნა.


1998 წლამდე "ჩაკბეჩილი ვაშლი" ცისარტყელას ფერებში იყო გადაწყვეტილი, რამაც საფუძველი დაუდო კიდევ ერთ, ყველაზე ღრმა აზრის მქონე და ემოციურ თეორიას, უფრო სწორად კი - ლეგენდას.


image

ამ ლეგენდის მიხედვით, კომპანია Apple-ის ლოგოტიპად ჩაკბეჩილი ვაშლის არჩევა უკავშირდება გენიალურ მათემატიკოსს, ალან ტიურინგს (Alan Turing), რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კომპიუტერული მეცნიერების განვითარებაში და კომპიუტერის შექმნაში.

image
ტიურინგი ჰომოსექსუალისტი იყო, რაც იმ დროს დიდ ბრიტანეთში კანონით იკრძალებოდა.

1954 წელს ტიურინგი მამათმავლობაში დაადანაშაულეს და გაასამართლეს. მას არჩევანი შესთავაზეს ორ განაჩენს შორის: ციხეში ჩაჯდომა ან ლიბიდოს ჩახშობა ქალის ჰორმონის, ესტროგენის შეყვანით, რაც, ფაქტიურად ქიმიურ კასტრაციას ნიშნავდა. მეცნიერმა მეორე გზა აირჩია.

ამ პროცესის თანმდევი ერთ-ერთი ეფექტი იყო ლიბიდოს კლება და მკერდის ზრდა. ამას გარდა, როგორც ყოფილმა მსჯავრდებულმა, მან დაკარგა სამუშაო და კრიპტოგრაფიის სფეროში მუშაობის უფლება.

ტიურინგმა მთელი წელი მარტოობაში გაატარა და ბოლოს, თავი მოიწამდა კალიუმის ციანიდით. ციანიდის ხსნარი მან ინექციით შეიყვანა ვაშლში, რომლის ჩაკბეჩის შედეგადაც გარდაიცვალა.

გარდაცვლილის გვერდით, მაგიდაზე სწორედ ჩაკბეჩილი ვაშლი იპოვეს...


ასევე დაგაინტერესებთ:


1. იცოდით რისთვის გამოიყენება კავიატურაზე ეს კლავიში? - ეს ძალიან დაგეხმარებათ!

image


2. როგორ გავიგოთ ვინ იყენებს ჩვენს WI-FI-ს - ეს ბევრმა არ იცის!

image


3. Google Chrome-ის 6 ძალიან სასარგებლო ფუნქცია, რომელიც ბევრმა არ იცის - გაიმარტივეთ მუშაობა!

image


4. რა მოსდის ევროპულ რეკლამას მუსულმანურ ქვეყნებში: შოკისმომგვრელი ცვლილებები!

image


5. ჰოლივუდის მსახიობი, რომლის გარეშეც ვერ იმუშავებდა თქვენი მობილური და Wi-Fi

image


6. ერთი სიტყვის არასწორი თარგმანი იაპონიის ატომური დაბომბვის მიზეზი გახდა - ეს საინტერესოა

image


7. 15 ლოგო, რომლებსაც ორჯერ უნდა შეხედო

image



0
201
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0