x
image
George Chubini
,,ჩვენს თბილისში ხან ბოღმაა, ხან შურია, სალოცავად ერთადერთი ხაშურია. ჯანსუღი”

სოციალურ ქსელში ლიტერატურათმცოდნე მურად მთვარელიძე წერს:
“2010 წლის 27 თებერვალია. თბილისის კინოს სახლის დარბაზში ეკა ბაქრაძის წიგნის წარდგინებაა. დარბაზი სავსეა ეკას პოეზიის თაყვანისმცემლებით. საღამოს დაწყების წინ ბატონი ჯანსუღი შემოდის და ჩვენს სიახლოვეს ჯდება. ვესალმებით. იმ მცირერიცხოვან მწერალთა შორის, ვინც დასაწყისშივე ჩაწვდა ეკას პოეზიას და შეიცნო მისი ტალანტი ერთ-ერთი პირველი იყო ბატონი ჯანსუღი. ის ხარობდა ეკა ბაქრაძის ნიჭიერებით. ამიტომ ესწრებოდა ყველა საღამოს, არა მარტო თბილისში, ხაშურშიც. მერე სუფრასაც ჩვეული ოსტატობით უძღვებოდა და ქართული სიტყვის ზეიმებს გვიწყობდა. იმ საღამოზეც ასეთი სიყვარულით იყო მოსული. მე ხელში ცირა ბარბაქაძის წიგნი მეჭირა “პოეზიის სემიოტიკა”, რომელიც ცირამ სწორედ იმ წუთებში მაჩუქა. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია ბატონ ჯანსუღს. წიგნი გამომართვა, ავტოკლამი ამოიღო და ექსპრომტად წამიწერა: “ჩვენს თბილისში ხან ბოღმაა, ხან შურია, სალოცავად ერთადერთი ხაშურია. ჯანსუღი”. ხოდა ახლა, როცა ამ ბოღმამ და შურმა მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, მინდა მივაწვდინო ხმა მას და მის ახლობლებს, რომ ხაშურს უყვარს ქართული პოეზიის დიდი ოსტატი ჯანსუღ ჩარკვიანი. სიყვარული კი ისეთი უძლეველია, ყველა ბოროტებას დაამარცხებს. მალე ხაშურში შეხვედრამდე, ბატონო ჯანსუღ!”

image

0
318
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0