x
მეტი
  • 18.12.2017
  • სტატია:72031
  • ვიდეო:325224
  • სურათი:427382
ავღანელმა ლტოლვილმა,სანამ გერმანელი ჩინოვნიკის ქალიშვილს მოკლავდა, მანამდე სამშობლოში 12 წლის გოგო გააუპატიურა

imageავღანელმა მიგრანტმა, რომელმაც შარშან 19 წლის გერმანელი სტუდენტი გააუპატიურა და მოკლა, მანამდე სამშობლოში, 14 წლის ასაკში, 12 წლის გოგონა გააუპატიურა.


დღეისთვის ჰუსეინ ხავარის სასამართლო პროცესი, 19 წლის მარია ლადენბურგერის მკვლელობის საქმეზე საუნივერსიტეტო ქალაქ ფრაიბურგში მიმდინარეობს, საქმის მსვლელობის დროს გამოიკვეთა ახალი დეტალები.

როგორც აღმოჩნდა, ხავარიმ ანალოგიური დანაშაული მშობლიურ ავღანეთშიც ჩაიდინა, სადაც 12 წლის გოგონა გააუპატიურა.



სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ხავარი ციხეში გამოუტყდა თანამესაკნეს იმაში, რომ სამშობლოში 12 წლის გოგონა გააუპატიურა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ხავარის მშობლებმა დაზარალებული გოგონას მშობლებს მიაკითხეს და "საქმე ჩაფარცხეს", ასე, რომ ავღანეთში ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.

image

გაირკვა ისიც, რომ ჰუსეინ ხავარს 2013 წელს მკვლელობის მცდელობისთვის 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.


კორფუში(კუნძული საბერძნეთში), ხავარმა 20 წლის სტუდენტი გოგონა 25 ფუტის სიმაღლის კლდიდან გადააგდო, გოგონა სასწაულად გადარჩა.


ხავარმა დაუმალა ბერძენ საემიგრაციო სამსახურის ოფიცრებს პირობითი-ვადამდელი სასჯელის შესახებ, რის შემდეგაც საბერძნეთის მსჯავრდებულთა ცენტრისგან გათავისუფლების შემდეგ ხელისუფლებამ ავღანელი მიგრანტის ძებნა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში გამოაცხადა.ამასობაში კი ხავარი გერმანიაში გაიპარა.


გერმანიის მთავრობამ გააკრიტიკა ბერძნები დაუდევრობისთვის და აღნიშნა:ხავარის წარსული რომ სცოდნოდათ, მას საზღვარზევე დააკავებდნენ.


ავღანელი მიგრანტი ტიროდა სასამართლოში, როდესაც იხსენებდა ტრაგედიის დეტალებს:თუ როგორ გააუპატიურა და შემდეგ მოკლა მარია ლადენბურგერი.


სასამართლო საბოლოო ვერდიქტს ამა წლის დეკემბერში გამოიტანს.


image



imageიხილეთ აგრეთვე

1
117
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
117
  
21 სექტემბერი, 16:13
მიუსჯიან 8-9 წელს, ეყოლებათ სამარტოვო საკანში ფაშასავით. გამოვა და იგივეს იზამს, ამ ბარბაროსებს მხოლოდ ტყვია გამოასწორებთ...
0 1 1