x
მეტი
  • 23.09.2017
  • სტატია:69512
  • ვიდეო:322098
  • სურათი:423081
ერთი ძეგლის ისტორია ძველი პრესის ფურცლებიდან

1899 წლის 24 ოქტომბერს, დიდი მონდომებისა და მოლოდინის შემდეგ, მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიის გალავანთან დიმიტრი ყიფიანის საფლავზე განსვენებულის ძეგლი აკურთხეს.
ძეგლი დამზადებულია მარმარილოსაგან და როგორც გაზეთი “ივერია" გვამცნობს ბიუსტი ამოკვეთილია თეთრ მარმარილოზე იტალიაში, მხატვარ ფიოდორ ხოდოროვიჩის მოდელით.
ამავე დღეს საღმრთო ლიტურღია და პანაშვიდი გადაუხდიათ გორის ეპისკოპოს ლეონიდესა და ალავერდის ეპოსკოპოს კირიონს (შემდეგში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები).
პანაშვიდს დაესწრო დიმიტრი ყიფიანის ქვრივი ნინო ჭილაშვილი და ოჯახის სხვა წევრები, აგრეთვე იმდროინდელი ქართული ინტელიგენცია. ძეგლის გახსნის შემდეგ შთამბეჭდავი სიტყვა წარმოსთქვა მამა დავითის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ნესტორ მაჭარაშვილმა. გაიხსენეს დიმიტრი ყიფიანის უდიდესი წვლილი ქართველი ერის წინაშე.
აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომლის პირველი ქართველი არჩეული ქალაქის თავი იყო დიმიტრი ყიფიანი, არაა მისი სახელობის სკვერი, 118 წლის შემდეგ შექმნილი ბიუსტი და ა.შ. როგორც ვიცი გამოცხადებულია ტენდერი, მაგრამ ჯერ კიდევ არაა შერჩეული ადგილი. ვფიქრობ, აუცილებელია ეს ადგილი იყოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც დიმიტრი ყიფიანის ქალაქის თავობის დროს იყო თბილისის საზღვრებში.
ჩვენ კი როცა მთაწმინდას მივეახლებით გვახსოვდეს, რომ მათ გარდა, ვინც იქ განისვენებენ, რამდენი გენიალური ადამიანი დააბიჯებდა და გლოვობდა თუ იხსენებდა ჩვენს დიდ მოღვაწეებს. დიმიტრი ყიფიანი ამ საქმეშიც პირველი იყო, მისმა დაკრძალვამ დაუდო საფუძველი მთაწმინდის პანთეონს.


გიორგი ჩუბინიძე

imageimageimageimage




0
78
2-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0