x
მეტი
  • 23.09.2017
  • სტატია:69528
  • ვიდეო:322104
  • სურათი:423104
სამსუნგ GalaxyNote 8 საქართველოშია

image



8 სექტემბერს KING DAVID კომპლექსის ივენთჰოლში გაიმართა სამსუნგ GalaxyNote 8-ის პრეზენტაცია. საღამოს მასპინძელი იყო სამსუნგის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში. საღამო სადღესასწაულო და ამასთან არაოფიციალურ ვითარებაში წარიმართა. საღამოს ორგანიზატორებმა ძალზე საინტერესოდ და უჩვეულოდ მოახდინეს ახალი ფლაგმანის პრეზენტაცია, რამაც კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი ნოუთის ახალი მოდელის განსაკუთრებულობას და მის მართლაც განუსაზღვრელ შესაძლებლობებს.




სტუმრებს საშუალება მიეცათ თავად გასცნობოდნენ ახალ პროდუქტს სპეციალურად მოწყობილ სადემონსტრაციოზონაში, სადაც ასისტენტები პირადად უხსნიდნენ მათთვის საინტერესო დეტალებს.



Galaxy Note 8-მ სტუმრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია, ისინი, პირველ რიგში, აღტაცებაში მოიყვანა ნოუთ 8-ის უაღრესად დახვეწილმა დიზაინმა - უსაზღვრო ეკრანი, რომელსაც ორივე მხრიდან
ამშვენებს მოხრილი გვერდები.


რაც შეეხება მის შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, რომ GalaxyNote 8-ში ყველაფერია იმისათვის, რომ თქვენ გახდეთ უფრო პროდუქტიული, წარმატებული და შექმნათ ბევრად მეტი.

პრეზენტაციაზე ყურადღება გამახვილდა Galaxy Note 8-ის რამდენიმე განსაკუთრებულმახასიათებელზე, რომლებსაც სადემონსტრაციოზონაში დამოუკიდებელი სივრცეები დაეთმო:



ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ორმაგი კამერა ორიენტირებულია სპეციალურად არასაკმარის განათებაზე და სწრაფ ფოკუსირებაზე, ხოლო მეორე - კადრის მოახლოვებაზე და
სხვადასხვა ეფექტებით გადაღებაზე. არ აქვს მნიშვნელობა გიწევთ არასაკმარისი განათების პირობებში გადაღება, გნებავთ ლამაზად ფონის გაბუნდოვნება თუ კადრის გადაღება მოძრაობაში, GalaxyNote
8-ის კამერა მაინც შეძლებს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. მსოფლიოში პირველი ორმაგი სტაბილიზაციის მექანიზმი კი გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა ფოტო თუ ვიდეო იქნება მკვეთრი.



image



ცალკე აღნიშვნის ღირსია Note სერიის სმარტფონებისათვის განუყრელი აქსესუარი, S Pen, რომელსაც ტექნიკურად ვერც ერთი სხვა სენსორული კალამი ვერ შეედრება. S Pen ზუსტად ისეთივე მოსახერხებელია, როგორც ჩვეულებრივი კალამი ან ფანქარი და არჩევს 4096 ზეწოლის დონეს. S Pen-ის საშუალებით შესაძლებელია ნებისმირი ტექსტის თარგმნა, ეკრანიდან ნებისმიერი ფრაგმენტის ამოჭრა და დამუშავება, ჩანიშვნის გაკეთება დაბლოკილ და გამორთულ ეკრანზე, ხოლო თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ხატვით S Pen გახდება თქვენი შემოქმედების წყარო, რისი მოწმენიც გახდნენ საღამოზე მოსული სტუმრები; მათ თვალწინ მხატვარმა გიორგი ტაბლიაშვილმა შექმნა KING DAVID-დან დანახული თბილისის ხედი სწორედ S Pen-ისა და Note 8-ის უსაზღვრო შესაძლებლობების წყალობით.


საგულისხმოა GalaxyNote 8-ის უსაფრთხოების დონეც.

მასში გამოიყენება დღეს დღეისობით ავტორიზაციის ყვეალზე დაცული მექანიზმი, თვალის ფერადი გარსის სკანერი და თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად გამოიყენოთ, თვალის ფერადი გარსის სკანერი, თითის ანაბეჭდის სენსორი და კოდური სიტყვა. დაცულ საქაღალდეში კი შესაძლებელია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის, აპლიკაციების, სურათების ვიდეოების ან ნებისმიერი ტიპის ფაილის კოდური სიტყვით ან სხვა მექანიზმით დაცვა, და მასზე წვდომა მხოლოდ თქვენ გექნებათ.


რაც შეეხება მახასიათებლებს, Galaxy Note8 აღჭურვილია ულტრათანამედროვე 8 ბირთვიანი პროცესორით, რომელიც 10 ნანომეტრიანი არქიტექტურით არის დამზადებული, საოცრად მაღალი წარმადობის მქონე და ენერგოეფექტური Exynos 8895 ნებისმიერი
სირთულისა და რაოდენობის ამოცანის შესრულებისათვის არის მზად. Galaxy Note 8-ს აქვს 6 GB ოპერატიული მეხსიერება, 3300 mAh აკუმულატორი, 64 GB შიდა მეხსიერება microSD ბარათის მხარდაჭერით 256 GB- მდე და რაღათქმაუნდა არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ტექნიკის ბოლო სიტყვა და სმარტფონების განვითარების მწვერვალი არის წყალ და მტვერგაუტმარი IP68 სტანდარტით.


სტუმრებისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ GalaxyNote
8-ის წინასწარი შეკვეთებიდაიწყო8 სექტემბერს და გაგრძელდება
28 სექტემბრის ჩათვლით. მათ, ვინც სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორებთან გააკეთებს წინსაწარ შეკვეთას, საჩუქრად გადაეცემათ Samsung DeX, უსადენო კლავიატურა და მაუსი - Samsung
DeX-ის საშუალებით Galaxy Note8 მარტივად ჩაანაცვლებს პერსონალურ კომპიუტერს. ასევე, წინასწარ შეკვეთისგანთავსებისას ყველა მომხმარებელი ოფიციალური გაყიდვების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მიიღებს პროდუქტს.




(R)




0
220
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0