x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
"მე ვარ მალალა" - ციტატები
"მე ვარ მალალა" საკუთარ ცხოვრებაზე დაწერილი წიგნია გოგონას მიერ, რომელიც ქალთა განათლებისთვის იბრძოდა და რომელსაც თალიბანმა ესროლა.

image


✎ჯიჰადი თითქოს ჩვენი სარწმუნოების მეექვსე სვეტად იქცა, სინამდვილეში
კი რელიგიის ხუთ მთავარ პრინციპზე ვიზრდებოდით. ესენი იყო: რწმენა ერთი ღმერთის არსებობისა;
ნამაზი, ანუ დღის განმავლობაში ხუთჯერ ლოცვის ტრადიცია; ზაკატი, ანუ მოწყალების გაღება;
როზა - რამადანის თვეში აისიდან დაისამდე მარხვის წესი და ჰაჯი - მექაში პილიგრიმობის
ტრადიცია, რომელიც სიცოცხლის განმავლობაში უკლებლივ ყველა მორწმუნე მუსლიმმა უნდა შეასრულოს,
თუკი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას აძლევს. მამაჩემი ამბობს, რომ
ჩვენს რეგიონში ჯიჰადის იდეის გავრცელებას მეტწილად აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა შეუწყო
ხელი. ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრებ ბავშვებს რომელიღაც ამერიკულ უნივერსიტეტში შედგენილ
სახელმძღვანელოებს ურიგებდნენ, რომელშიც ელემენტარულ არითმეტიკას შემდეგნაირი მაგალითებით
ასწავლიდნენ: „თუ ათი რუსი ურჯულოდან ხუთს მუსლიმი მოკლავს, ცოცხალი მხოლოდ ხუთი რუსი
დარჩება“, ან „15 ტყვია - 10 ტყვია = 5 ტყვიას“.

image



✎ჩვენს ქვეყანაში მოლები ბოროტად იყენებენ იმ ფაქტს,
რომ ძალიან ცოტამ იცის არაბული, ამიტომ ისინი ხშირად არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებენ
ყურანსა და ჰადისს.

image


✎როცა ძალიან პატარა ხარ, ბურკის ჩაცმა გიხარია, მაგრამ
როცა ამას გაიძულებენ, სულ სხვა საქმეა. მასში სიარული გიჭირს!


✎გულ-მაკაის დღიურმა ბევრის ყურადღება მიიქცია. ზოგჯერ
გაზეთში ნაწყვეტები გადაბეჭდეს. „ბი-ბი-სი“ -მ სხვა გოგონას ხმის გამოყენებით აუდიოჩანაწერიც
გააკეთა. ჩემთვის თანდათან ცხადი გახდა, რომ ზოგჯერ კალამი და სიტყვები უფრო ძლიერმოქმედი
იარაღია, ვიდრე ტყვიამფრქვევები, ტანკები და შვეულმფრენები.

image


✎ჩვენ მახლობლად ერთი თხუთმეტი წლის გოგონა, სეემა, ცხოვრობდა.
ულამაზესი გოგო იყო. გრძელი, შავი წამწამები და ისეთი თვალები ჰქონდა, რომ ყველას მისი
შურდა. ვიცოდით, რომ სეემას ერთი ბიჭი უყვარდა და როდესაც მის სახლთან ჩაივლიდა, გოგონა
სიყვარულით გაადევნებდა ხოლმე თვალს. ჩვენს კულტურაში მიუღებელია გოგოს მიერ ბიჭის
მიმართ ინტერესის გამოჩენა. თუ გოგო ბიჭს გაეარშიყება, მისი საქციელი ოჯახის სირცხვილად
აღიქმება, მაშინ როცა მამაკაცების მხრიდან ყველაფერი დასაშვებად ითვლება. ერთ დღეს
სეემა სადღაც გაქრა. ამბობდნენ, გოგონამ თავი მოიკლაო, მოგვიანებით კი შევიტყვეთ, თურმე
საკუთარ ოჯახს მოუწამლავს.

image


✎ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა უშვებს შეცდომას. მთავარია, რას ვისწავლით მისგან.



✎თურმე როცა უსამართლობაზე ხმას იღებ, ძლიერდები.

image



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "ტრიუმფალური თაღი"

2
800
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
800
  
2017, 4 ოქტომბერი, 14:37
ნამდვილად შესანიშნავი წიგნია!
2017, 2 ოქტომბერი, 11:28
გადასარევია!
0 1 2