x
მეტი
  • 23.11.2017
  • სტატია:71200
  • ვიდეო:324258
  • სურათი:426300
დისნეის პრინცესები ბედისწერის წინააღმდეგ

image

დისნეის თავდაპირველი ანიმაციები, როგორიცაა: „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „კონკია“, „მძინარე მზეთუნახავი“, მიუხედავად იმისა, რომ მოგვიწოდებენ არასდროს შევწყვიტოთ ოცნება, არ დავკარგოთ რწმენა,
არ გვაძლევენ იმის მაგალითს, რომ ქალებს შეგვიძლია, სურვილის შემთხვევაში, ჩვენი მდგომარეობის შეცვლა.. ფიფქიაც, კონკიაც და ავრორაც ელოდებიან თავიანთ მეორე ნახევრებს, პრინცებს, რომელთაც უნდა იხსნან ისინი გასაჭირისგან, თავად კი საკუთარი ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

image


უკვე 1989 წლიდან მოყოლებული ერთმანეთს ცვლიან: „პატარა ქალთევზა“, „მზეთუნახავი და ურჩხული“, „ალადინი“, „პოკაჰონტასი“, „ჰერკულესი“, „მულანი“, „პრინცესა და ბაყაყი“

„რაპუნზელი“, „მამაცი“, „ზოოტოპია“, „მოანა“ ... სადაც ნათლად
ჩანს ქალის დამოუკიდებელი ბუნება, შესაძლებლობები, მიზნები,

რომლის განხორციელებისთვისაც ისინი თავდაუზოგავად იბრძვიან.


ბავშვობაში, რა თქმა უნდა, წინა პლანზე დგას ბოროტების დამარცხება და ბედნიერი დასასრული. ვერ ვამჩნევთ ისეთ მნიშვნელოვან რაღაცებს, როგორიცაა, მაგალითად, ჟასმინის სახლიდან გაქცევის მოტივი – მას არ სურს იძულებით ქორწინება. ვერც პოკაჰონტასი ეგუება წინასწარ გაწერილ ცხოვრებას და ვერც მულანი. მათ სურთ მსოფლიოს ნახვა, მწვერვალების დაპყრობა, უბრალოდ შესაძლებლობების გამოვლენა. საბედნიეროდ ბელის მამა პროგრესულად მოაზროვნე პიროვნებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში საზოგადოება ასრულებს ბორკილის როლს. მათ ხომ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ახალგაზრდა გოგონა წიგნებით იყოს გატაცებული. გასტონისთვის ხომ საერთოდ საოცრებაა, ისეთი წიგნის კითხვა, სადაც ილუსტრაციებიც კი არ არის.


გაუმართლა ტიანასაც, რომელიც მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა, სადაც ისწავლა შრომის ფასი.


წინააღმდეგობების გადალახვა უწევს ძალიან საყვარელ და ოპტიმისტ კურდღელს ზოოტოპიიდან – ჯუდი ჰოპსაც.
მან არამარტო საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოს, რომ მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ ხარ, მთავარია ბრძოლა, რადგან ნებისმიერი ცვლილება საკუთარი თავიდან იწყება, არამედ – ოჯახსაც.


ამგვარად, ანიმაციის ყურებისას მხოლოდ ნახატების ყურებით არ ვტკბებით. ჩვენ ვსწავლობთ, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა, თუკი რაიმე ნამდვილად გვსურს.



„მიმოიხედე, აი, რა მოგვიტანა სიძულვილმა.. ეს ჩემი არჩევანია, მამა.. შენი რა იქნება?!“ ("პოკაჰონტასი")

image


„თავგადასავალზე ვოცნებობ, იმაზე მეტი მინდა, ვიდრე თქმა შემიძლია..“ ("მზეთუნახავი და ურჩხული")

image


„ზოგჯერ ვხედავთ, თუ როგორ განსხვავდება ხალხი ჩვენგან. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, თუ რამდენად ერთნაირები ვართ ყველა.“ ("ალადინი")

image


„ადამიანის ცხოვრებაში ორი დიდი დღეა: დღე, როდესაც დავიბადეთ და დღე, როდესაც დავამტკიცეთ, რომ დავიბადეთ.“ ("მულანი")

image

"ყველაფერი რიგზეა, მე უკვე დამოუკიდებელი გოგო ვარ და სანდლებსაც თვითონ ვიკრავ“. ("ჰერკულესი")

image


„მე ვარ მოანა მოტონუიდან. შენ ჩემს ნავში ჩაჯდები, ზღვას გადავცურავ და ტეფიტის გულ გაამთელებ.“ ("მოანა")

image



" ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ არ ვმართავთ ჩვენს ცხოვრებას. რომ არსებობს რაღაც, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. მაგრამ მე უკეთესად ვიცი: ჩვენი ბედისწერა ჩვენში ცოცხლობს და მხოლოდ სიმამაცე გვჭირდება მის დასანახად.. " ("მამაცი")

image



„ერთადერთი გზა, რომ ამ სამყაროში მიიღო ის, რაც გსურს, არის თავდაუზოგავი შრომა.“ ("პრინცესა და ბაყაყი")


image

0
70
4-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპოშვილი
ანა პაპოშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0