x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
დუბაიში 1-ოთახიანი ბინები 50 ბიტკოინად იყიდება

image


კომპანია „Aston Plaza and Residences“-ი დუბაიში 1-ოთახიან ბინებს 50 ბიტკოინად ყიდის. კომპანიის განცხადებით, ბინის ღირებულება შეიძლება შეიცვალოს, რადგან ბიტკოინის ფასი, დოლართან მიმართებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის. მომხმარებელსა და კომპანიას შორის ფულად ტრანზაქციას კომპანია BitPay შეასრულებს. ინფორმაციას Commersant-ი ავრცელებს.
პროექტის წარმომადგენლის, მიშელ მონეს განცხადებით, ოქტომბერში უძრავი ქონების ბიტკოინით შეძენის მსურველებს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ - „ჩვენ გვინდა ბიტკოინის სამყაროს შესაძლებლობა მივცეთ“.
1 ბიტკოინის ღირებულება $4, 600-ზე მეტს შეადგენს. 2017 წლის დასაწყისიდან მისი ფასი 4-ზე მეტჯერ გაიზარდა.

0
369
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
369
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0