x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
იატაკით გათბობა – ჯობია თუ არა?
image

იატაკით გათბობა ანუ თბილი იატაკი ჩვენში ჯერ კიდევ ახალი ხილია, ეს დავწერე და ცოტა მეხამუშა...

ამას წინათ გონიოს ციხეში გახლდით, იქვე, ყოფილ ჯამეში

განთავსებული მუზეუმის დათვალიერებისას გიდმა გვაჩვენა თიხის იატაკისა და მილების ფრაგმენტები. აღმოჩნდა, რომ 2000 წლის წინ „ოკუპანტი“ რომაელი ჯარისკაცები ყაზარმებს ამ მეთოდით
ათბობდნენ.


image



„თბილი იატაკის“ ფრაგმენტები გონიოს ციხის მუზეუმიდან.

იატაკით გათბობა ეს ისეთი სისტემაა, როცა გამათბობლის
როლში იატაკი გამოდის. ამ შემთხვევაში სითბო იატაკიდან ზევით ვრცელდება და თანაბრად თბება მთელი ოთახი.


ეს ძალიან კომფორტულია, შეგვიძლია ოთახში ფეხშიშველამ ვიაროთ, ბავშვები იატაკზე თამაშობენ, ჩვენ კი მათი გაციების შიში არა გვექნება.

არ ხდება ჰაერის გამოშრობა, არ ხდება მტვერის ცირკულაცია და მიკრობების გამრავლება ეს მისწრებაა ასთმიანებისა და მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს.

უფრო ეკონომიურია, რადგან იგივე რადიატორებით გათბობასთან
შედარებით, უფრო ნაკლები ტემპერატურა გვჭირდება, რაც საშუალებას გვაძლევს 10-12%-ით ნაკლები ენერგია დაიხარჯოს.

მოსწონთ დიზაინერებსაც, რადგან მათ რადიატორები ხელს
არ უშლის.

თბილი იატაკის სისტემები ორ ჯგუფად იყოფა: წყლის და ელექტრული.


image

წყლის სისტემით გათბობის დროს გამოიყენება გამათბობელი
ქვაბი და იატაკის ქვეშ განლაგებული მილები. რომლებშიც თბილი წყალი მოძრაობს. ამ შემთხვევაში იატაკი ნებისმიერი მასალის შეიძლება იყოს, გარდა თბოიზოლაციური მასალებისა (მაგალითად კავროლინი, ლინოლეუმი), მხოლოდ ხის და პარკეტის იატაკის შემთხვევაში უფრო ნაკლებეფექტურია.

სწორი მონტაჟის შემთხვევაში სისტემამ 50 და მეტი წელი შეიძლება კარგად იმუშაოს.


image

ჩვენთან წყლით იატაკის გათბობა 50-60 ლარი ჯდება 1 კვადრატული
მეტრი, ქვაბის გარეშე.

ამ სისტემით გათბობის შემთხვევაში როგორც გათბობა, ისე
გაციება შედარებით ნელა ხდება.

დენით იატაკის გათბობა ძირითადად არის კაბელური (როგორც თვითონ კაბელი, აგრეთვე სპეციალური საგები წვრილი კაბელური ქსელით), თხევად ელექტრული (გამათბობელი კაბელით მილის შიგნით), ინფრაწითელი ფირით.


image


image



image

იატაკი ამ შემთხვევაში ნებისმიერი მასლის შეიძლება იყოს
(კაფელი, მარმარილო, გრანიტი და ა.შ) გარდა ხისა. ხის შემთხვევაში იატაკი შეიძლება გამოშრეს. თუმცა უახლესი სისტემები საშუალებას იძლევა გათბობა ხის ქვეშაც გაკეთდეს.

თუკი გადაწყვეტთ გამოცდილ ხელოსანს უნდა მიმართოთ, რადგან
მრავალი რამ არის გასათვალისწინებელი.

ამ სფეროში ყველაფერი მუდმივად ვითარდება, აქცენტი ეკონომიურობასა და კომფორტზე კეთდება და მრავალ სიახლეს უნდა ველოდოთ.

0
1059
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
1059
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0