x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ცოტა ფანტაზია და მარჯვე ხელები...
მოგესალმებით!

დიდი ხანია, არაფერი დამიწერია და დაბრუნება ჩემი საყვარელი თემით გადავწყვიტე... არაფერია ყვავილებზე და ლამაზ ბაღზე ლამაზი და სასურველი..

სახლში, სადაც მინდვრის ყვავილები ყვავიან ვთვლი, რომ მხიარული, კეთილი და სუფთა გულის ადამიანები ცხოვრობენ...

თუ ამ ფოტო გაკვეთილებს დაუჯერებთ დამეთანხმებით, რომ შეუძლებელი და მითუმეტეს მიუწვდომელი ფუფუნება ეს სილამაზე არავისთვის არ არის..


თქვენს ეზოს ნამდვილად დაამშვენებს დეკორატიული ჭა, რომლის გასაკეთებლად სულ რაღაც სამი საბურავი, საღებავი, ქვიშა, ყვავილები და სახურავის პატარა ნაჭერია საჭირო... შედეგი კი უდაოდ ლამაზია...

imageახლა კი ჩაის დროა დაპატიჟეთ მეგობრები ფინჯან ჩაიზე, ორმაგად სასიამოვნო იქნება ჩაი ამ მშვენიერების ფონზე....როგორც ხედავთ, აქ უფრო მარტივად არის საქმე ამ მშვენიერების შესაქმნელად მხოლოდ ძველი საბურავები და ფერად-ფერადი საღებავებია საჭირო...
imageამ ყვავილების ბატონზე და ქალბატონებზე რას იტყვით? მე სიამოვნებით დავსვამდი ჩემს აივანზე და დილაობით მათთან ერთად მივირთმევიდი ყავას...არც კიბებზე ჩამომხდარან ურიგოდ, ალბათ, თვალს ადევნებენ სტუმრებს და მერე ერთმანეთში კამათობენ რომელი სტუმარი უფრო ლამაზად გამოიყურებოდა ან ვის უფრო ლამაზი კაბა ეცვა...( ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით)

image

ალბათ, ყველას მოგიგროვებიათ ტყეში სეირნობისას გირჩები და სახლშიც წამოგიღიათ, შემდეგ კი დიდხანს გიფიქრიათ რაში უნდა გამოგეყენებიათ, მაგრამ ალბათ, ჩემსავით ვერც თქვენ გიპოვიათ პასუხი... მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მათ დანიშნულება უპოვეს და ეს სილამაზე შექმნეს.. მინდა აღვნიშნო, რომ ურიგო ნამდვილად არ არის...და თქვენს მდიდრულ ბინაშიც კი შეგიძლიათ დაუთმოთ ოთახის თუნდაც ერთი კუთხე....


image

მინიატურული ბაღები კი ჩემი სუსტი წერტილია...მჯერა, რომ (დავაღწევ თავს ბინის ტყვეობას)აუცილებლად მექნება საკუთარი სახლი დიდი და მწვანე ეზოთი, სადაც უამრავ ასეთ პატარა და საყვარელ ადგილს მოვაწყობ...

image
პ.ს იმედია, ისიამოვნეთ ჩემი პატარა და ლამაზი სტატიით... მადლობა ყველას ყურადღებისთვის! გისურვებთ, რომ არასდროს დაგეკარგოთ სილამაზის აღქმის უნარი...

სიყვარულით ინტერ-გოგონა

11 სექტემბერი

2017 წელი



0
224
6-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0