x
image
melody_inside
ოკეანე გაქრა! იშვითი მოვლენა- ქარიშხალმა "ირმა"-მ ბაჰამის კუნძულების სანაპირო ამოაშრო!
image


2017 წლის 8 სექტემბერი. შაბათის დილამ ბაჰამის, ლონგ-აილენდის კუნძულის მცხოვრებლებს მასშტაბური სიურპრიზი მიართვა. ოკეანე, ადგილობრივი ტროპიკული ბუნების ყველაზე ლამაზი ნაწილი ...

გაქრა. დარჩა ნიჟარებიანი მშრალი ფსკერი და ცოტაოდენი ნაგავი იქ, სადაც წინა საღამოს ნაპირზევე იყო შესაძლებელი ყვინთვა. რა მოხდა? ბუნების ეს ფენომენი გასაოცარია!


აი, რა იყო კვირის დასაწყისში

image

აი, რა დაინახეს ადგილობრივმა მოსახლეობამ შაბათს

image


სპეციალისტები ერთხმად ასახელებენ დამნაშავეს: ირმა. დაუჯერებელი სიძლიერის ქარიშხალს აქვს „თვალი“ - ცენტრალური
ნაწილი, ძალიან დაბალი წნევით, სადაც შეიწოვება ყველაფერი და პირველ რიგში წყალი. პირდაპირი გაგებით სტიქიამ ამოაშრო ოკეანე, ამოტუმბა უდიდესი რაოდენობის წყალი, რომელიც დაიღვრება არნახულ ნალექად მოძრავ „თვალთან“ ახლოს. ასე რომ, წყალი დაბრუნდება, მხოლოდ სასიხარულო არ იქნება.


ადგილობრივ მოსახლეობას ცუნამის შეეშინდა, რადგან ნაპირიდან წყლის მკვეთრი უკან დახევა დიდი ტალღის მოახლოების უტყუარი ნიშანია. მაგრამ არა მოცემულ შემთხვევაში - წყალი ცაში წავიდა, სადაც საშინელი ქარი მას ასობით კილომეტრზე გადაიტანს და
შემდეგ სადღაც ფლორიდაში რეკორდული რაოდენობის ნალექად მოვა.




რაც შეეხება ბაჰამის კუნძულებს, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ორშაბათისთვის წყლის დონე აღდგება .



იხილეთ ასევე:

1. NASA - შავმა ზღვამ ფერი შეიცვალა


2. NASA აღიარებს, რომ უცხოპლანეტელების 4 რასასთან მიმდინარეობს კონტაქტი


0
865
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
865
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0