x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71149
  • ვიდეო:324208
  • სურათი:426226
18 წ. 7-კაცა | ორი მოგებით მეოთხედფინალში

image18 წ. 7-კაცა | ორი მოგებით მეოთხედფინალში
საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცამ, ჰაიდელბერგში (გერმანია) მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ორი შეხვედრა მოიგო და თასის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ინგლისი იქნება.
ჩვენი 18-წლამდელებიევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობენ და სადებიუტო შეხვედრაში მოქმედ ჩემპიონ ირლანდიას შეხვდნენ. გამოცდილი მეტოქე პირველ ტაიმში ორი გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, ხოლო შესვენების შემდეგ მესამეც გაიტანა - 0:19.
საქართველომ კარგი, ხელდახელ იერიშით უპასუხა და ტურნირის პირველი ქართული ლელო ლაშა ლომიძემ მიითვალა, ხოლო თედო აბჟანდაძემ გარდასახა. ირლანდიელთა მეოთხე ლელოს შეხვედრის მიწურულს თეიმურაზ ჭიჭინაძემ უპასუხა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 12:26.
მეორე შეხვედრა მასპინძელ გერმანიასთან გვქონდა და 0:12 ჩამოვრჩით, თუმცა ამის შემდეგ გუნდი დალაგდა, გიორგი მიქანაძემ და თემურ ჭიჭინაძემ ორი საპასუხო ლელო გაიტანეს და ტაიმი მხოლოდ გარდასახვით დავთმეთ - 10:12.
მეორე ტაიმში საქართველომ ტემპს მოუმატა, 3 ლელო გაიტანა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა: მატჩის განახლებისთანავე გიორგი მარგალიტაძის ლელოთი დავწინაურდით და ამჯერად აბჟანდაძემაც გარდასახა; მერე თედომ ხაზი გაჭრა და მარგალიტაძემ მეორე ლელო მიითვალა; ხოლო კონსტანტინე მარჯანიშვილის ლელომ და აბჟანდაძის გარდასახვამ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 29:12.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში აუტსაიდერ ლუქსემბურგს პირველსავე ტაიმში 4 ლელო გავუტანეთ (26:7). გუნდი მეორე ტაიმში მოეშვა და მეტოქემ ჩამორჩენა 7 ქულამდე დაიყვანა, თუმცა ბიჭებმა კვლავ მოინდომეს და ლუქსემბურგს საბოლოოდ 40:19 სძლიეს.
ჩვენმა მომავალმა მეტოქე ინგლისმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მან იტალია 21:0 დაამარცხა, ესპანეთს 21:14 სძლია, ხოლო ლიტვა 50:0 გაანადგურა. საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 13:42 საათზე დაიწყება.

0
48
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0