x
"ვინ ვარ მე?"

image
პიროვნული დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, იდენტობის ჩამოყალი­ბებასთან არის დაკავშირებული. იდენტობის ჩამოყალიბება,
ანუ თვითგა­მორკვევა, ხანგრძლივი, რთული და ზოგჯერ არცთუ ისე უმტკივნეულო პროცესია.
მოზარდის წინაშე რთული ამოცანა დგება: შეკრიბოს და გააერთიანოს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ (როგორი შვილი, და ან ძმა, მოსწავლე, სპორტსმენი ვარ) და მოახდინოს ამ
მრავალრიცხვოვანი “მე"-ს ხატების ინტეგრაცია პიროვნულ იდენტობაში.


იდენტობა მოიცავს განსაზღვრულ არჩევანსა და გადაწყვეტილებებს ფასეულობების, სამუშაოს, იდეოლოგიისა და
სხვების მიმართ ვალდებულებების შესახებ ანუ ეს არის რთული პასუხი კითხვაზე “ვინ ვარ მე?“ ჯეიმს მარსიამ მოზარდისთვის იდენტობის გამომხატველი ოთხი ალტერნატივა გამოყო, რომელიც დამოკიდებულია განხილულ არჩევანსა და
აღებულ ვალდებულებებზე. ესენია:

იდენტობის დიფუზია: თავს იჩენს მაშინ, როდესაც მოზარდი ვერ აანალიზებს თავის არჩევანსა და
ქმედებებს; არ ფიქრობს, ვინ არის და რა უნდა ცხოვრებაში; არ გააჩნია კონკრეტული მიმართულება.

იდენტობის დაკარგვა: ქმედება გაანალიზების გარეშე, როცა შეზღუდული მოზარდები არ ცდიან სხვადასხვა იდენტობის ცხოვრებაშში გამოყენებას და არც ალტერნატიულ არჩევანზე
ფიქრობენ. ისინი სხვის მიზნებს, ფასეულობებსა და ცხოვრების სტილს უბრალოდ იღებენ.

მორატორიუმი: ალტერნატივებთან შეჭიდების პროცესში მოპოვებულ გამოცდილებას ეწოდება. მორატორიუმი შესწავლა-გაანალიზების პროცესია, რასაც პიროვნული და პროფესიული არჩევანი მოსდევს. ამგვარი შეფერხება ჩვეულებრივი და ბუნებრივია თანამედროვე მოზარდებში.


იდენტობის მიღწევა: რეალური ალტერნატივების განხილვის შემდეგ პიროვნება აკეთებს არჩევანს და იღვწის ცხოვრებაში მათ დასანერგად. ამრიგად, თუ მოზრდი წარმატებით გადაწყვეტს თავის ფსიქოსოციალურ იდენტიფიკაციას, ის გააცნობიერებს იმას, თუ “ვინ” არის და რა უნდა. მოზარდობის ასაკში ადგილი აქვს შემდეგ ცვლილებებს:

მოზარდი თვითშეფასებისას ყურადღებას ამახვილებს არა სასწავლო
საქმიანობაზე, არამედ ფიზიკურ მახასიათებლებზე და ურთიერთობაზე თანატოლებთან. თვითკრიტიკულობის განვითარებიდან გამომდინარე, მოზარდის თვითშეფასება უფრო ადექვატური ხდება. მას შეუძლია გააცნობიეროს, როგორც საკუთარი დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებები. თვითშეფასებაში აისახება, არა მხოლოდ ფიზიკური ნიშნები, არამედ, ზნეობრივი მახასიათებლები და უნარები. უფროსების გავლენა ბავშვის თვითშეფასებაზე მცირდება და იზრდება
რეფერენტული ჯგუფის გავლენა. არაადექვატურმა თვითშეფასებამ, შეიძლება უბიძგოს მოზარდს დელინკვენტური ქცევისკენ თანატოლთა წრე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდის სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. ამ წრეში არსებული თანასწორუფლებიანი ურთიერთობები ხელს უწყობს სოციალური კომპეტენციის ჩამოყალიბებას. მოზარდები, რომლებიც აპროტესტებენ უფროსი ასაკის ჯგუფში არსებულ წესებს, მკაცრად იცავენ თანატოლთა ჯგუფში არსებულ ნორმებს და ითვისებენ ჯგუფისადმი სოლიდარობას, ჯგუფში არსებული წესების დაცვას, ადგილის დამკვიდრებას.


ასევე მოზარდებისთვის დამახასიათებელია “მოზრდილობის“ გრძნობის ჩამოყალიბება. ამიტომ, ისინი ხშირად ბაძავენ უფროსებს _ ეწევიან, სვამენ, ახდენენ მოზრდილთა ურთიერთობების კოპირებას.. მოზარდი საკუთარ თავს თვლის მოზრდილად და ითხოვს ადექვატურ მოპყრობას. ამავე დროს სულაც არ აწუხებს, რომ ითხოვს გაცილებით მეტ უფლებას, ვიდრე ვალდებულებას და პასუხისმგებლობას. დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა გამოიხატება იმაშიც, რომ ის უარს ამბობს კონტროლზე და დახმარებაზე.


image

0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ სიბაშვილი
თინათინ სიბაშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0