x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71141
  • ვიდეო:324195
  • სურათი:426215
ის, რაც ამ შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გააკეთოთ (+ულამაზესი ფოტოები)

image

აბა, ვის გიყვართ შემოდგომა? ეს ტკბილი, მყუდრო, ცოტათი მელანქოლიური და რატომღაც იდუმალი სეზონი... სეზონი? არა, ეს გრძნობაა, ულამაზესი ფერია, რომელსაც ვერც ერთი მხატვარი ვერ შექმნის... სითბო და სიმყუდროვეა, რომელიც ნელ-ნელა იღვრება ჩვენს სულებში. შემოდგომაზე გარემო იცვლება, ჩვენც თითქოს სხვა ადამიანები ვხდებით. ისე, უცნაურია, არა? შემოდგომა ულამაზესია, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ყველაფერი კვდება... მაგრამ, აბა დაფიქრდით, მთვარე თუ არ ჩავიდა, მზე გამოანათებს? ღამეს განთიადი მოსდევს უკან... შემოდგომა საუკეთესო დროა, რომ ჩვენში ახალი "მე" აღმოვაჩინოთ, ამისთვის კი შემდეგ რჩევებს გთავაზობთ:

1.შემოდგომაზე ყველას მელანქოლია გვეძალება, თითქოს მუდამ დაღლილები ვართ და გავურბივართ ყველას, საკუთარი თავის ჩათვლით. სადღაც ამოვიკითზე, რომ სულის რაღაც ნაწილი ადრევე მივატოვეთ. ეს ის "მე"–ა რომელიც დიდი ხნის მანძილზე უარყოფილად გრძნობდა თავს. ის სავსეა შიშებით, თუმცა თუ თქვენ არ მიიღებთ თქვენი სულის დაზიანებულ ნაწილს, უბრალოდ ისუნთქებთ, მაგრამ ვერ იცხოვრებთ. შემოდგომა საუკეთესო დროა მის საპოვნელად. წადით, მარტო გაუყევით ოქროსფერი ფოთლებით მოფენილ გზას და საკუთარ თავს უსმინეთ, გული გადაუშალეთ და ის თავად გიპოვნით.

imageimageimageimage2.გაიქეცით და ჩახტით ფოთლების გროვაში! როგორ ფიქრობთ, ქარი მათ სათითაოდ რისთვის აგროვებს?

imageimage3.უსმინეთ წვიმას. ზოგი ადამიანი გრძნობს მას, სხვები კი უბრალოდ სველდებიან...

imageimage4. იხტუნავეთ გუბეებში! შემოდგომა, ჩვეულებრივ ის სეზონია, როცა დედაჩემს ვერაფრით ვუხსნი, რატომ ვარ მუხლებამდე სველი...
imageimage
5. შეაგროვეთ ფოთლები ( მე ჯერაც შემომრჩა წინა წელს დაკრეფილი)! არაფერი ისე არ აგიმაღლებთ განწყობას, როგორც მათი დანახვა

imageimage6.იკითხეთ წიგნები და მიირთვით ყავა/ჩაი და მიაყოლეთ საყვარელი სასუსნავი

imageimageimage7.გაისეირნეთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად! გყავთ ფუმფულა პატარა? მაშ, რაღას უცდით? წადით, ისეირნეთ თავგადასავლები ახლა იწყება!

imageეს ფოტო ძალიან მიყვარსimage8. გადაიღეთ უამრავი ფოტო!

imageimage9.წადით კაფეში და თან წაიღეთ ბლოკნოტი. წერეთ და საყვარელი"სისუსტე" შეხუხნეთ)
image

image

10. თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, დაკრიფეთ ხილი პირდაპირ ხიდან და პირი ჩაიტკბარუნეთ. შემოდგომაზე ხომ ბუნება განსაკუთრებით გულუხვია

image11. მოაწყვეთ პატარა "ლაშქრობა" მეგობრებთან ერთად, დაანთეთ კოცონი, იმღერეთ და იმხიარულეთ!

image12. მოემზადეთ ჰელოუინისთვის! საქართველოში ეს დღესასწაული თანდათან პოპულარული ხდება, თქვენ რას იტყვით? სახლშიც შეგიძლიათ აღნიშვნა

imageimage13. ნახევარი საათი მაინც გაატერეთ სახლში, მყუდროდ, სრულ სიჩუმეში

imageimageimageP.S. რამე განსაკუთრებული მოგონება ხომ არ გაკავშირებთ შემოდგომასთან? აუცილებლად გაგვიზიარეთ


image


სიყვარულით თქვენი "–გიჟი"

(შეგიძლიათ ნიცა დამიძახოთ)

8
160
9-ს მოსწონს
ავტორი:-გიჟი
-გიჟი
160
  
18 სექტემბერი, 21:46
გეთანხმები, ჩემი ფავორიტი სურათები ამოვარჩიე, მაგრამ როცა ამას თავად განიცდი, სულ სხვაა :)))
18 სექტემბერი, 21:45
ამერიკაში ბევრი სათვალთვალო კამერა აქვთ, მაგრამ ქართველებთან ახლოსაც ვერ მოვლენ :DDD
15 სექტემბერი, 0:02
გასაგიჟებელი სტატიაა... და მაინც იმ ადგილმა მომხიბლა, როცა ყავას საცუცნავი უნდა მიაყოლო (ნუ მაქვს ეს იუმორი და რა ვქნაა?))))) ახლა კი სერიოზულად ვამბობ, ძალიან მომეწონა და მინდა, რომ ხშირად წავიკითხო ასეთი სტატიები
11 სექტემბერი, 22:40
სულაც არ ვიფიქრებ, რომ აფერისტი ხართ არასოდეს არაა გვიანი. ეს სურვილი როცა ავისრულე, 24 წლის ვიყავი :) ეხლაც თუ მომეცა შანსი, უარს არ ვიტყვი :)) ცოტა უნდა ადამიანს, რომ ბედნიერებისგან იფრინოს და "აგენტურა" ხალხის გამო, ვფიქრობ, სურვილებზე უარის თქმა არ ღირს. ;) უახლოეს მომავალში ველი შთაბეჭდილებებს, აუცილებლად!
11 სექტემბერი, 19:31
აფერისტობაში ნუ ჩამომართვევთ (რადგან ყველა ამას მეუბნება), მაგრამ, წარმომიდგენია, რა ლამაზი და საყვარელი იქნებოდით. მიყვარს განსხვავებული ადამიანები ♥ ♥ ♥ მეც მაქვს ასეთი ოცნება და იმედია ოდესმე ავისრულებ :))
10 სექტემბერი, 22:45
ჩემი ყველაზე საყვარელი დროა. ბავშვობიდან ვოცნებობდი შემოდგომის წვიმით ასფალტზე შეყენებულ გუბეში ფეხშიშველს მერბინა, თუმცა მაღალი შენობების ქალაქში, საიდანაც მე ვარ, აივნებსა და ფანჯრებში ყველაზე კარგად მომუშავე "მეზობელი აგენტურის" გამო მეგონა არასოდეს ამისრულდებოდა 8 წლის წინ კი შემოდგომის თანმხლებმა წვიმამ, რომელიც სხვა დროსგან განსხვავებით ჭარბად იყო, დატბორა გზები, სამსახურიდან სტუმრად მივდიოდი და გაჩერებაზე შევხვდი ჩემს მეგობარს, ქოლგით მოვიდა, მაგრამ სწორედ მაშინ იფეთქა ამ დაუძლეველმა სურვილმა, გავიხადე ფეხსაცმელი და... თმაგაწეწილი ვაჭყაპუნებდი გუბეებში, ხელით კი ბალეტკები მიმქონდა :) ყველაზე კარგი შეგრძნება იყო ეს. მერე ცხელი შხაპი და კონიაკი კი საუკეთესო ძილის შესანიშნავი წინა პირობა :)
10 სექტემბერი, 16:56
ულამაზესი სიტყვებია ♥ მე კლდეზე მდგარი პაწაწინა ეკლესია მახსენდება... ვეება მთები და სუნთქვასავით შემოხვეული ნისლი. გრილი ნიავი ეფერებოდა ოქროსფერ ფოთლებს... ყოველ შემოდგომაზე ვფიქრობ: წინა წელს, ამ დროს, ყველაფერი სხვაგვარად იყო...
10 სექტემბერი, 8:01
ყოველი წვიმის წვეთი გეფერება და მახსენებს იმ ძველ დროს შეყვარებული რომ ვიყავი და მივბდიალობდი პაემანზე ზონტიკის გარეშე!!!ბუნება არის ის მოფერება რომლის შეგრძნობა უნდა გქონდეს ჩახუტებული გულში,და გეფერება ყოველ წამს და გაძლევს ძალას სიცოცხლის და ხვალინდელი დღის ბედნიერად გათენებისას!!!
0 1 8