x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
9 რამ, რასაც ტანსაცმელების მაღაზიაში გამყიდველი არასოდეს გეტყვით. ეს უნდა იცოდეთ!

არაერთხელ გსმენიათ მარკეტინგულ ხრიკზე, პროდუქციის რეალიზაციისთვის სურსათები თუ ტანსაცმლის მაღაზიები რამდენნაირ ხერხს მიმართავენ, რომ გაგვასულელონ მომხმარებლები. დღევანდელ სტატიაში მინდა, გითხრათ ის, რასაც ტანსაცმლის მაღაზიებში არასოდეს გეტყვიან, ამის ცოდნის შემდეგ კი ზედმეტს აღარ გადაიხდით.


image

1. ფასდაკლებები სარფიანია მაღაზიებისთვის და არა მომხმარებლებისთვისimage
ფასდაკლებები სწორედ იმიტომ მოიგონეს, რომ გაყიდონ ის, რისი ყიდვაც მომხმარებელს ყველაზე ნაკლებად უნდა. თუ მაღაზიებში ხედავთ წარწერას 70%–იანი ფასდაკლებით, სინამდვილეში შეიძლება მხოლოდ 10%–იანი იყოს ან საერთოდ არა, უბრალოდ ფსიქოლოგიურად გვიზიდავს, რომ ვიყიდოთ გაიაფებული სამოსი.





2. ერთი და იგივე ზომა სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელზე შეიძლება იყოს სხვადასხვაimage

ზოგიერთ მაღაზიაში თუ მაისური გერგებათ S ზომა, სხვაგან შეიძლება მოირგოთ M. ზოგიერთი მწარმოებლები სპეციალურად ამცირებენ ტანსაცმელზე ზომების ნიშნულს, რომ ფსიქოლოგიურად განაწყონ მომხმარებელი და შესაბამისად უფრო გაასაღონ "საქონელი".





3. ცნობილი ბრენდები ხარისხის გარანტია სულაც არააimage
დიდი ბრენდები პერიოდულად აწარმოებენ ტანსაცმლის ხაზებს, რომლებიც შემუშავებულია ცნობილი დიზაინერების მიერ და მოტივი მხოლოდ ერთია, შესთავაზონ მომხმარებელს მეტი ექსკლუზივი, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან მის ხარისხზე.





4. როდესაც ფასდაკლებების განყოფილება (სექცია) არეულად გამოიყურებაimage
კარგად იცით, რომ წესით ტანსაცმელი ლამაზად დაკეცილი თაროებზე დევს, თუმცა ფასდაკლებების დღეს ვხედავთ განყოფილებას, სადაც სრული ქაოსი მეფობს. ესეც ერთ–ერთი მარკეტინგული ხრიკია, რომელიც მომხმარებელს აბედნიერებს და აძლევს საშუალებას სრულ ქაოსში თავისთვის შესაფერისი და მოსაწონი რამ იპოვოს, თან ხელმისაწვდომ ფასად.





5. ტანსაცმლის წარმოებისთვის იყენებენ მავნე ქიმიკატებს

image


მაშინაც კი, თუ მასზე მიმაგრებული ნიშნული ბუნებრივ ნაწარმს მიუთითებს, შეიძლება საშიში იყოს ჯანმრთელობისთვის. წარმოების დროს ტანსაცმელზე გამოყენებული მავნე ქიმიკატების გამოვლენა სპეციალური ლაბორატორიული ტესტირების გარეშე ვერ ხერხდება. ქიმიკატები იმისათვის გამოყენება, რომ ნაწარმს (ქსოვილს) მისცენ შესაბამისი ფერი ან ტექსტურა, ასევე დაიცვან ის მწერებისგან. ამიტომ მანამ, სანამ ჩაიცვამთ ახალ ნაყიდ ტანსაცმელს, აუცილებლად გარეცხეთ ის, ასე თავიდან აიცილებთ მოწამვლისგან და ალერგიისგან.





6. სინთეზური ნაწარმი ნატურალური ნაწარმის ფასად

image


მწარმოებლები ხშირად იყენებენ ამ ხრიკს და გვთავაზობენ სინთეზურ მასალას ნატურალურის ფასად, რითიც მყიდველს აჯერებენ, რომ მთავარი ხარისხი არ არის. ეს კი მომგებიანი ინვესტიციაა.




7. დიზაინერების მიერ წარმოდგენილი ტანსაცმელი უფრო უხარისხოა, ვიდრე ჩვეულებრივ "ბუტიკში" არსებული

image


ძვირადღირებული ბრენდები ნაწარმს ამზადებენ დაბალხარისხიანი და იაფიანი ნედლეულისგან.




8. დაბალ ხარისხიანი ნაწარმი...

image


დედების დროინდელი ჭურჭელი თუ ტანსაცმელი მეტად ხარისხიანია, ვიდრე ახლანდელი. მარკეტინგული ხრიკიც სწორედ აქ არის, რაც მალე გაფუჭდება, მით მალე ვიყიდით ახალს. ისინი მხოლოდ მომგებიან ინვესტიციაზე ფიქრობენ, ხარისხი კი მხოლოდ ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი და არა მათთვის.




9. მოდა ყოველ კვირა იცვლება

image


წარსულს ჩაბარდა დღეები, სადაც დომინირებდა გაზაფხული–ზაფხულის და შემოდგომა–ზამთრის ახალი კოლექციები. ახლა დიზაინერები და ბრენდული მაღაზიები განახლებულ მოდელებს ყოველ კვირა გვთავაზობენ და არა წელიწადში მხოლოდ ორჯერ, შესაბამისად ჩვენც მეტჯერ მივდივართ საყიდლებზე.





P.S. გახსოვდეთ, რომ ფასი ხარისხის გარანტია ყოველთვის არაა.



იხილეთ აგრეთვე:


მარკეტინგული ხრიკები, როგორ გვასულელებენ მომხმარებლებს.

რა ნიშნებით განვასხვავოთ უხარისხო ტანსაცმელი ხარისხიანისგან? ეს უნდა იცოდეთ!

აი როგორ განვასხვავოთ ორიგინალი ტექნიკა ყალბისგან

შეცდომები რეცხვის დროს, რომელიც აფუჭებს თქვენს ტანსაცმელს. გაითვალისწინეთ!
სიმართლე "სარეცხი საშუალებების" შესახებ. ეს უნდა იცოდეთ!

6
2127
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2127
  
13 სექტემბერი, 22:54
თქვენ უბრალოდ კონსულტანტი ხართ და შესაბამისად, რასაც გავალებენ, იმას აკეთებთ, მარკეტინგული ხრიკები კი სხვაგავრადაა გათვლილი. ეს სტატია კი ექსპერტების დასკვნის შედეგადაა გადმოცემული. სწორედ გუშინ მოვიარე მაღაზიაები, არა იმიტომ, რომ იაფად მეყიდა რამე, უბრალოდ მაინც უნდა მეყიდა. ერთ-ერთი ფირმის დათბილული ჯინსის შარვალი ვნახე ბავშვისთვის, 70% ფასდაკლება ეწერა და 22 ლარად იყო, გამიხარდა და სხვა დანარჩენებეთან ერთად ავიღე ესეც, სალაროსთან მივედი გადასახდელად. მოლარემ კი ბოდიშით, მაგრამ ფასები შეცდომით ადევს და 3 ლარით მეტი ღირს შარვალი და თუ გნებავთ არ გავატარებ და დააბრუნეთო. ამდენ ნავაჭრთან ერთად 3 ლარი მე არ მიწყვიტავდა საქმეს და ჩემნაირი კი მათ ბევრი ყავთ. რიგში ვინც იდგა ჩემს შემდეგ, გუშინ მეც მასე ვიყიდე "ელასტიკი" და ისიც გატარებისას 3 ლარით მეტი ღირებულაო. და მსგავსი შემთხვევები არა მხოლოდ ამ მაღაზიაში ხდება. ასე, რომ... ესეც ერთგვარი ხრიკია, როგორც ტანსაცმელების მაღაზიაში, ასევე სურსათებში.
13 სექტემბერი, 19:11
Pirveli da mesame sisulelea me tviton var konsultanti da arasdros ityueba fasdaklebi dro tqven tviton ajerebt xalxs da magis gamo bevri axevs fass da akvirdeba markas Ra ewera stikeris mikvramde shemdeg rwmundebian rom fasi sworadaa mititebuli shegidzliat moitxovot programulad ganaxon fasi ragirda da ramdeni daaklda programs verafers mouxerxeb mesames racsheexeba aravis unda daulagebeli darbazi piriqit mteli dgis mcdelobisa sagamos dzlivs "vyrit" momxmarebels magaziidan momxmarebeli yoveltvis mets elodeba tu reklamaze mititebulia rom 50%mde fasdaklebaa ratomgac goniat rom yvelaferze unda iyos fasdaklebaa arasdros moswont aqciebi da seshemdeg aserom problema yoveltvis tqvenshia aserom sxvas nuawmendt xelebs
12 სექტემბერი, 17:22
ზუსტად მასეა. მარკეტინგულ ხრიკებზეც მიწერია სტატია, თუ როგორ გვასულელებენ მომხმარებლებს.
12 სექტემბერი, 15:25
სტატია კარგია. რაც შეეხება საქონელს, ერთი რამ ნამდვილად ვიცი მაგალითად ყიდიან პარაშოკს, ვთქვათ ერთ კილოგრამს, ფასს ასე აწერენ რომ ღირდა 5 ლარი, გახდა 3 ლარი, სინამდვილეში მაგ ერთი კილო პარაშოკის ფასი მართლაც 3 ლარია და ბევრს წერენ რომ ვითომ ძვირი ღირდა და დააკლეს ფასი, იგივე შეიძლება ითქვას
ტანსაცმელზეც
11 სექტემბერი, 22:22
გეთანხმები ლალი
11 სექტემბერი, 13:30
მავნე ქიმიკატები არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტში, უნდა გაირეცხოს ახალი ტანსაცმელი. ვიდრე მაღაზიაში მოხვდება, ვინ იცის სად და რა პირობებში იყო ქსოვილი და უკვე მზა ტსნსაცმელი.
0 1 6