x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტერაქტში თემურ მახაურთან ერთად უკრაინელი მოდელი დაზარალდა-აფეთქების შედეგად მან ცალი ფეხი დაკარგა
imageროგორც ცნობილია, გუშინ კიევის ცენტრში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას ჩეჩნური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური შეეწირა. ის ასევე ცნობილი იყო ალი ტიმაევისა და რუსლან პაპასკირის სახელითაც.


გავრცელებული ინფორმაციით, მახაურთან ერთად ავტომობილში ახალგაზრდა ქალი მცირეწლოვან ბიჭუნასთან ერთად იმყოფებოდა.ცნობილი გახდა მისი ვინაობა.

იგი გახლავთ ცნობილი უკრაინელი მოდელი, Dior-ის სახე ნატალია კოშელი.


ტერაქტის შედეგად ნატალიამ ფეხი დაკარგა, ამჟამად მის სიცოცხლის გადასარჩენად კიევის #17 საავადმყოფოს მედიკოსები იბრძვიან.


image

რაც შეეხება მცირეწლოვან ბიჭუნას, 6 წლის ანტონს, იგი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

image

უკრაინული პრესის ინფორმაციით, თემურ მახაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის და შემდეგ უკრაინაში ოდესის პოლიციის ყოფილი ჩინოსნის, გიორგი ლორთქიფანიძის პირადი მეგობარი და ქართული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო.იმავე უკრაინული პრესის ინფორმაციით მახაური თურქეთში მცხოვრები ჩეჩნური თემის საქმეებში აქტიურად იყო ჩართული და რუსეთის აგენტურის შესახებ ფლობდა ინფორმაციას. ასე, რომ როგორც ჩანს რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ის არასასურველი ფიგურა იყო.

image

ასევე რუსული პრესა მახაურს ჩეჩნეთის რესპუბლიკის რამზან კადიროვის პირად მტრად მოიხსენიებს.


image

1
110
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
110
  
2017, 10 სექტემბერი, 12:31
ტერორისტების ბოლო ესაა, "პაპასქირი" მაგარი ნაგავი იყო...
0 1 1