x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"რას გვანან ეს ჩემისები"-ანუ ქართული ნაციონალისტური შტრიხები
imageერთი ხანობა ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდი, სადაც ძირითადად 90% უცხოელი ტურისტები შემოდიოდენ, ქართველები იშვიათად, ისიც ფასების გამო, მაგრამ თუ მაინც შემოვიდოდნენ რესტორნის ხელმძღვანელობა შეღავათს უკეთებდა(უცხოელებს კი ორმაგს ახდევინებდნენ, ეს ცალკე თემაა და სხვა დროს იყოს).


აღსანიშნავია, რომ იქ გალეშელი და ფეხარეული უცხოელი ტურისტი ფაქტობრივად არ მინახავს, ყოველთვის ღიმილით სტოვებდნენ რესტორანს და ზრდილობიანად გვემშვიდობებოდნენ, ისევ ქართველები ან პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან შემოსულები თუ ბურღავდნენ ხოლმე ტვინს.


ორი შემთხვევა განსაკუთრებით დამამახსოვრდა: ოთხკაციანი მცირე ჯგუფი იყო, ან იაპონიიდან ან კორეადან... დასხდენ, ცოტა დალიეს და საკუთარ ენაზე გაცხარებული საუბარი გააბეს, იქვე გვერდზე სამი ქართველი ვაჟაკაცი იჯდა და იმათ საუბარზე სიცილისგან იჭაჭებოდნენ და ერთმანეთს ფრაზებს ესროდნენ:"რა ენა აქვთ ტოოო, ""რას გვანან ეს ჩემისები", "ხალხია ახლა ეს?" და ა.შ.


მეორე შემთხვევა კი იაპონელ ტურისტს შეეხება. იმ დღეს ხალვათობა იყო რესტორანში, ორიოდე სუფრა თუ იყო გაშლილი...ასე 40 წლის მამაკაცი იყო, გავისაუბრეთ, ჩემი ჩიქორთული ინგლისურის მთელი მარაგი გამოვიყენე და გავარკვიე, რომ მარტვილის კანიონი მოინახულა და საკმაოდ დაიღალა, ფოტოებიც მაჩვენა, მერე მთხოვა ვინმე კარგი ქართველი გიტარისტი მომასმენინეო...კაკო ვაშალომიძე ჩავურთე იუ ტუბზე, ძალიან მოეწონა, პატარა შავი ხელჩანთიდან კალამი და ბლოკნოტი ამოიღო და მთხოვა ამ გიტარისტის გვარი და სახელი დამიწერეო..



შემდეგ დაჯდა სუფრაზე და ერთი ჭიქა წითელი ღვინო მოითხოვა, მიუტანეს, ნელ-ნელა წრუპავდა და თან მუსიკას უსმენდა, შემდეგ მეორე ჭიქაც დალია და ცოტა ხანში სუფრაზე ჩაეძინა....


გამოვიდა რესტორნის უფროსი მენეჯერთან ერთად და ზუსტად ერთი-ერთში იგივე ფრაზა გაიმეორა:"რას გავს ეს ჩემისა..", ფოტოებს უღებდნენ, რქებს ადგავდნენ და ხითხითებდნენ...


სადღაც საათზე მეტი ეძინა, შემდეგ გაეღვიძა, ბოდიშინარევი ღიმილით თანხა გადაიხადა, დაგვემშვიდობა და წავიდა....


ჰოოდა ზუსტად "რას გვანან ამ ჩემისებმა", გასული საუკუნის შუა ხანებიდან ხის ქოხმახების ტოკიო სუპერთანამედროვე მეგაპოლისად აქციეს, "რას გვანან მაგ ჩემისების" დამზადებული "ტოიოტათი" და "ნისანით" დავიბღინძებით და "რას გვანან მაგ ჩემისების" ტელევიზორი, აუდიოტექნიკა და მაცივარი გვიდგას სახლში..


ჩვენ კი სუფრაზე რიხიანი ხმით ისევ მივტირით წარსულს, ისევ წამოვიძახებთ "საქართველო წმ.მარიამის წილხვედრი ქვეყანაა, მტერი ვერაფერს დაგვაკლებს და ივერია აუცილებლად გაბრწყინდეება"(მით უმეტეს ლელა კაკულიამ გვიწინასწარმეტყველა), მანამდე კი "რას გვანან ეს ჩემისები" კიდევ 100 წლით მაინც გაგვასწრებენ.

2
109
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
109
  
2017, 15 სექტემბერი, 12:29
მადლობა გაიხარე)))))
2017, 15 სექტემბერი, 12:17
ბრავო! ამიტომაც ვართ ლამაზად წინწასული
0 1 2