x
მეტი
  • 20.09.2017
  • სტატია:69432
  • ვიდეო:321935
  • სურათი:422939
მშობლები და მასწავლებლები განგაშს ტეხენ- თუ თქვენს შვილსაც აქვს სპინერი, ეს უნდა იცოდეთ!


დღეს უამრავ მოზარდს ხელში უცნაური, პროპელერის მსგავსი ნივთი უჭირავს. სპინერი, ფიჯეტ სპინერი, ბზრიალა-მარტივი კონსტრუქციით არის შექმნილი. დიდი და საშუალო თითით უნდა გეჭიროთ და ატრიალოთ. image


არსებობს სხვადასხვა ზომის, ფერისა და ფასის სპინერი. ის შეიძლება ჰქონდეს პატარა ბავშვსაც და სოლიდურ ბიზნესმენსაც.

მას აქვს გარკვეული დადებითი თვისებები, სტრესის მომხსნელი თუ ტიკებისგან გადასარჩენი, თუმცაღა, რაც უფრო მეტი ადამიანი ერთვება "სპინერომანიაში" და რაც უფრო მრავალფეროვანი ხდება ეს "გასართობი" მით უფრო მეტად იკვეთება მისი უარყოფითი გავლენა და საფრთხეები.


image

უკვე მსოფლიოს მაშტაბით ტეხენ განგაშს მშობლები და მასწავლებლები. მასწავლებლები ამბობენ, რომ ბავშვები იმდენად გაიტაცა სპინერის ხელში ჭერამ და ტრიუკების კეთებამ, გაკვეთილებზე უჭირთ კონცენტრაცია და ხშირად შინ დავალებებსაც სპინერის თანხლებით აკეთებენ, რაც დავალებების შესრულების ხარისხზე უარყოფითად აისახება.

ასევე ხშირია სპინერის სროლის ან შემთხვევითი მოხვედრის შედეგად მიღებული დაჟეჟილობები და სხვა ტრავმები.

სპეციალისტები ამბობენ, რომ სპინერი არ უნდა ჰქონდეს 8 წლამდე ბავშვს და სასურველია, თავი შეიკავონ ძვირად ღირებული სპინერების ყიდვისგან-ამით შეიძლება ბავშვს ტრავმის მიღების საფრთხეები გაუზარდონ.


image


0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოჩოლა
ბოჩოლა
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0