x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
მეცნიერებმა გაშიფრეს მე-17 საუკუნის სატანის წერილი, რომელიც მონაზონმა დაწერა
imageწერილი დაწერილია მარია კროსიფისა დელა კონზესიონას მიერ 1676 წელს.

საუკუნეების განმავლობაში დაშიფრული წერილის წაკითხვა ვერ მოხერხდა. სიცილიელმა მონაზონმა, რომელიც მე-17 საუკუნეში პალმა დე მონტეჩიეროს მონასტერში დაწერა ეს წერილი აღნიშნავდა, რომ იგი უკარნახა ლუციფერმა.


340 წელის შემდეგ იტალიელმა კომპიუტერულმა მეცნიერებმა გაშიფრეს წერილი და აღმოჩინეს, რომ მასში მართლაც არის აღწერილი "სატანის გზავნილი".


მარია კონზესიონა დაიბადა 1645 წელს იზაბელა ტომასში, 15 წლის ასაკში უკვე ბენედიქტიანის ქალთა მონასტრის მონაზონი გახდა.


ერთხელაც დილით მარიამ გაიღვიძა და დედებს განუცხადა, რომ ხელთ ჰქონდა მელნით დაწერილი დაშიფრული წერილი, რომელიც სატანამ დააწერინა.


წლების განმავლობაში იგი ვერავინ გაშიფრა.ლუდუმას (კატანია, სიცილია) სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებმა სამი საუკუნის შემდეგ გადაწყვიტეს წერილი გაეშიფრათ.


" ჩვენ გამოვიყენეთ პროგრამა, რომელსაც დაზვერვის სპეცსამსახურები იყენებენ- განუცხადა The Times-ს ცენტრის დირექტორმა დანიელ აბატმა.


მეცნიერების მტკიცებით, მარია კარგად ერკვეოდა ლინგვისტიკაში და დაშიფრული წერილიც მისი საკუთარი ენით არის დაწერილი. ჩვენ პროგრამაში ყველა იმ ენის სიმბოლოები შევიყვანეთ, რომელიც მარიას შეიძლება სცოდნოდა: ლათინური, ძველი ბერძნული, ძველი რუნების, ახალი ბერძნული და ხაზარული ენაც კი.


ჯგუფმა გაშიფრა 15 სტრიქონი, წერილში საუბარია ადამიანებზე, ღმერთზე და სატანაზე. წერილი საკმაოდ აბდაუბდადაა დაწერილი და წინადადებს შორის კავშირი ქაოსურია, ეს ამყარებს იმ თეორიას, რომელსაც დიდი ხანია თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებდნენ:-მარია სატანით კი არ იყო შეპყრობილი, არამედ შიზოფრენიით და ბიპოლარული აშლილობით იტანჯებოდა.


ის აღწერს წმინდა სამებას (მამა ღმერთი, ქრისტე და სული წმინდას), როგორც "მკვდარ სულებს"....აგრეთვე წერს, რომ "ღმერთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია ადამიანების დახსნა ".


წერილში ნათქვამია "ღმერთი ადამიანმა გამოიგონა" და "ეს სისტემა არ მუშაობს".


ერთგან კიდევ წერია: "შესაძლოა სტიქსი დარწმუნებულია"(საუბარია ბერძნულ და რომაულ მითოლოგიურ მდინარეზე, რომელიც მიწას და ქვესკნელს ჰყოფს ერთმანეთისგან).


მოკლედ, როგორც გაირკვა წერილი ქაოსური აბდაუბდა სიტყვებისგან შედგება, რომელიც შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის ნახელავს უფრო წააგავს.


image

ფოტოზე:პალმა დე მონტეჩიეროს მონასტერი, სადაც მარიას სატანამ წერილი უკარნახა


1
536
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
536
  
2018, 31 აგვისტო, 17:38
შიზოფრენიკი ეძახე და მართალი დაუწერია ყველაფერი :)))
0 1 1