x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71141
  • ვიდეო:324195
  • სურათი:426215
,,ლაზური გვარსახელები" - მნიშვნელოვანი წიგნი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის

“ლაზური გვარ-სახელები" ასე ჰქვია ახალგაზრდა მეცნიერის - ბაკურ გოგოხიას წიგნს, რომელიც ახლახანს გამოიცა. ავტორი წლების მანძილზე იკვლევდა და საინტერესო დაკვირვებებს წარმოაჩენდა აღნიშნული თემის ირგვლივ, რამაც საბოლოოდ ერთ წიგნში მოიყარა თავი.

ბაკურ გოგოხია: “კვლევა 2016 წელს დამთავრებული მქონდა... ყველაფერი წამეშალა... თავიდან დავწერე! ახალი ცნობებითა და დაკვირვებებითაც შევავსე...

წიგნში განხილულია ლაზური გვარ-სახელების წარმოების საკითხები – გვარები, რომლებიც ისტორიულად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ლაზეთში – სურმენეს სოფელ ჩამბურნუდან მოყოლებული ბათუმის სოფელ გონიომდე. კვლევის ძირითადი ნაწილი ეძღვნება ჩვენებური გვარსახელების მაწარმოებელ "-Vვან" სუფიქსს (მაგ.: რომელიც გვაქვს გვარებში ბაგრატოვანი, ბერანევანი, გელოვანი, ჩიქოვანი და ა.შ.), რომელიც აქამდე ლაზურ გვარებში არ ყოფილა გამოვლენილი და ყურადღება არავის მიუქცევია და, ცხადია, თვითონ ამ სუფიქსით წარმოებულ ლაზურ გვარებს. ლაზეთში ასეთი გვარების გამოვლენის ფაქტი მრავლისმეტყველია და აქამდე ღიად ან სადავოდ დარჩენილ ბევრ კითხვას პასუხობს. ეს შესაძლოა, ზოგს არც მოეწონოს, მაგრამ ოსმალურ საარქივო მასალებში 4 თუ 5 საუკუნის წინ აღნუსხული ლაზური გვარები ჯიუტი ფაქტის წინაშე აყენებს ყველას. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო.
კვლევა ეყრდნობა ოსმალურ საარქივო მასალებს 1486 წლიდან, ძველ ქართულ წყაროებს, რომელბშიაც ყველაზე ადრეა დამოწმებული ლაზური გვარები. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ტოპონიმიას – ოიკონიმებს. მოპოვებული ცნობები შედარებულია დანარჩენი ისტორიული ლაზეთის, ისტორიული ქალდიის თუ სამეგრელოს (ოდიშის და აფხაზეთის), სვანეთის, გურიის, იმერეთის, აჭარის და საქართველოს არაერთი სხვა მხარის მონაცემებთან.
გამოცემას ერთვის აღმოსავლეთ ლაზეთის რუკა. კვლევას აქვს ინგლისური და თურქული რეზიუმეები.
წიგნი გამოიცა გამომცემლობა "არტანუჯი"-ს "კოლხური სერიის" ფარგლებში. მალე გაყიდვაშიც იქნება.
გამოცემისთვის უღრმესი მადლობა მსურს მოვახსენო "არტანუჯის" საგამომცემლო ჯგუფს, პირადად ბუბა კუდავას, ყველა ამ კეთილ და გულისხმიერ ხალხს ...და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩემს ლაზ მეგობრებს – საუკეთესო ლაზებს".

image


0
133
შეფასება არ არის
ავტორი:George Chubini
George Chubini
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0