x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მონღოლი მეომრების დახასიათება თომა სპლიტელის მიერ.
image



სწავლულმა ბერმა თომა სპლიტელმა, რომელმაც თვითონ ნახა, როგორ შემოიჭრნენ მონღოლები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, თავის "ქრონიკებში" ჩაწერა: "მონღოლები ტანმორჩილი, მაგრამ მკერდგანიერი ხალხია, შესახედავად საშინელნი: უწვერულნი, პირბრტყელნი და ბლაგვცხვირიანნი, წვრილი თვალები შორიშორს აქვთ ჩასმული...

მათი ტანსაცმელი ორმაგი ტყავისგან არის შეკერილი, ბეწვი ზემოთ არის მოქცეული და ამიტომ ქერცლსა ჰგავს. ამ ტანსაცმელში სიცივე და წვიმა ვერ ატანს. მონღოლთა მუზარადები ან რკინის არის ან ტყავის, მათი საჭურველია: მოხრილი ხმალი, კაპარჭი და მშვილდი, ისრების ბუნიკი ბასრი რკინისა ან ძვლისაა, მათი ისარი ჩვენსას ოთხი თითისდადებით მეტობს. შავ ალმებზე თითო ბღუჯა ცხენის ძუა აქვთ გამობმული.

თათრები ხშირად უბელო ცხენებზეც სხდებიან. ტანმორჩილი, გამძლე ცხენები შეჩვეულნი არიან გრძელ გზას და შიმშილს, თუმცა ნალები არ აკრავთ. მთებზე ისე იოლად ადიან და ისე იოლად მიჰქრიან, როგორც გარეული თხები. სამდღიანი ჭენების შემდეგ ხანმოკლე შესვენება და მცირე საკვები ჰყოფნით. ეს ხალხი არც სარჩოსათვის იწუხებს მაინცდამაინც თავს, საარსებოდ თითქოს თავიანთი მკაცრი აღზრდა ჰყოფნით: პურს არა ჭამენ, მათი საჭმელი ხორცია, სასმელი - ცხენის რძე და სისხლი.


თათრებს თან მრავალი ტყვე მოჰყავთ, განსაკუთრებით ბლომად არიან საჭურველასხმულნი ყივჩაყები, რომლებსაც თათრები წინ მიერეკებიან და მაშინვე ხოცავენ, თუ შეამჩნიეს, რომ განუკითხავად არ გადაეშვნენ ბრძოლაში, თვითონ პირველობა ომში შესვლისას არც ისე ეხალისებათ".

0
555
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0