x
მეტი
  • 21.11.2017
  • სტატია:71149
  • ვიდეო:324208
  • სურათი:426226
ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

"ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთახმებით. 17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი, მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს დიდი იმედი მაქვს მომავალი თაობები გააგრძელებენ. ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ სამწუხაროდ ტრავმამ მეტის საშვალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია. ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით და კვლავ მომავლის იმედით . ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება." - ზაზაფაჩულიაimage

ჩვენი კაპიტნის ბიოგრაფია:დაიბადა10 თებერვალს, 1984 (33 წლის)


თბილისი, საქართველოს

ეროვნება ქართველი

სიმაღლე: 211მ

სმწონა:125კგ

კარიერა: NBA-ის დრაფტი2003 / რაუნდი: 2 / არჩევა: 42-ე არჩეული ორლანდო მეჯიკი პროფესიონალური კარიერა1999–დღემდე ლიგა NBAკ არიერის ისტორია1999–2003 იულქერსფორი(თურქეთი)

2003–2004 ორლანდო მეჯიკი

2004–2005 მილუოკი ბაქსი

2005-2013 ატლანტა ჰოუქსი

2011 გალათასარაი (თურქეთი)

2013-2015 მილუოკი ბაქსი

2015-2016 დალას მავერიქსი

2016-დღემდე გოლდენ-სტეიტ უორიორსი


ქართველი კალათბურთელი, რომელიც ამჟამად NBA-ის კლუბ „გოლდენ-სტეიტ უორიორსის“ ღირსებას იცავს. 2003-04 წლების სეზონში ქართველი ცენტრი „ორლანდო მეჯიკში“ ირიცხებოდა, 2004-05 წლების სეზონი კი „მილუოკი ბაქსში“ გაატარა. შემდეგ ის „ატლანტა ჰოუკსში“ გადაბარგდა, სადაც 8 სეზონი იასპარეზა. 2013 წლის სეზონის დასაწყისში „მილუოკი ბაქსში“ დაბრუნდა, ხოლო 2015 წლის ზაფხულიდან „დალას მავერიქსის“ ღირსებას იცავდა. 2016 წლის 5 ივნისს ზაზა თავისუფალი აგენტის სტატუსით „გოლდენ სტეიტს“შეურთდა. მან ლიგის ფინალისტთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ნაკრების წევრია 2000 წლიდან. თურქეთის ჩემპიონი (2001) და თასის მფლობელი (2003), თურქეთის პრეზიდენტის თასის ორგზის მფლობელი (2002, 03). 2017 წელს, 12 ივნისს ფაჩულია გახდა პირველი ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო.

0
6
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0