x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
''დაწყევლილი'' ნახატები - უბრალო დამთხვევა თუ მისტიკა
image











1) სვეტლანა ტელეცის - ''წვიმის ქალი'' 3 ჯერ გაიყიდა, თუმცა სამჯერვე უკან იქნა დაბრუნებული. მყიდველები ირწმუნებოდნენ რომ ნახატის სახლში მიტანის შემდეგ მათ აწუხებდათ უძილობა, კოშმარები, კაკუნისა და ნაბიჯების ხმა. ერთერთი მათგანი ნერვული აშლილობისგან სიგიჟის ზღვარზე იმყოფებოდა, ამიტომაც დროულად აბჯობინა ნახატის დაბრუნება

2) ლუვრის თანამშრომლები ამტკიცებენ რომ ჯოკონდა ფერმკრთალდება როცა მასთან ხალხს არ უშვებენ, ხოლო როცა დარბაზი სავსეა ნახატი ცოცხლდება, ფერები ელვარებენ და ღიმილიც მკაფიო ხდება. სტენდალი ჯერ კიდევ 19 საუკუნეში ამბობდა რომ ნახატის ცქერის დროს ძალა ეკარგებოდა

3) მარია ლოპუხინის პორტრეტი - გადმოცემის თანახმად მამამისი ცნობილი მისტიკოსი და მისანი იყო, მან შეძლო პორტრეტში ქალიშვილის სულის შეტყუება. ლეგენდის თანახმად ამ ტილოს დამსახურებით ათამდე პატარძალი დაიღუპა


4) კლოდ მონეს ''წყლის შროშანები'' - ნახატის დასრულებას მონე მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა ერთერთ კაბარეში, სადაც მალე ცეცხლი გაჩნდა. ფერფლად ქცეული კაბარედან მხოლოდ მონეს ნახატი გადარჩა. ''წყლის შროშანები'' ოსკარ შმიტცმა შეიძინა, ერთი თვის შემდეგ მის სახლს ხანძარი გაუჩნდა. ნახატი ისევ გადარჩა. ამის შემდეგ წყლის შროშანები ნიურკის ერთერთ მუზეუმში გადაიტანეს, 4 თვეში მუზეუმს ცეცხლი გაუჩნდა, ჩვენი ნახატი კი კვლავ უვნებელი გამოიყურებოდა

5) ველასკესის ''ვენერა სარკის წინ'' - მისი პირველი მყიდველი ვაჭარი სურათის შეძენის შემდეგ გაკოტრდა, მას მეკობრეები დაესხნენ თავს და სურათი გაყიდა. ახალი შემძენის საწყობს მეხი დაეცა და დაიწვა, 3 დღის შემდეგ კი მისი სახლი გაქურდეს - თავად კი მოკლეს. 1914 წელს ნახატი ერთერთმა ტურისტმა ქალმა დანით დაჭრა

6) პიტერ ბრეიგელის ნახატი ''ქურუმების თაყვანისცემა'' - მხატვარმა ნახატის დასახატად თავისი უშვილო დეიდაშვილი გამოიყენა წმინდა მარიამის სახედ, ნახატი 4 ოჯახის ხელში გადავიდა. არცერთ ოჯახში 10 წელი შვილი არ ჩნდებოდა

5
866
9-ს მოსწონს
ავტორი:carpediem
carpediem
866
  
2012, 17 ივნისი, 11:35
+1 ძალიან კარგი სტატიაა. მალადეც!
2012, 16 ივნისი, 19:10
გეთანხმებით, მეც მინდოდა სურათების ჩასმა მაგრამ მხოლოდ ვენერა სარკის წინ ვიპოვე, რატომღაც გამიჭირდა კონკრეტულად ამ ს ურათების მოძიება, ან ჩემს გოგლეს გაუჭირდა :დ

არაუშავს, ეხლა სტატიების რაოდნება მაქ შეზღუდული, არ ვიცოდი დღეში 5 ზე მეტი არ შეიძლებოდა, ხვალ ერთ საინტერესო სტატიას გიმზადებთ იგივე თემაზე, იქ მექნება სურათები, მოგეწონებათ : ))))))))
2012, 16 ივნისი, 14:48
პოტოებიც დაგედო მარტლა საინტერესოა
2012, 16 ივნისი, 12:15
ყოჩაღ, მართLA საინტერესო იყო, სურათები კი მართლა კარგი იქნებოდა
2012, 16 ივნისი, 10:14
საინტერესო და კარგი სტატიაა, სურათებიც რომ დაგერთო უკეთესი იქნაებოდა. +1
0 1 5