x
მეტი
  • 20.09.2017
  • სტატია:69432
  • ვიდეო:321935
  • სურათი:422939
"სკოლებში აზარტული თამაშებით სწავლება იწყება" - მორიგი სკანდალი თუ გაუგებრობა?

image


"სკოლებში აზარტული თამაშებით სწავლება იწყება" - სიახლე მსგავსი სათაურით დღეს ბევრმა წამყვანმა ინტერნეტ გამოცემამ გაავრცელა და, როგორც მოსალოდნელი იყო, სოციალურ ქსელში მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. მართალია, კომბლესადმი წამოყენებული პრეტენზიებისა და ვაშლების პროექტის შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავას მსგავსი წამოწყებები ხალხს უკვე ნაკლებად აკვირვებს, მაგრამ სკოლაში აზარტული თამაშების შეტანის იდეამ ბევრი სამართლიანად შეაშფოთა.


"ბარემ პირდაპირ კაზინოებით დაგვეწყო?!.."

"ჯეჯელავა მთლად გამოჯევდა"

"ვეეერა ფეერი ვერ გავიგე!!!მარა ვააშშშააა, ონლაინ პოკერი, ბურა, სეკა, ფსონების დადება და სხვას თუ დაამატეს ეს ყ@@ჯელავა უფრო მაგარი უქნება!" - და კიდევ უამრავი მსგავსი კომენტარით "შეამკეს" სოციალური ქსელის მომხმარებლებმა განათლების სამინისტროც და მინისტრიც.


imageimage

არადა აღშფოთებას ალბათ უფრო სტატიის სათაური იმსახურებდა, ვიდრე მინისტრის ახალი იდეა...


თუ პროექტს - "ისწავლე მეტი თამაშით" - კარგად გავეცნობით, მივხვდებით, რომ საქმე ეხება არა აზარტულ, არამედ ინტელექტუალურ და შემეცნებით სამაგიდო თამაშებს. ეს კი თავისთავად სულაც არ არის ურიგო.


სამაგიდო სათამაშოებზე გამოცხადებულ სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნული თამაშები შემდეგნაირად არის აღწერილი: “თამაშების მეშვეობით ბავშვმა უნდა შეიძინოს სასარგებლო ინფორმაცია ბუნებისმეტყველების მიმართულებით” .


“თამაში იწყება ბარათების დარიგებით რომელსაც ყველა მონაწილე ხედავს გარდა ბარათის მფლობელისა. თამაშს იწყებს პირველი წყვილი, პარტნიორმა, ისევე როგორც ყველა დანარჩენმა, იცის (უნდა ახსოვდეს ერთი შეხედვით) რა შეხვდა მის პარტნიორს და ცდილობს წითელი კოჭები სწორად განათავსოს საინფორმაციო დაფაზე და ასე მიანიშნოს. მოთამაშე ფიქრობს, ამბობს პასუხს და აბრუნებს ბარათს. სწორად გამოცნობის შემთხვევაში გუნდი იმატებს 2(ორ) ფირფიტას”.


მეორე-მეექვსე კლასებში თამაშის ინსტრუქცია გართულებბულია და დამატებით მიზნად ისახავს მორფოლოგიურ საკითებში, თვლაში, მინაცემების აღიცხვასა და ანალიზში გავარჯიშებას: “თამაშის პრინციპი არის სიტყვების შედგენა კროსვორდისებურად. თამაშში მონაწილეობას იღებს 2-დან -4 მოთამაშემდე, რომელთა მიზანია მაქსიმალურად მაღალქულიანი სიტყვის შედგენა. ყველა ასოს აწერია ქულა, ხოლო დაფაზე არსებული პრემიალური უჯრების მიხედვით ხდება ქულების გაორმაგება ან გასამმაგება. იგებს ის, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს” - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.


უფროსკლასელებისთვის კი შემდეგი ტიპის თამაშები იქნება გათვალისწინებული: “თამაში იწყება ბარათების დარიგებით, რომელზეც ანდაზა ან აფორიზმი იქნება მითითებული, მოსწავლეებს შეეძლებათ როგორც ლოტოს ასევე, ასოციაციობანას პრინციპით თამაში. თამაშის კომპლექტი უნდა შედგებოდეს აფორიზმების/ანდაზის/გამონათქვამის ბარათებისგან (არანაკლებ 30), კამათლისაგან, ლოტოსთვის სიტყვების პატარა ბარათების (არანაკლებ 152 ცალი) და მათთვის ტომარისგან და მოსანიშნი ფერადი ბარათებისთვის, თამაშის ინსტრუქციისგან”.


image


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ საქმე არ ეხება აზარტულ თამაშებს, იმ გაგებით, რომლითაც ეს მოსახლეობისთვის არის ცნობილი. აქვე ალბათ უპრიანი იქნება თავად "აზარტული თამაშების" ცნებაზე შევჩერდეთ.


საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით "ლატარიას, აზარტულ და მომგებიან თამაშობებს არ მიეკუთვნება თამაშობები, რომლებიც ტარდება მანქანების, აპარატების, მოწყობილობებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით და რომლებშიც გათვალისწინებული არ არის შემთხვევითობის ელემენტი. მათი მიზანია მონაწილეთა განსაკუთრებული ცოდნის, ინტელექტის, სიმარჯვის, მოხერხებულობის ან სხვა განსაკუთრებული უნარის ტესტირება ან დემონსტრირება."


ანუ იმისათვის რომ თამაში იყოს განმარტებული როგორც აზარტული, მასში აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს რისკის ელემენტი, შემთხვევითობა და შესაბამისად მოთამაშის იღბლიანობა. თუ მოთამაშეს თავისი მოხერხებულობით, გამოცდილებითა და ცოდნით შეუძლია გარანტირებულად მოიგოს, თამაში უკვე აზარტული აღარ არის.


აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ მსგავსი "აზარტული თამაშების" შეტანა სკოლებში ისეთივე "სახიფათოა", როგორც ვაშლების დარიგება...


ასევე დაგაინტერესებთ:


1. გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს!

image


2.

სსრკ-ში გამოყენებული ანტიამერიკული პლაკატები - აი, როგორ წარმოედგინათ დასავლეთი!image


3. მათემატიკის მასწავლებლის მიცემულმა დავალებამ ბავშვების ცხოვრება შეცვალა - ასეთი უნდა იყოს მასწავლებელი!

image


4. როგორ აჯობა მოხერხებულმა სტუდენტმა შურისმაძიებელ პროფესორს - ამბავი, რომელიც გაგახალისებთ

image


5. ვისწავლოთ ლამაზად ლანძღვა - 12 არასტანდარტული პასუხი ცხელ გულზე

image


6. როგორ გაჩნდა ტერმინი „კანონიერი ქურდი“ და რა კავშირი აქვს მასთან სტალინს

image


7. ამ სკოლაში გენიალური მეთოდი მოიფიქრეს ბავშვებისთვის კითხვის შესაყვარებლად

image





2
473
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
473
  
9 სექტემბერი, 7:32
მიდი ჯეჯე მიაწექი
8 სექტემბერი, 10:35
ესრა უგუნურება ხდება, ეს მოღალატეობაა და სხვა არაფერი. გამოადებილეს ერი და ბანკებსა და ვალებში ჩაძირულ ხალხს ისე აჩლუნგებენ რო ხალხი სიცილ ტაშით კვრით ხდება ამას. ერი კვდება! საზეიმო არაფერია. ილია ჭავჭავაძე ამისთვის არიბძოდა ქცხვენოდეთ ყველას ვინც ასე ადებილებს მომავალს საქართველოსას. საქრთველო კვდება, ევროპიზაციის უბეში და ზეგავლენის ქვეშ. როდესაც 6 წლის ბავშვს აიძულებ უცხო ენის სწავლას როდესაც არიცის ეროვნული ენა ჯერ. როდესაც უტოლდება წყეული ინგლისური ჩემ ქართულ ენას. ჩემი სამშობლო კვდომას განიცდის და ეს უფრო გამოჩდება 20–30 წლის მერე როდესაც აფსოლიტურად აღვირახსნილი და ეროვნული ქართული სულის კვეთებისგან დაცლილი თაობა ჩაიგდებს ქვეყნის სადავეებს. მაშინ მოიმკით ყველა თამაშით გაზდილ თაობას და ესუკვე ჩანს. 2 გროშად როგორ იყიდება ენაც, მამულიც და სარწმუნოებაც. ნუწირავთ ქვეყანას თორემ კაი არაფერი გველის მერწმუნეთ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის დაბეჩავება გარყვნა არავის ეპატიება, არც იმ ტაშის მკვრელ ხროვას ვინც აპიარებთ ასე უღმერთო სწავლებასა და მიდგომებს სწორი უწოდოთ. თუარარი ქართული სული ყოველივეში ნუღარ გექნებათ იმედი თქვენი მშიშარა ტრაკები ვინმემ დაიცვას მომავალში. დადგება დრო ჯარი განახევრდება და უფრო შეგვავიწროვებს ყველა. თუარარი ქართული სული და პატრიოტიზმი, ოჯახში, ბაღიდან, სკოლიდან უბრალოდ მომავალი ეკარგება ერს და ქრება იგი. განა არ ვქრებიით აბა ჩახედეთ ქვეყანას გულში.
0 1 2