x
მეტი
  • 22.11.2017
  • სტატია:71195
  • ვიდეო:324257
  • სურათი:426280
"ივის სამი სახე"

1957 წელს გამოვიდა ფილმი : „ივის სამი სახე“.მასში მთავარი როლის შემსრულებელმა ოსკარი დაიმსახურა. ბრიტანელმა ჟურნალისტმა, ალისტერ კუკმა, კამერის წინაშე განაცხადა, რომ „ზღაპარი“, გადმოცემული ზემოხსენებულ ფილმში, სრულ სინამდვილეს შეესაბამებოდა.imageფილმი მოგვითხრობს ქალზე, რომელსაც აქვს პიროვნების დისოციაციური აშლილობა. მოცემული დიაგნოზი გვიჩვენებს, რომ რამდენიმე პიროვნება გაერთიანებულია ერთი ქალის, კრის სიზემორის, სხეულში. ფილმში მას ივის სახელით ვხვდებით, თითოეული პერსონაჟი განსხვავებული სახელითაა ცნობილი:ივ ვაითი(Eve White), ივ ბლექი(Eve Black)and ჯეინი(Jane).image



1975 წელს კრის სიზემორი ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში:

"თქვენ არ იცით, რა მშვენიერია, დაიძინო ღამით და იცოდე თუ ვინ იქნები შემდეგ დღეს" .

ფილმისგან განსხვავბით, რეალურ ცხოვრებაში, კრის სიზემორს

3-ზე მეტი პიროვნების გაორება ჰქონდა.როგორც წესი, ისინი

ჯგუფ-ჯგუფად იჩენდნენ თავს. ამას თან ახლდა აუტანელი თავის ტკივილი.კრის სიზემორი მრავალ სპეციალისტთან დადიოდა, თუმცა მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.მის ერთ-ერთ პიროვნებას სექსუალური კავშირიც კი ჰქონდა ერთ-ერთ ფსიქიატრთან.

ფილმში გადმოცემული "აცდენების" გამო კრისმა გადაწყვიტა თვითონვე მოეთხრო ნამდვილი ისტორია საკუთარ წიგნში:"მე, ივი". წიგნმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.


მიუხედავად ქალის მცდელობისა, შეენარჩუნებინა ერთი პიროვნება, იგი მაინც ექცეოდა გავლენის ქვეშ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავდნენ, მისი ნამდვილი სახე სწორედ ჯეინის სახელის მქონე პიროვნებაში იყო ჩაბუდებული.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ პერსნაჟები, როლებიც მონაცვლეობით ჩნდებოდნენ კრისის ცხოვრებაში, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტიპაჟები იყვნენ. ვთქვათ, ერთმა იცოდა მანქანის ტარება, სხვამ კი არა. მათ ჰქონდათ გასხვავებული საუბრის მანერა, ჩაცმის სტილი, გემოვნება.

ივი ვაითის IQ 110 იყო, მას უკეთესი მეხსიერება ჰქონდა, ვიდრე დანარჩენებს, იგი ინტროვერტი გახლდათ.
ივ ბლექი IQ 104 -ბავშვური, ექსტროვერტი, ახასიათებდა თავისუფალი ქცევები.

ჯეინი-იგი ცნობილია, როგორც, "გოგონა მარწყვი"



"ერთხელ 175 ფუნტსაც კი ვიწონიდი, სწორედ იმიტომ, რომ 3 ადამიანს ვკვებავდი ერთ სხეულში"


კრისი დაოჯხებული იყო, მას შვილიც ჰყავდა.მიუხედავად ქმრის მის მიმართ დიდი სიყვარულისა, ბოლოს ამ ყველაფრის ატანა მისთვისაც შეუძლებელი გახდა.ქმარი აღნიშნავდა, რომ მან იქორწინა ჯეინზე, ახლა

კი სრულიად სხვა ადამიანთან ჰქონდა კავშირი. image


კრის სიზემორი ასაკის მატებასთან ერთად უფრო აკონტროლებდა საკუთარ დაავადებას. გადმოცემის მიხედვით, იგი გარდაცვალებამდე სრულიად იყო განკურნებული, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.კრისი 89 წლის ასაკში 2016 წელს გარდაიცვალა გულის შეტევით.





0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ლილე შალიკიანი
ლილე შალიკიანი
53