x
მეტი
  • 23.11.2017
  • სტატია:71200
  • ვიდეო:324258
  • სურათი:426300
10 ყალბი ფოტო, რომელმაც ინტერნეტში დიდი ხმაური გამოიწვია

«ნუ დაუჯერებ საკუთარ თვალებს», — ეს არის ფოტოშოპის დევიზი. ბოლო დროს, სოც. ქსელებში ამ პროგრამაში «შედევრად» ქცეული უამრავი ფოტო «ტრიალებს», რომელიც ინტერნეტის მომხმარებლის ყურადღებას იქცევს და განხილვის საგანი ხდება:


1. «ბავშვის ფეხი ფეხმძიმე ქალის მუცელში»


image


სიმართლე ის არის, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია, რადგან საშვილოსნოს შიდა ნაწილსა და მუცლის ზედაპირს შორის კუნთოვანი ფენებია.

image2. «სტივენ სიგალი «რქებს» უკეთებს ვ. პუტინს»


image


ხმაურიანი «რქებიც» ფოტოშოპში არის მიხატული.

image

3. «სველი და გაბრაზებული კოალა»


image


კოალა ნამდვილად სველი და გაბრაზებულია, მაგრამ პირი-ხახა ძაღლისა აქვს.

image

4. «სუპერმთვარე რიო დე ჟენეიროს თავზე»


image


აქაც ვიღაც ფოტოშოპში გაერთო და მას ზოგიერთებმა დაუჯერეს კიდეც.

image

5. «ასე იღებდნენ კინოკომპანია Metro Goldwуn Maуer-ს სარეკლამო ჭრას (Opening)»


image


ეს ფოტომონტაჟია! სიმართლე კი ის არის, რომ ლომი კლინიკაში გამოკვლევაზე მიიყვანეს.

image

image
რაც შეეხება ყველასთვის ცნობილ ლოგოტიპის, სინამდვილეში ლომი ერთი კი არა, რამდენიმე იყო. სხვადასხვა წლებში, ლომის ჩანაცვლება ხდებოდა, მაგრამ მაყურებელი ამას ვერ ამჩნევდა.

image

image

პირველად კინოფირშემოხვეული ლომი, დევიზით «Аrs gratia artis» («ხელოვნება ხელოვნებისთვის»), მაყურებელმა 1916 წელს იხილა. ეს ლომი «The Silent Lion» (მდუმარე ლომი)-ს სახელით არის ცნობილი — იმ წლებში კინო ჯერ კიდევ მუნჯი იყო.

image

image1923 წელს კომპანიების Goldwyn Pictures და Metro Pictures Corp-ის გაერთიანება მოხდა და შეიქმნა Metro-Goldwyn Pictures Corporation და ერთი წლით, ცოცხალი ლომი მისი ქანდაკებით ჩაანაცვლეს. ეს ლომი ისტორიაში «The Lion Statue» სახელით შევიდა.


image


1924 წელს, როდესაც კომპანია Metro-Goldwyn-Mayer (Metro-Goldwyn Pictures Corporation გაერთიანდა Louis B. Mayer Productions) შეიქმნა და ხელმძღვანელობამ ისევ ცოცხალი ლომის ლოგოტიპი დააბრუნა. ასე შეიქმნა კომპანია MGM-ს პირველი და უკვე ოფიციალური ლოგოტიპი, რომელშიც ლომი სახელად სლეტსი «Slats the Lion» მონაწილეობდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Slats-ი რამდენიმე წლის მანძილზე, ქვეყნის მასშტაბით, გასტროლებზე დადიოდა, კომპანია MGM-ს სარეკლამო ტურეს ფარგლებში!

მოგზაურობის დროს, ლომი ორ სარკინიგზო ავარიას, მისისიპის შტატში მომხდარ წყალდიდობას, კალიფორნიის მიწისძვრას, ხანძარს და ავიაკატასტროფას გადაურჩა.
სლეტსი ეკრანზე 1928 წლამდე იყო, ხოლო კომპანიის, ყველასთვის ცნობილ ლოგოტიპზე, ლომი ლეოს გამოსახულება არის. მანამდე ორი სხვა ლომი: ჯეკი და ჯორჯი იყო. ლეო კომპანია MGM სახე 1958 წელს გახდა და დღემდე ის არის.

image

6. «ბიჭუნა, რომელსაც მშობლების საფლავებს შორის სძინავს»


image


ეს ფოტო დადგმულია, ხოლო ბიჭი – ფოტოგრაფის ნათესავი არის.


7. «თვითმფრინავი Air France 447 ფოტოსურათი, რომელმაც ავიაკატასტროფა ატლანტიკის ოკეანის თავზე 2009 წ. განიცადა»


image


სინამდვილეში, ეს არის კადრი, სერიალიდან «დაკარგულები».


8. «ცუნამი ინდოეთის ოკეანეში. 2004 წ.»


image


ამ ფოტოზე ჩილეს სანაპირო ხაზია, ფოტოშოპში გადიდებული ტალღებით.


9. «პეკინში განთიადს მხოლოდ ეკრანზე ხედავენ, რადგან ქალაქში საშინელი სმოგი არის»


image


მართალია, ეს ბანერი მართლაც პეკინში, ტიანანმენის მოედანზე არის. მაგრამ, ის კრეატიული რეკლამის ნაწილია და მთელი წლის მანძილზე მუშაობს.


10. «მამაკაცი I მსოფლიო ომში დაღუპული ადამიანების ნიღბებს აკეთებს»


image


მართალია, ეს მამაკაცი ნიღბებს მართლაც აკეთებდა, მაგრამ არა დაღუპულების, არამედ ცოცხლად დარჩენილების – ის მეუმრების ომში დასახიჩრებული სახეების ასლებს აკეთებდა, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ რა შედეგები მოაქვს ომს, მასში მონაწილე ადამიანებისთვის.

imageimageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* ნუ დაიჯერებთ ყველაფერს... 10 ცნობილი ფოტო, რომელიც ყალბი აღმოჩნდა

* XIX საუკუნის „ფოტოშოპი“

* 15 რეკლამა, რომლის ნახვა მეორედ მოგინდებათ

* რატომ არ უნდა დავუჯეროთ, ინტერნეტში გამოქვეყნებულ ექსტრემალურ სურათებს. არც ფოტოშოპი, არც სიმართლე

* «ყველაფერი, რაც ბზინავს, ოქრო არ არის» – როგორ იღებენ სარეკლამო ფოტოებს სინამდვილეში

* ფოტოშოპი ნულიდან. საბაზო კურსი (ელ. წიგნი)

image

0
208
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0