x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აი, რატომ უნდა ჩავალბოთ თხილეული, მოხმარების წინ!

ცოტამ თუ იცის, რომ მშრალი თხილეული ფერმენტების ინჰიბიტორებს [ქიმიური ნივთიერება, რომელიც თრგუნავს ორგანიზმში ფერმენტების აქტიურობას (რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას) სხვანაირად: ფერმენტის შხამი (ბიო. ლწქსიკონი)] შეიცავს, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, ანელებს საჭმლის მონელების პროცესს. «ძილის» მდგომარეობაში, ინჰიბიტორი თხილეულს გაზრდის საშუალებას არ აძლევს და უცვლელად ინახავს. მაგრამ, როგორც კი ის ნოტიო გარემოში მოხვდება, მაშინვე მოქმედებას იწყებს.


image

imageსწორედ წყალში მიმდინარეობს აქტივაციის უმნიშვნელოვანესი პროცესები, რომლის შემდეგ, ყველა სასარგებლო ნივთიერება «იღვიძებს» და აქტიურად ხდება მათი ათვისება ორგანიზმის მიერ.


თხილეულის სასარგებლო თვისებები და დოზები

image

ყველანაირი თხილეული ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის: აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, აჯნსაღებს გულს, გამოჰყავს სისხლძარღვებიდან ქოლესტერინი. მაგრამ, თხილეულის მოხმარების დროს, სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო: ყველა სასარგებლო პროდუქტი, დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, შეიძლება, შხამად იქცეს ორგანიზმისთვის. იდეალური დოზა ნებისმიერი თხილეულისთვის — დღეში მხოლოდ ერთი მუჭა არის.


თხილეულის ყველა სახეობა განსაკუთრებულია. ამიტომ, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ დროის რა ხანგრძლივობა არის საჭირო წყალში ჩასალბობად. ზოგიერთი სახეობისთვის 1 საათიც საკმარისია, ხოლო სხვებისთვის – 10 საათიც ცოტა არის.

დალბობის წესები, სახეობების მიხედვით, კი ასეთია:


ნიგოზი — 8 სთ.

ნუში — 12 სთ.


მაკადამია — 4 სთ.

ფიჭვის კაკალი — 8 სთ.

თხილი — 8 სთ.

აკაჟუ — 6 სთ.

არაქისი — 1–2 სთ.

თხილეული, მხოლოდ სასიამოვნო კი არა, სასარგებლოც რომ იყოს, აუცილებლად უნდა დაალბოთ!!!

imageimageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image* ეს ნამდვილი ბომბი არის! (ჯანმრთელობოს ელექსირი)

* 6 პროდუქტი, რომლის მეორედ გაცხელება არ შეიძლება

* ცხოვრება ხორცპროდუქტების გარეშე – ვეგანები, ვეგეტარიანელები და პესკეტარიანელები

* წარმოუდგენელი ფაქტები კაკაოს შესახებ! (+ «გეოლოგების» ანუ წამებში მომზადებული კაკაოს რეცეპტი)

0
344
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0