x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
როგორ გავიქროთ ნახეთქები ქუსლებზე ორიოდე დღეში?

imageდახეთქილი ქუსლები ქალების (და არა მარტო მათი) უმრავლესობის პრობლემაა. მას ხანგძლივი და სერიოზული უსიამოვნებები მოსდევს. გარდა დისკომფორტისა, რომელსაც დამსკდარი ქუსლები იწვევს, ჩნდება მჩხვლეტი ტკივილი, ქუსლების წვა, კანი უხეშდება და სქელდება. თავდაპირველად წვრილი ბზარები ჩნდება, შემდეგ კი მოჰყვება ღრმა ნაპრალები. ქუსლების დახეთქვას მექანიკური და ბიოქიმიური ფაქტორები იწვევს. მექანიკურის დროს აღსანიშნავია: ტრავმები, მჭიდრო ფეხსაცმელი, ხელოვნური ქსოვილის წინდა, ტერფის დეფორმაცია ან ბრტყელტერფიანობა. ბიოქიმიური ფაქტორების დროს აღსანიშნავია: ცილოვანი და ამინომჟავური ცვლის დარღვევა, ა და ე ვიტამინის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ჰორმონალური დარღვევები, ფსორიაზი, ეგზემა და ზოგიერთი დერმატოლოგიური დარღვევები.imageმათი მკურნალობა კი ხშირად არც ისე ადვილია. ჩვენ შემოგთავაზებთ სამ ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ უსწრაფესად, სულ რამდენიმე დღეში უმკურნალოთ ქუსლებს.

ხერხი 1 - ცხელი წყლით მკურნალობა:

თქვენ დაგჭირდებათ:

თბილი წყალი, 2 სადილის კოვზი ცხობისთვის გამოსაყენებელი სოდა, ფორებიანი ქვა(ე. წ. "პემზის ქვა"), 2 კოვზი სუფრის მარილი.

1. მცირე ზომის აბაზანაში ან ტაშტში ჩაასხით თბილი წყალი;

2. დაამატეთ სოდა და მარილი;

3. კარგად აურიეთ და ჩაილბეთ ფეხები 15 წუთის განმავლობაში;

4. 15 წუთის შემდეგ გაიშრეთ ფეხები და გაისუფთავეთ რბილი "პემზით", რათა მოგშორდეთ კანის მკვდარი უჯრედები.imageხერხი 2 - ამქერცლავი ("სკრაბი")

2 კოვზი კარაქი, შაქარი;

პატარა ჯამში ავურიოთ 2 სუფრის კოვზი კარაქი და 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი. თქვენი ამქერცლავი მალამოც მზადაა. ისვით ფეხებსა და ქუსლებზე ეს ნარევი ხუთი წუთის განმავლობაში. შემდგომ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით.imageხერხი 3 - დამატენიანებელი;

თქვენ დაგჭირდებათ:


სანთელი, კარაქი;

ჯამში ჩააგდეთ ორი სუფრის კოვზი კარაქი, დაუმატეთ სანთლის ნაჭერი(სასურველია თაფლის სანთელი) დაასხით ზემოდან ცოტა მდუღარე წყალი. სანთელი და კარაქი გადნება. გააცივეთ. თქვენი კრემიც მზადაა. წაისვით მთელს ტერფებზე და ჩაიცვით ბამბის წინდები. image


სარეცხის მანქანაში ჩაყრილი შავი პილპილი სასწაულებს ახდენს(რჩევები ხარისხიანი რეცხვისთვის)




საოცარი იდეები სახლისა და ეზოსთვის (მოეწყვეთ მოხერხებულად და გემოვნებით, შეუთანხმეთ უცხოური გამოცდილება ჩვენს ტრადიციულს)



15 კაბა, რომელიც თქვენს ქორწილს ყველას დაამახსოვრებს



რას არ ყიდულობენ მდიდრები (6 რჩევა, რომელიც ყველას გამოადგება)







0
1244
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1244