x
image
ნინო ბაისონაშვილი
სეკულარიზმის კრიზისი საქართველოში
საქართვველო კონსტიტუციის მიხედვით სეკულარული სახელმწიფოა. მთავრობა და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია და ისინი ერთმანეთის საქმიანობაში არ უნდა ერეოდნენ. სახელმწიფო არ უნდა ანიჭებდეს უპირატესობას რომელიმე რელიგიას, მითუმეტეს, არ უნდა უწევდეს ფინანსურ-მატერიალურ დახმარებას.

ზოგადად, სეკულარული სახელმწიფო ისეთი სახელმწიფოა, რომელიც, ერთი მხრივ, არ დევნის რელიგიურ საფუძველზე, იცავს ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანის უფლებებს, მეორე მხრივ კი - არავითარ პრივილეგიას არ ანიჭებს რომელიმე მათგანს, რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსურ თუ სხვა სახის სუბსიდიების და დახმარების აღმოჩენაზე.


საქართველოში კი აშკარად სეკულარიზმის მწვავე კრიზისია. პრიველ რიგში, იმიტომ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით, რელიგია და სამშობლო ერთი ცნებაა. მათ რომ დავესესხოთ, რელიგიის დაკარგავა სამშობლოს დაღუპვას ნიშნავს და რომ “კარგი“ ადამიანი მხოლოდ ეკლესიური ადამიანია: ის ესწრება წირვას, ლოცულობს, აბარებს აღსარებას, მარხულობს და ჰყავს სულიერი მოძღვარი. ასეთ ადამიანს ასევე პირდაპირ “ ევალება “ იყოს მტრულად განწყობილი სექსუალური უმცირესობების და ხშირად - სხვა კონფესიების მიმართ.

ჩვენი საზოგადოება ამ კუთხით იმდენად შორს წავიდა, რომ ანტიქრისტეს მოახლოებაზეც კი ალაპარაკდა. ალბათ, ბევრ თქვენგანს ახსოვს ეგრეთ წოდებული ჩიპიზაციის და მასთან ასოცირებული ლეგენდების ამბავი.



რასაკვირველია, ამ ჭრილში ძალიან რთულია სეკულარიზმის იდეის განმტკიცება, მით უმეტეს - სეკულარული სახელმწიფოს მშენებლობა. ბუნებრივია, ისმის კითხვა: რას აკეთებს მთავრობა ამისთვის? პასუხი დამაიამედებელი ნამდვილად ვერ იქნება: პრემიერი ამბობს, რომ სეკულარიზმი, თავისი პირველადი გაგებით, უადგილოა საქართველოში და ეკლესიამ უნდა გააგრძელოს სახელლმწიფოს მართვის პროცესში მონაწილეობა. პრეზიდენტი კი ხაზს უსვამს სასულიერო პირების როლს პოლიტიკაში და დაახლოებით იმავე იდეას აჟღერებს, რასაც პრემიერი.

არჩევნების წინ განსაკუთრებით პოპულარული ხდება წირვა - ლოცვებზე პოლიტიკოსების დასწრება და, რა თქმა უნდა, კამერების თანხლებით. პოლიტიკოსების მსგავსი აქტები აფერხებს არა მხოლოდ სეკულარიზმის განვითარებას საქართველოში, არამედ უკიდურესად აკნინებს სახელმწიფო ინსტიტუტებსაც.


image


სეკულარიზმის იდეის საჯაროდ დაკნინება, ფაქტობრივად კი, გმობა პრემიერის მიერ, გარკვეულწილად, ახალისებს ქვეყანაში ისედაც ღრმად ფესვგადგმულ რელიგიურ ფანატიზმს, წარმოაჩენს ქრისტიანობას, როგორც უზენაეს, სახელმწიფოსგან პრივილეგირებულ რელიგიას და დომინანტი რელიგიის წარმომადგენლებთან უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს რელიგიურ უმცირესობებს.


როდესაც ქართულ სეკულარიზმზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის საბოლოო სახით შემოღებაშიც უდიდესი როლი შეასრულეს სასულიერო პირებმა. კანონპროექტის განხილვას ესწრებოდნენ მოძღვრები, რომელებიც ყველა ღონეს ხმარობდნენ, რათა რაც შეიძლებოდა შეეკვეცათ და მიეახლოებინათ აღნიშნული კანონი ქრისტიანული რელიგიის ნორმებთან.


“განხილვის პროცესის მიმდინარეობისას ჩანდა, რომ ზოგიერთი დეპუტატისთვის სასულიერო პირთა პოზიციას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ თუ სინოდი მხარს არ დაუჭერდა კანონპროექტს, ის, როგორც მართლმადიდებელი, კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც აქტიურად გამოდიოდნენ კანონპროექტის წინააღმდეგ, მათ შორის ჯონდი ბაღათურია: „სავარაუდოდ, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მიიღებს პარლამენტი, იმიტომ, რომ სრულიად უკანონონოდ, კანონის დარღვევით, საქმეში ჩაერია ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ძალიან უხეში, აშკარა კანონის დარღვევა, რომელიც აიძულებს დეპუტატებს ამ კანონპროექტს ჩქარი წესით დაუჭირონ მხარი. რაც შეეხება რეაქციას ჩემი და ქართული საზოგადოების - არ შევარჩენთ. უკან დასახევი გზა არ გვაქვს. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. ხალხი გამოვა ქუჩაში. მოვუწოდებ ქართველებს, რუსებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს: ყველამ ერთად, ახლა ჩვენს შორის ეთნიკური განსხვავება გვერდზე უნდა გადავდოთ. ყველამ ერთად უნდა დავიცვათ საკუთარი ქვეყანა და საკუთარი ოჯახები.“- ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ ანგარიშში.


ის დეპუტატები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დისკრიმინაციის ფორმების შეზღუდვას, საბოლოოდ მაინც იძულებულები გახდნენ, წასულიყვნენ კომპრომისებზე:


“ 30 აპრილს მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული განცხადება გააკეთა პრემიერმა ღარიბაშვილმა: „საუბარია იმ უფლებებზე, რაზეც საუბარია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში. შესაბამისად, ამდენი საუბარი და ამხელა აჟიოტაჟი ჩემთვის პირადად ამოუხსნელი და გაუგებარია. ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის და ამავდროულად როგორც საქართველოს პრემიერმინისტრის, პოზიცია და მოსაზრება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კანონს მივიღებთ და მინდა კიდევ ერთხელ მოსახლეობას განვუმარტო, რომ ჩვენი მთავრობა და პირადად მე ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ჩვენ არასოდეს მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეროვნულ უსაფრთხოებას ან ტრადიციებს და ფასეულობებს.“
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ჩართულობა პროცესში და კომენტარები:„საკითხი დგას ასე: მივდივართ ევროპისკენ და ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანებს ჯოხით არ უნდა გამოვეკიდოთ თუ ვრჩებით რუსეთში, სადაც იმ ხალხის ქალაქიდან გაყრაა შესაძლებელი, ვინც არ მოგწონს და საერთოდ, შესაძლებელია, წახვიდე და ის ტერიტორია დაიპყრო, რომელიც მოგწონს. ამ კანონზე მსჯელობისას ჩვენ ამ სიბრტყეზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც ცივილიზებულ მსოფლიოშია მიღებული და არ უნდა დავრჩეთ არაცივილიზებულ მსოფლიოსთან."- წერია “საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს “ ანგარიშში.



ამ რამდენიმე მაგალითიდანაც ჩანს, რომ დღეს საქართველოში სეკულარიზმის პროცესი ჩიხშია და რელიგიის გავლენა არათუ სუსტდება, არამედ ძლიერდება. სასულიერო პირები არაბუნებრივად მაღალი დოზით ერევიან საერო საქმეებში მაშინ, როცა სეკულარისტები ამას კატეგორიულად გამორიცხავენ. სეკულარულ სახელმწიფოში ეკლესია და ხელისუფლება ავტონომიურნი არიან და ურთიერთშეუთანხმებლად, დამოუკიდებლად მართავენ თავიანთ საქმეებს, რასაც ჩვენს რეალობაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.


19
190
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
190
  
2017, 10 სექტემბერი, 0:51
თავენ სიტყვქ ებრაელი, გამოიყენეთ,როგორც კომპრომატი სააკაშვილის წინააღმდეგ. თქვენ მას მოიხსენიებთ არა პოლიტიკური კომპრომატებით,არამედ ეროვნებას მიაწერთ ,რომელიც მისი არაა და თან ამას დამამცირებელ კონტექსტში აკეთებთ. მე ვსაუბრობ სეკულარიზმზე,თქვენ მესაუბრებით იოანეს გამოცხადებაზე-კავშირს ვერ ვხედავ , რა კეტდება რის წინააღმდეგ :) ეკლესიამ მიხედოს ეკლესიას , მთავრობამ -სახელმწიფოს . ძნელია ძალიან ამის გაგება?
2017, 8 სექტემბერი, 23:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნინო ბაისონაშვილი-ის კომენტარზე
2017, 8 სექტემბერი, 18:30
დათიკო, ებრაელი კომპრომატრია ? ანტისემიტიც ბრძანდებით ? რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლა სად ნახეთ აქ ?
2017, 7 სექტემბერი, 12:14
მე არაფერი მაქვს სათქმელი ღმერთზე , მე მას ვერ ვხედავ , მე მხოლოდ იმაზე ვლაპარაკობ, რასაც ვხედავ
2017, 7 სექტემბერი, 12:12
აბრაამის "ღმერთი" = ტყიური ბარბაროსი.
2017, 7 სექტემბერი, 12:11
ერთადერთი რასაც ქადაგებს "ზეციური მამა" ესაა – არაადამიანური სისასტიკე და რეპრესიები.
2017, 7 სექტემბერი, 12:10
ყოველგვარი ბოროტება მოდის ზეციური ტირანისგან და ვინც ზიანს აყენებს სხვას ბიბლიური ელოჰიმის დამქაშია. მეამბოხე ანგელოზებს ნუ აბრალებ ადამიანთათვის ზიანის მიყენებას. სატანა ადამიანთა მეგობარია, ხოლო როტშილდები და ვარბურგები და ეგეთები ყველანი აბრაამის ბოროტი დემიურგის მსახურები იყვნენ. ყოველგვარი ტანჯვა წამება დაკავშირებულია ზეცაში მყოფ ეგომანიაკთან. წაიკითხე ლეო ტაქსილის, რიჩარდ დოკინსის და ელენა ბლავატსკაიას წიგნები. აბრაამის "ღმერთს" ეზიზღება ყველა და ყველაფერი. ბიბლია წაიკითხე (ბიბლია = გენოციდების ისტორიები. წაიკითხე მეორე რჯულის 13 თავი და რიცხვნის 31 თავი, აგრეთვე მსაჯულთა წიგნის მეცხრამეტე თავი.
2017, 7 სექტემბერი, 11:42
გაგიგიათ? ბაბუინი ჰომო საპიენსს მორალს "ასწავლის"!?
ჩაგეთვალა :)))) შენ რომ იტყვი ხოლმე , ისეთი ტყუილია :)
2017, 7 სექტემბერი, 10:43
არაპოპულარული, მაგრამ მართალი . აქ ყველაფერი მართალი ასეთია
2017, 7 სექტემბერი, 10:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ნინო ბაისონაშვილი-ის კომენტარზე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10