x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ქალაქ ფოთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო სკოლა და განათლება, როგორც მომავლის ინვესტიცია

image

რამდენად მნიშვნელოვანია განათლება თქვენი ბავშვებისთვის? დღეს ადამიანები იმდენად არიან ჩართულნი საზოგადოებრივი ცხოვრების დინამიურ რიტმში, რომ მშობელს ნაკლები დრო რჩება შვილების სწავლაში ჩართულობისთვის, ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ცდილობენ მოძებნონ სკოლა, სადაც მისი შვილი მიიღებს საუკეთესო ხარისხის განათლებას, ისწავლის მზრუნველ და კომფორტულ გარემოში, დაკავდება სხვადასხვა აქტივობებით: სპორტით, ხელოვნებით, ცეკვით და რაც მთავარია, მოემზადება უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის.

ილია ჭავჭავაძე ამბობდა:"მოგვეცით მართალი სკოლა, ქართველის სულისა და გულის ამამაღლებელი, გონების გამხსნელი! "- სწორედ ასეთი მართალი სკოლა აღმოვაჩინეთ ქალაქ ფოთში - წმინდა ნიკოლოზის სახელობის ზოგად საგანმანათლებლო სკოლა, რომელიც არის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს განათლების კერა.

სკოლაში შესვლისთანავე იგრძნობა, რომ "ცოდნის სახლში" შეაბიჯებ, თითოეული წარწერა, რომელიც სკოლის ფოიეში ხვდება არა მარტო მშობელს, მოსწავლეს თუ უბრალოდ სტუმარს შთააგონებს თუ რამდენად ძლიერი იარაღი შეიძლება იყოს ცოდნა ამ სამყაროში. ილია ჭავჭავაძე ყოველთვის იბრძოდა ქართველი ერის ცნობიერების ამაღლებისთვის, საგანმანათლებლო კერების განვითარებისთვის სწორედ ამ საოცარი ქართველის საქმეს აგრძელებენ ამ სკოლაში.

თამამად შეიძლევა ითქვას, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა, დიახ საუკეთესო და მადლობელი უნდა იყოს თითოეული ქართველი და ფოთელი, როდესაც ამ სკოლას შეხედავს, უნდა ამაყობდეს მშობელი, რომ მისი შვილი სწორედ აქ იღებს განათლებას, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ განათლებასთან.

მადლობა უნდა უთხრათ თითოეულ მასწავლებელს, მოსწავლეს, სკოლის დირექტორს და რა თქმა უნდა, ფოთისა და ხობის ეპარქის მეუფეს გრიგოლს, რომელმაც ფოთი გადააქცია "ახალ ათენად და ახალ იერუსალიმად", ცოდნისა და რწმენის ახალ სათავედ, აი, რა გადაგვარჩენს ჩვენ!

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ხახიაშვილი
ირინა ხახიაშვილი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0