x
გერმანელი მხატვარი არნო რინკი გარდაიცვალა
ლაიპციგში გერმანელი მხატვარი არნო რინკი გარდაიცვალა. ამის შესახებ ოთხშაბათს, 6 სექტემბერს, Monopol-მა გაავრცელა ინფორმაცია.


ფერმწერს სამი კვირის შემდეგ 77 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვალების მიზეზი ონკოლოგიური დაავადება გახდა.


მისი მოსწავლის, ნეო რაუხის თქმით, რინკმა "მშვიდად დაიძინა". მხატვრის ქვრივმა ქრისტინა რინკმა მოჰყვა, რომ მისი ქმარი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ატელიეში მუშაობდა, "რამდენადაც ამის საშუალებას ძალა აძლევდა".


მხატვარს ლაიპციგის სამხრეთ სასაფლაოზე დაასაფლავებენ. არნო რინკი ფერწერაში "ახალი ლაიპციგური სკოლის" ფუძემდებელია. მიმართულებას, რომლისთვისაც ნიშანდობლივია ფიგურულობა და მუქი ტონები, მიეკუთვნება რაუხიც.



სიცოცხლის უკანასნელ კვირებში, რინკი თავისი 1978 წლის ნამუშევრის "იტალიური შეხვედრის " ახალ ვარიანტზე მუშაობდა. ტილო დაუსრულებელი დარჩა.image

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:მონკადა83
მონკადა83
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0