x
მეტი
  • 23.09.2017
  • სტატია:69528
  • ვიდეო:322104
  • სურათი:423104
რა არის QNET და რა პრინციპებით მოქმედებს იგი?

ფიქრობთ დარეგისტრირდეთ თუ არა QNET-ში? რამდენიმე ფაქტს და რჩევას მოგიყვანთ და თავად განსაჯეთ.
კომპანია QNET თითქმის 19 წელია არსებობს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეაღწია, განსაკუთრებით აზიურ ქვეყნებში. მოკლედ, კომპანიის ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ, ბევრს არც იმაზე ვისაუბრებ პირამიდაა თუ არა, რადგან ამ თემაზე მრავალი სტასტია დაიწერა უკვე. უბრალოდ ამ თემას მოკლედ შევაჯამებ: თქვენმა მომწვემებმა რაღაც ხერხებითა და გამოთვლებით შეიძლება დაგიმტკიცონ, რომ ეს არაა პირამიდა და კი ბატონო, კომპანია დაპირებულ თანხას რეალურად რიცხავს მოყვანილ ადამიანებზე, მაგრამ, სწორედ აქაა ერთი დიდი მაგრამ - საქმე ისაა, რომ აქ არავინ გამოგყვებათ! შესაძლოა ერთი ან ორი უახლოესი ადამიანი გამოგყვეთ, მაგრამ ეს პროცესი მარავლი მცდელობის მერე წყდება და რჩება ძალიან სოლიდური ვალები.image

რა პრინციპით მოქმედებს კომპანია? მეგობრებო, ეს არის სუფთად ჩაყოლა-ჩათრევის პრინიციპი, რომელიც ასე მარტივად მართავს ჩვენს ქმედებებს. პირველი ის, რომ ახლობელს უარვს ვერ ეუბნები "გვერდში დგომაზე" და მეორე, როცა გარწმუნებენ, რომ შენი გადაწყვეტილება დარეგისტრირებაზე იდალური იყო, ხოლო თურმე დანარჩენები ვინ QNET-ზე ცუდს ამბობენ ვერ ხვდებიან, რა მაგარ შანსს გაურბიან. ყოველდღე ოფისში სავალდებულო ყოფნა კი თავისას შვრება, გვარწმუნებს ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში (კოგნიტური დისონანსის პრინციპით) და ვიწყებთ გაუთავებელ ზარებს და მოწვევებს ახლობლებთან. და აი, რა გელოდებათ, მეგობრებო, დარეგისტრირების შემთხვევაში: უამრავი უპასუხო ზარი, კამათი ახლობლებთან, გარიყვა საზოგადოებისგან, ნერვიულობა, ძალიან ბევრი დაკარგული დრო და კიდევ უფრო მეტი დაკარგული ფული, რომლის გადასახდელადაც უზომოდ დიდი დრო და ენერგია უნდა დახარჯოთ წამოსვლის შემდეგ . ამ ყველაფერს, სამწუხაროდ, ბევრი ძალიან გვიან ხვდება, მათ შორის მეც გვიან მივხვდი და ძალიან ვნანობ ამ ნაბიჯს.

თქვენი QNET-ში მომწვევები და მათი ზემდგომები მრავალ არგუმენტს გეტყვიან და შეიძლება ახლაც თქვენთან ერთად კითხულობენ ამ სტატიას.(თავის დროზე ჩემთან მასე იყო) არგუმენტები ასეთია: აი, ის ვიღაც, ვინც კომპანიის ნომრიანი მანქანით დადის გამდიდრდა და შენ რით ხარ მასზე ნაკლბი? (აქვე მთელი სამოტივაციო სამუშაოები მიდის) მთელი ცხოვრება კაპიკებზე უნდა იმუშავო? და მსგავს არაერთ ფრაზას გაიგონებთ იქ. ჩემო კარგებო, ათასში ერთი არიან ისეთები ვინც ფული იშოვა, ხოლო ისინი ვინც ეს ფული დაკარგა (მათი თქმით დანებდა) მილიონობით არიან და სირცხვილის თუ სხვა მიზეზების გამო არ ჩანან. გარდა ამისა, ვთქვათ გაგიმართლათ და იმ ათასში ერთი აღმოჩნდით, წარმოგიდგენიათ რის ხარჯზე უნდა გამდიდრდეთ? დანარჩენი ადამიანების სიმწრით გადახდილი ვალებისა და შერყებული ფსიქიკის ხარჯზე- ღირს კი ეს ამად?! თუ მაინც არ გჯერათ ჩემი, დასვით უამრავი კითხვა, რატომ არ იციან მეზობლებმა ოფისის შესახებ, ოფისში მყოფი ადამიანების საქმეებში რატომ არ გახედებენ?- იმიტომ ხომ არა, რომ ძალიან ბევრს დიდი ხანია არაფერი გამოსდის. დამიჯერეთ, ეს ყველაფერი ძალიან ფასადური და მოჩვენებითია. და ბოლოს, მე ყოფილი QNET-ელი ვარ(ჩემს ოჯახის წევრეებთან ერთად), როგორც ის 30 000 ადამიანი საქართველოში, რომელიც დღემდე ჩუმად იხდის ვალებს.

2
114
4-ს მოსწონს
ავტორი:ფენიქსი ჰოგვორციდან
ფენიქსი ჰოგვორციდან
114
  
7 სექტემბერი, 14:37
კარგად ვიცნობ ამ "ორგანიზაციის" ქართული ფილიალის ერთერთ მესვეურს და ვხედავ და და როგორაა, დადის ძვირადღირებული ჯიპით და ხშირად უწევს საცხოვრებლის გამოცვლა გასაგები მიზეზების გამო.
საინტერესოა რატომ არ ინტერესდება ამ ორგანიზაციით შესაბამისი უწყებები?
7 სექტემბერი, 14:34
სრულად ვეთანხმები ავტორს, ესაა თაღლითური "პირამიდა", მდიდრდება "პირამიდის წვერზე" მყოფი ჯგუფი და ვალებში ვარდება "პირამიდის" საძირკველთან მდგარი ადამიანები.
0 1 2