x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ახალგაზრდა დედამ თავი მოიკლა გაცნობის საიტზე მისი ყალბი გვერდის აღმოჩენის გამო
imageშოტლანდიელმა ახალგაზდა ქალმა ქალაქ კამბუსბარონიდან, 23 წლის ლიენ მორისონმა(Leanne Morrison) თავის ყალბი გვერდი აღმოაჩინა Tinder-ის გაცნობის საიტზე.

image

უცნობი ადამიანები მას დასცინოდნენ, ამცირებდნენ და მის მონაცემებს მამაკაცებს აძლევდნენ, გოგონამ ვერ გაუძლო დამცირებას და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.ლიენს 4 წლის ბიჭუნა მეისონი დარჩა.


29 აგვისტოს ღამით ლიენმა მეგობრების წრეში საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა, ამ დღის შემდეგ იგი ცოცხალი აღარავის უნახავს.


image

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლიენმა შემდეგი შინაარსის პოსტი დადო "ფეისბუქზე":


"მინდა განვმარტო რაღაცეები:ვერავინ მოაღწევს ჩემამდე თავის საცოდავი, საზიზღარი ტყუილებით.რაც გინდათ ილაპარაკეთ და იფიქრეთ ჩემზე, ეს მე არ მაღელვებს."


სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ლიენმა უფრო ოპტიმისტური პოსტი დადო:"ხანდახან რაღაცაც ვაფუჭებთ, თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ კეთილი ხალხი არ იკარგება, როდესაც შეცდომებს ვუშვებთ."

image

პოლიციამ დაადგინა, რომ გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი სოციალურ ქსელში მუდმივი დამცირება და შეურაცხყოფა გახდა.პოლიციამ დაადგინა უკვე ეჭვმიტანილი, რომელიც ლიენ მორისონის ყალბ ექაუნთს იყენებდა გაცნობის საიტზე.


როგორც ლიენის ახლობელები აცხადებენ, ბოლო დროს გოგონას ცხოვრებაში რიგი უსიამოვნო შემთხვევები ჰქონდა, ფსიქოლოგთანაც კი დადიოდა, ამასთანვე დაშორდა მეგობარ მამაკაცსაც, თუმცა საქმე თუ თვითმკვლელობამდე მივიდოდა, არ ეგონათ.

0
330
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0