x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სილამაზის სახელით: რა დავუმატოთ წყალს სასარგებლო რომ გახდეს?
მხოლოდ მოსახლეობის 23% სვამს სითხის დღიურ რეკომენდირებულ ნორმას. ჩვენ შეგვიძლია სითხის მიღება სიამოვნებად და გარეგნობისა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოდ ვაქციოთ.


image


დიეტოლოგებმა ნატურალური და ჯანსაღი სასმელი შეიმუშავეს, რომლის დალევა სასიამოვნოც იქნება და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოც: აუმჯობესებს კანისა და თმის მდგობარეობას, გამოყავს ტოქსინები, გვმატებს ენერგიას.


მოსამზადებლად მხოლოდ სამი ინგრედიენტია საჭირო – წყალი, ხილი და ბალახები.



წყალი: ნებისმიერი რეცეპტის საფუძველი, შეიძლება მინერალურიც. მას შეგვიძლია დავუმატოთ რამდენიმე კოვზი ვარდის წყალი გემოვნებისთვის ან ალოეს წვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაწმენდად.


ხილი: ყველაზე ხშირად ვიყენებთ კლასიკას–ლიმონს. ლიმონი გამოყენებამდე კარგია ოთახის ტემპერატურაზე გათბეს.


ბალახები: პიტნა, კოჭა, როზმარინი ... მათი ან სხვა ბალახების გამოყენება არამარტო სასიამოვნო გემოს აძლევს სასმელს, არამედ სასარგებლოცაა ჯანმრთელობისათვის.


გარეცხეთ ხილი, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და ბალახებთან ერთად მოათავსეთ მინის ჭურჭელში (უკეთესია თუ თავსახური ჰერმეტულად ეხურება).

დაუმატეთ წყალი, დაახურეთ და ორიდან თორმეტ საათამდე მაცივარში შედგით. შემდეგ გადაწურეთ.


ნივთიერაბათა ცვლის გასაუმჯობესებლად და სხეულის გამოსაცოცხლებლად


image


ინგრედიენტები: მინერალური წყალი, ლიმონის ნაჭერი, გრეიფუტის ნაჭერი, ვაშლის 5 ნაჭერი და ნიახურის ღეროს ნახევარი (ან კივის ნახევარი)


ეს სამელი აჩქარებს მეტაბოლიზმს, ებრძვის უჯრედების დაჟანგვას. ხილი მის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ღამის აპატიის შემდეგ მიძინებული საჭმლის მომნელებელი სისტემის ამუშავებას. მიღების იდეალური დროა დილით უზმოზე.



კანისათვის


image



ინგრედიენტები: მინერალური წყალი, 4 ნაჭერი ნესვი, ნახევარი გარგარი და მწვანე ჩაის პაკეტი.


მწვანე ჩაი ბუნებრივ ბზინვარებას აძლევს კანს და ძლიერი ანტიოქსიდანტია. ეს ნაყენი მშვენიერი დამატებაა საუზმეზე.


ტანწერწეტობისათვის


image


ინგრედიენტები: მინერალური წყალი, სამი ვაშლი, მარწყვი.


სადილზე გაძღომის შემდეგ ამ სასმელის მიღება თავს მსუბუქად გვაგრძნობინებს, გვეხსნება სიმძიმის შეგრძნება, თანაც ტოქსინებისგან გვიცავს.


ენერგიის აღსადგენად სპორტსმენებისათვის და არა მარტო


image

ინგრედიენტები: ქოქოსის წყალი და ორი ნაჭერი ანანასი.


ამ უბრალო დუეტს საოცრად შეუძლია აღადგინოს ენერგია. რაც იდეალურია მძიმე ვარჯიშების შემდეგ. იმ მზა სამელების ნატურალური შემცვლელია, რომლებსაც სპორტსმენები ღებულობენ.

100% – იანი ენერგიის წყაროა, მდიდარი საკვები ნივთიერებებით, კანს კარგად ატენიანებს. ამასთან უგემრიელესია!

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0