x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინდოელმა 27 წელი მოანდომა წყალსაცავის შექმნას თანასოფლელებისათვის, რისი წყალობითაც მთელმა ინდოეთმა გაიცნო

image ინდოეთში ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 42 წლის მამაკაცი შიამლალ რაჯვადე (Shyamlal Rajwade) გახდა თანასოფლელების ნამდვილი მხსნელი და მისაბაძი პიროვნება არა მხოლოდ თანასოფლელებისათვის, არამედ მთელ ინდოეთისათვის. სოფელში მხოლოდ ორი ჭა იყო, რის გამოც სოფელი მუდმივად წყლის ნაკლებობას განიცდიდა და ჭებთანაც მუდმივად გრძელი რიგები იდგა.
ხელისუფლება როგორც იტყვიან "თვალს ხუჭავდა" სოფელში არსებულ წყლის პრობლემაზე და შიამლალმა გადაწყვიტა წყალსაცავის გაკეთებაში დახმარება ადგილობრივი ხელისუფლებისათვის ეთხოვნა, თუმცა მისი თხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული ერთადერთი მიზეზით–ადგილობრივ ბიუჯეტში საამისოდ საჭირო თანხა არ იყო. შიამლალმა მაშინ უკვე დახმარებისათვის თანასოფლელებს მიმართა, მაგრამ ისევ უარი მიიღო, ტექნიკის დახმარების გარეშე წყალსაცავს ვერ გავაკეთებთ და აზრი არა აქვს ამ იდეის განხორციელების დაწყებასო! შიამლალმაც გადაწყვიტა დამოუკიდებლად გაეკეთებინა წყალსაცავი სოფლისათვის.
შიამლალი 15 წლის იყო, როცა დამოუკიდებლად შეუდგა წყალსაცავისათვის საჭირო მიწის ამოთხრას, მან მთელი 27 წელი მოანდომა წყალსაცავისათვის საჭირო რაოდენობის მიწის ამოღებას. ბავშვობაში დაწყებული საქმე 27 წლის დაუღალავი შრომის წყალობით რეალობად აქცია და გააკეთა წყალსაცევი 4000 კვადრატული მეტრი მოცულობით და 4, 5 მეტრი სიღრმით.
ახლა სოფელს წყლის პრობლემა არა აქვს და წყალსაცავის შექმნის გამო ძალიან ემადლიერებიან შიამლალს, ხელისუფლებამ კი სოფლის "მხსნელი" ფულადი პრემიით დააჯილდოვა უანგაროდ გაწეული უზარმაზარი სამუშაოს შესრულებისათვის.
image

0
279
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0