x
natia.a
რატომ დაინტერესდა თამარ მეფით მსოფლიოში ცნობილი ინტერნეტ-ჟურნალი და ჰილარი კლინტონი

image


ცნობილმა ისტორიულმა სატელევიზიო არხმა და ინტერნეტ-ჟურნალმა "History"-მ დაასახელა მსოფლიო ისტორიაში
სამეფო წარმოშობის 6 ქალბატონი, რომლებიც ქმრებმა შეურაცხჰყვეს, მაგრამ საბოლოოდ ქმრებზე გაიმარჯვება მოიპოვეს.


აღნიშნულ ქალბატონებს შორის აღმოჩნდა თამარ მეფეც. სრული ჩამონათვალი კი შემდეგნაირად გამოიყურება:


1. ეკატერინე დიდი (რუსეთი)
2. დედოფალი იზაბელა (საფრანგეთი)
3. ანა კლეველი (ინგლისი)
4. თამარა ქართველი (საქართველო)
5. კაროლინა ბრაუნშვეიგი (ინგლისი)
6. პრინცესა დიანა (ინგლისი)


აი, რას წერს ცნობილი ჟურნალი თამარ მეფის შესახებ:


თამარა ქართველი - მართავდა საქართველოს 29 წლის განმავლობაში

image

თამარა (ასევე ცნობილი, როგორც თამარი) საქართველოს მეფის, გიორგის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მამამ "თავისი თვალისჩინი" 1178 წელს თანამოსაყდრედ გამოაცხადა და თამართან ერთად მართავდა სამეფოს. 1184 წელს კი, მშობლის გარდაცვალების შემდეგ ქალი საქართველოს მეფე გახდა და მას შემდეგ თამარ მეფედ მოისხენიება.

1187 წელს, ძლევამოსილი მამიდის დაჟინებული მოთხოვნით, თამარი კიევის უფლისწულ გიორგი (იური) ბოგოლუბსკიზე დაქორწინდა. ქორწინება კრახით დასრულდა. გიორგი გამოუსწორებელი ლოთი, ფიცხი ხასიათისა და მავნე ჩვევების მქონე ადამიანი აღმოჩნდა. მას შედეგ, რაც ქმარმა სახალხოდ უსაყვედურა თამარს, რომ არ ორსულდებოდა, 1188 წელს მეფემ მასთან განქორწინება გადაწყვიტა და ყოფილი ქმარი დიდსულოვნად გაგზავნა მდიდრულ გადასახლებაში. მალე თამარი ხელახლა გათხოვდა და ორი სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გაუჩნდა.

მაგრამ გიორგი მოსვენებას არ აძლევდა ყოფილ ცოლს. დაუძლეველი სურვილი ჰქონდა გაენადგურებინა ქალი, რომელმაც ასე შეარცხვინა. ამიტომ შეკრიბა მეამბოხეთა არმია თამარის წინააღმდეგ, თუმცა დამარცხება იგემა და კიდევ ერთხელ იქნა ქვეყნიდან გაძევებული. 1200 წელს გიორგიმ თურქეთის არმიასთან ერთად ისევ შეუტია საქართველოს, მაგრამ ისევ დაამარცხა თამარმა და ამჯერად საბოლოოდ გააძევა საქართველოდან. ამის შემდეგ გიორგის კვალი ისტორიიდან იკარგება, თამარი კი დღემდე ითვლება ერთ-ერთ უდიდეს ქართველ მმართველად. იგი 1213 წელს გარდაიცვალა. მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ მეფე თამარი წმინდანად იქნა შერაცხული.

თამარი დღესაც ბევრი პოლიტიკოსი ქალის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. ქართველი მეფის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი თაყვანისმცემელია თავად ჰილარი კლინტონი.


"6 Spurned Royal Women Who Triumphed Over Their Husbands", BY HADLEY MEARES // AUGUST 30, 2017


ასევე დაგაინტერესებთ:


1. მაიაკოვსკის საიდუმლო და ყველაზე შთამბეჭდავი სასიყვარულო ისტორია, რომელიც პარიზში ლეგენდად იქცა

image


2. რა გააკეთა გერმანელმა ტყვემ დახვრეტის წინ- ამბავი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

image


3. იცით რატომ ატარებდა პრინცესა დიანა ორ საათს ერთ ხელზე? - საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ახლა გაირკვა

image


4. შეცდომა სსრკ-ს გერბზე, რომელიც 14 წლის მანძილზე ვერავინ შენიშნა! -დაუჯერებელია!

image


5. XX საუკუნის ყველაზე დიდი ანექსიები - გვახსოვდეს ისტორია!

image


6. უცნობი ისტორია სტალინზე, პეპელაზე და ტანკზე...

image


7. 5 მეძავი ქალი, რომლებმაც ისტორია შეცვალეს

image

0
1984
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
1984
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0