x
მეტი
  • 23.09.2017
  • სტატია:69514
  • ვიდეო:322098
  • სურათი:423081
რა არის სინამდვილეში ანარქიზმი?

თავდაპირველად უნდა დავიწყოთ იმით, რომ "ანარქია" ესაა ძველი ბერძნული ტერმინი და ნიშნავს არა "არეულობას და ნგრევას", როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია, არამედ უმთავრობობას ანუ მმართველი კლასის არ არსებობას.

ანარქიზმი ჩაისახა ძველ საბერძნეთში, სადაც მას მიმდევრები ჰყავდა.

ანარქია იშიფრება ასე: "ან" და "იერარქია", იერარქია ესაა სუბორდინაცია ანუ სისტემა სადაც ერთი ადამიანი მეორეზე მაღლა დგას სოციო–პოლიტიკური და ეკონომიკური სტატუსით და ბატონობს მასზე დაბლა მდგომ ადამიანზე. ესაა ძალადობრივი იძულება. ანარქია სიტყვასიტყვით თარგმანში ნიშნავს იერარქიული სუბორდინაციის და ძალადობრივი იძულების მონათმფლობელური პრინციპის უარყოფას.

სახელმწიფო ანარქისტული იდეოლოგიის თანახმად არის რეპრესიული სისტემა, რომელიც ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას და სურს ადამიანთა დამონება. ამისათვის ის იყენებს 4 ინსტრუმენტს: 1) პოლიტიკას 2) რელიგიას 3) კაპიტალიზმს და 4) მილიტარიზმს.

ანარქიზმის ახალი სულისჩამდგმელნი იყვნენ: ინგლისელი უილიამ გოდვინი, რომელიც იყო პროტესტანტი მღვდელი და გახდა ათეისტი ანარქისტი, მან დაწერა წიგნი "კალებ უილიამსი", სადაც გადმოსცა ანარქისტული იდეების რაობა და ფრანგი ჟოზეფ პიერ პრუდონი.

ანარქიზმის ლოზუნგია: "ძირს მეფე! ძირს მღვდელი! ძირს ბატონი!".

ანარქიზმი დაფუძნებულია შემდეგ პრინციპებზე:

#1 ძალაუფლების ანუ სხვებზე ბატონობის იდეის უარყოფა.

#2 ძმობა, დობა და თანასწორობა.

#3 თავისუფლება.

#4 თავისუფალი სოციალური და პროფესიული გაერთიანებები ანუ ნებაყოფლობითი ასოციაცია სახელმწიფოს მაგივრად.

ანარქიზმი ებრძვის პოლიტიკურ მერკანტილიზმსა და მარგინალიზმს.

ანარქიზმი ებრძვის რელიგიურ ფანატიზმს.

ანარქიზმი ებრძვის კაპიტალისტურ უსამართლობას.

ანარქიზმი ებრძვის ტირანიის ნებისმიერ ფორმას.

ანარქიზმი ებრძვის მილიტარიზმს.

ანარქისტული სწავლება ამტკიცებს, რომ პოლიტიკა, რელიგია, კაპიტალიზმი და მილიტარიზმი, ესენია ვირუსები, რომლებიც იმონებენ და სპობენ ადამიანს, როგორც თავისუფალ ინდივიდს.

ანარქიზმი უპირისპირდება იძულების ნებისმიერ ფორმას.

არსებობს ანარქიზმის მრავალი ფორმა:

1) მაქს შტირნერის ანარქო–ეგოიზმი, რომლის მიხედვითაც ანარქიზმი, ესაა გონიერი ეგოისტებისა და ჰედონისტების სოციალური გაერთიანება დაფუძნებული ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზე.

2) ემა გოლდმანის, ლუსი პარსონსისა და ვოლტარინა დე კლერის ანარქო–ფემინიზმი, რომლის მთავარი მიზანია ქალების განთავისუფლება პატრიარქატისგან.

3) მიხაილ ბაკუნინისა და პეტრე კროპოტკინის ანარქო–კომუნიზმი, რომლის თანახმადაც უნდა შეიქმნას თავისუფალი ათეისტების მსოფლიო კომუნა.

4) ალან კარტერის, პერლმანისა და სტიუარტ დევიდსონის ეკო–ანარქიზმი, რომლის მთავარი მიზანია ეკოსისტემის გადარჩენა.

5) ლგბტ ანუ "ქვიარ–ანარქიზმი", რომლის მთავარი მიზანია ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა.

6) მიურეი როტბარდისა და ლიზანდრ სპუნერის ანარქო–კაპიტალიზმი, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას ანარქისტული ზომიერი კაპიტალიზმი, ყველას უნდა ჰქონდეს ერთნაერი და მაღალი შემოსავალი, საბანკო სისტემა უნდა გაუქმდეს რაღაც დონეზე და სისტემა გაიწმინდოს კორუფციისგან.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

imageimageimageimageანარქიზმი იბრძვის რეპრესიული მორალის წინააღმდეგ. ანარქიზმი უარყოფს მორჩილებას როგორც იდეას. ანარქიზმის მიზანია გაანთავისუფლოს ადამიანი მთავრობისა და ეკლესიის მონობისგან და დაუბრუნოს მას ბუნებითი პიროვნული თავისუფლება. ეკლესიას და მთავრობას არ აქვს უფლება აიძულოს რამე ადამიანს ან ჩაერიოს მის პირად ცხოვრებაში. ესაა ანარქიზმის რეალური მიზანი. ანარქიზმი = სოციო–ეკონომიკური თანასწორობა.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0