x
ინკლუზია და თანამედროვე საზოგადოების როლი

image



ფსიქოლოგიას დროთა განმავლობაში უამრავი განხრა ჩამოუყალიბდა
და ერთ-ერთი მათგანია ინკლუზიური განათლება. საინტერესოა ის ფაქტიც, თუ როგორ განვითარდა
და დღესდღეობით რა ბერკეტებია საჭირო ინკლუზიურ-პროფესიულ განათლებაში, რათა სრული
ინტეგრაცია მოხდეს შ.შ.მ. და ს.ს.ს.მ პირებისა
გარემოსთან. საქართველოში არც ისე მცირეა ამ კატეგორიის ბავშვების რაოდენობა. ზოგიერთი
მათგანი ოჯახში იზრდება, ზოგიც-სპეციალურ თავშესაფარში. პირველნი-მშობლების მზრუნველობით
არიან გარემოსილნი, მეორენი- სახელმწიფოსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ყურადღებით,
მაგრამ ადამიანთა კოლექტივთან მათი ინტეგრირების საკითხი დღესდღეობით მაიც ძალზე მტკივნეულია.


ინკლუზია
იძლევა შესაძლებლობას რომ შ.შ.მ და ს.ს.ს.მ პირებმა ისწავლონ სკოლაში ტიპიური განვითარების
ბავშვებთან ერთად. ამის მისაღწევად სახელმწიფომ არაერათი რეფორმა გაატარა, რომლიც მორგებულია
შ.შ.მ და ს.ს.ს.მ პირებისთვის, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა მოარგო
საგამოცდო სისტემა უსინათლო და ყრუ-მუნჯ პირთათვისაც. ინკლუზიურ საზოგადოებაში მიუღებელია
ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია.


შ.შ.მ. და ს.ს.ს-მ პირებს შეუძლიათ განათლების
მიღება. განათლების და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული პროფესიული განათლების
განვითარებაში. დღესდღეობით არსებობს არაერთი პროფესიული დაწესებულება, როგორც თბილისსში,
ასევე რეგიონებში. შ.შ.მ და ს.ს.ს პირებს კი შეუძლიათ წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა
და გაზაფხულზე, ჩააბარონ სასურველ პროფესიულ სასწავლებელში მათთვის სასურველ პროფესიაზე.
პროფესიათა არჩევანი მრავალფეროვანია, დაწყებული მზარეულობით, დამთავრებული მეფილე-მოპირკეთებელის
პოფესიით.


პრობლემის
მსაგვარებლად საზოგადოებისა და სახელმწიფოს თანაბარი ძალისხმევაა საჭირო.


შ.შ.მ
და ს.ს.ს. მ ბავშვები საზოგადოების ღვიძლი შვილები არიან. ადამიანთა კოლექტივთან მათი
ინტეგრირება ძალდაუტანებად უნდა მოხდეს. მათ მიმართ განსაკუთრებული სითბოს, გულისხმიერების, ნივთიერი
თუ სულიერი თანადგომის გამოვლენა თუმცა თუმცა არა საკმარისია, მაგრამ მანც მნიშვნელოვანი
პირობაა იმისა, რომ საზოგადოებისათვის ზედმეტ ადამიანებად არ იგრძნონ თავი და ისინი
უნდა განიმსწვალონ იმ აზრით, რომ ძალუძთ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება, რომ ისინი
უყვართ, სტკივათ მათი სატკივარი და ყველაზე მთავარი, საზოგადოების სრულფასოვან წევრებად
ითვლებიან.










0
14
2-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ სიბაშვილი
თინათინ სიბაშვილი
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0