x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ე.წ ციანიდის საქმეზე განაჩენი ცოტახნის წინ გახდა ცნობილი. ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ გულიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსამართლემ წარდგენილი-სსკ-ის 18-108 მუხლი 19-108 მუხლით გადააკვალიფიცირა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაედო ბრალი. ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2-წლიანი პატიმრობა იარაღის ნაწილშიც მიესაჯა.

განაჩენის გამოცხადება თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დასწრებია.


დეკანოზი 8 თვეა, რაც პატიმრობაშია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. image

0
31
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოჩოლა
ბოჩოლა
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0