x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მესმერიზმი-არავერბალური ქმედების ძალა

image

მესმერიზმი-ცნობილი, როგორც ცხოველური მაგნეტიზმი, გულისხმობს შთაგონების საშუალებით სხვადასხვა დაავადებების მკურნალობას. ესაა ანტიმეცნიერული სამედიცინო სისტემა, რომლის მიხედვითაც პლანეტები მოქმედებენ ადამიანზე განსაკუთრებული მაგნიტური ძალით, რაც კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ყველა დაავადების მიმდინარეობაზე; მაგნეტიზიორი საკუთარი "ცხოველური მაგნეტიზმის” საშუალებით ახდენს პასებით( ხელების
ერთფეროვანი მოძრაობა ავადმყოფის სახესთან - ჰიპნოზის მდგომარეობაში მის გადასაყვანად) პაციენტის სხეულში ფლუიდების( განსაკუთრებული ენერგია, რომელსაც ადამიანები გამოყოფენ) იმგვარ ჰარმონიულ გადანაწილებას, როგორიც მთელ სამყაროშია.image ეტიმოლოგია
mes·mer·ism; mezməˌrizəm/ -- ფრანგული წარმოშობის სიტყვა,
შეიძლება დაიშალოს mesmer+izm ნაწილებად. გერმანელი დოქტორის ფრანც ანტონ მესმერის საპატივსაცემოდ, რომელმაც განავითარა ცხოველური მაგნეტიზმის თეორია. მესმერის მიხედვით, ცხოველური მაგნეტიზმი(გულისხმობს დაფარულ ან იდუმალ ძალას, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანზე, ეს არის უცნობი წარმომავლობის, ფარული ან უხილავი სითხე, რომელიც ასხივებს ადამიანის სხეულიდან და ავსებს მთელ სამყაროს) შეიძლება გააქტიურდეს ნებისმიერი მაგნიტური საგნის და გამოცდილი ადამიანის მიერ.image ისტორია

მესმერიზმის საფუძვლების შემზადება დაიწყო მაშინ, როცა აღორძინების ეპოქის ფონზე ევროპაში გაძლიერდა ინტერესი ანტიკური თუ აღმოსავლური კულტურის, მათ შორის მედიცინის მიმართ. ამ ინტერესის შედეგად ევროპულ მედიცინაში გავრცელდა აღმოსავლეთისთვის ტრადიციული მკურნალობა მინერალებით, რაც დაუკავშირდა ევროპული მეცნიერების და ტექნიკის იმდროინდელ აღმოჩენებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მაგნიტის ფენომენმა. სწორედ ამ ინტერესის საფუძველზე მაგნიტის მკურნალობაში გამოყენების იდეა გაჩნდა. ფრანც ანტონ მესმერი მედიცინის, სამართლის და ფილოსოფიის დოქტორი იყო. მესმერი პრაქტიკოსი ექიმიც იყო. იგი მკურნალობისთვის იყენებდა მაგნიტს. მესმერი სხეულის გასწვრივ უტარებდა მაგნიტს პაციენტებს. შედეგად,
მათ ისტერიული შეტევა ეწყებოდათ, რაც ძილით მთავრდებოდა. ძილის შემდეგ პაციენტები განკურნებული იღვიძებდნენ. მესმერი თვლიდა, რომ დაავადება არის იმ სირთულეების შედეგი, რომელებიც ჩვენს სხეულში არსებული ფლუიდების ანუ ენერგიის დინების წინააღმდეგ ჩნდება, მათი „გაუნებელყოფა“ კი შესაძლებელია
ტრანსის მდგომარეობით, რომელიც ხშირად ჰალუცინაციებით მთავრდება. ყოველივე ამის შემდეგ კი კვლავ ჰარმონიულობა ისადგურებს სხეულში.imageმოგვიანებით მესმერმა შეამჩნია, რომ მაგნიტის ანალოგიურ შედეგს იძლეოდა მხოლოდ მისი ხელის გატარება სხეულის გასწვრივ რამდენიმეჯერ (“პასები”). მესმერის მეთოდი პოპულარული გახდა მთელ ევროპაში, მისკენ დაიძრნენ პაციენტები სხვადასხვა ქვეყნიდან. imageმესმერის მეთოდიკაში მხოლოდ არავერბალური ხერხები იყო - პასები, მუხლებით პაციენტის მუხლების შებოჭვა, შუშის ჯოხით შეხება (ამგვარი შეხებებს მესმერმა “რაპორტი” უწოდა; მოგვინებით, ჰიპნოტიზმში ეს ცნება შემოვიდა ფსიქიკური კავშირის აღსანიშნად), პაციენტების წინ დადგმული “ბაკე” (ჭურჭელი, რომელშიც იყო წყალი, შუშის ნაჭრები, ქვები, რკინის ნახერხი და მავთულები) ცხოველურ მაგნეტიზმით – იქიდან მაგნეტიზმი მავთულებით გადაეცემოდა ბაკეს გარშემო შემომსხდარ პაციენტებს, რომლებსაც მავთულების ბოლოები ეკვათ ხელში; ამასთანავე, მესმერისტები “დამაგნიტებულ”
წყალს ბოთლებით აგზავნიდნენ ევროპის სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ პაციენტებთან. ყველა ამ ხერხით მკურნალობის შედეგი ისეთივე იყო, როგორც მესმერთან უშაულო კონტაქტის დროს ავადმყოფი იკურნებოდა.ხის კონტეინერი( ბაკე) წყლით,  შუშებით,  მაგნიტიზირებული რკინის მონაქლიბით და ზევით დამაგრებული რკინის გამოყენება

1843 წელს ბრეიდმა გამოსცა წიგნი “ნეიროჰიპნოლოგია”. მესმერული ტრანსის აღსანიშნად ბრეიდმა შემოიტანა ცნება “ჰიპნოზი”, რაც ბერძნულად ძილს ნიშნავს. დღეს კონკრეტულად მესმერიზმის გამოყენება გამოკვეთილი არ არის, რაც შეეხება ჰიპნოთერაპიის როლს და მის მიღწევებს, მისი ჩვენების დიაპაზონი ფართოვდება სომატური დაავადებების, ჰიპერტონიული დაავადებების დროს. ჰიპნოთერაპია ჩვენებაა ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის და მწეველობის გადასაჩვევედ.

0
203
2-ს მოსწონს
ავტორი:მარი როჭიკაშვილი
მარი როჭიკაშვილი
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0