x
image
lady.ge
ზოდიაქოს ნიშანი და მამობა
imageქალებზე თუ უკვე ვისაუბრეთ, კაცებმა რაღა დააშავეს? ჰოდა ამჯერად, მამაკაცების ყურადღებას ვითხოვ. მოდით ვნახოთ, რამდენად არის თქვენში მამობრივი გრძნობების სიჭარბე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

დავიწყოთ ვერძით, ვერძი მამაკაცების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათგან ჩინებული მამები დგებიან. როგორც წესი ვერძ კაცს მოსწონს მრავალრიცხოვანი ოჯახი, ამიტომ იშვიათად ნახავთ დედისერთა ნაშიერის ამარა დარჩენილ ვერძ მამას. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული კაცები, თავისი შვილებისთვის საუკეთესო მეგობრები და თანამოაზრეები არიან. ამიტომ "მამების და შვილების" პრობლემა მათთვის იშვიათად დგება.


კურო მამები შესანიშნავი მამები არიან, თუმცა უფრო შვილის მატერიალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მათთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ბავშვი იყოს ჩაცმულ-დახურულ-ნაჭამ-ნასვამი. მამა კურო შვილთან ნაკლებად მკაცრია, თუ ამ უკანასკნელმა მისი სამსახურისშემდგომი "დივანისადმი მიძღვნილი საღამო" უხეშად არ დაარღვია თავისი ღრიანცელით და ყვირილით.


ტყუპი მამა კი შვილებისთვის საუკეთესო ინტელექტუალური მეგობარი და გამრთობია. თუმცა შვილების მიმართ მხურვალე სიყვარულით და ზოგადად მამობის დიდი სურვილით ტყუპი კაცები იშვიათად იწვიან. თუ მაინც ისე მოხდა რომ მამა გახდა ადრეულ ასაკში, ტყუპი მაქსიმალურად შეეცდება შვილთან დამოკიდებულებაში "მამა-შვილურ" პოზიციას აარიდოს თავი.


image


აი რაც შეეხება კირჩხიბს, ამ ადამიანს გენეტიკურ კოდად უზის ალბათ რომ მამა იყოს, თან როგორი მამა! საუკეთესოზე, საუკეთესო, მზრუნველი, მოსიყვარულე და შვილებზე გადამკვდარი მშობელი. გასაკვირი არაა, რომ ბევრი კიბო კაცი საკუთარ ცოლზე უკეთ უვლის ხოლმე შვილს, ნუ ახლა თუ მაინც და მაინც პამპერსებს არ უცვლის, სხვამხრივ ყველანაირად ანებივრებს თავის ნაშიერს და მისი მომავალიც წინასწარ აქვს ნაფიქრ-დაგეგმილი.


რაც შეეხება მამა ლომს, ამ მხრივ ცოტა რთულადაა საქმე. ჯერ ერთი რომ ლომები ნაკლებად განეკუთვნებიან "მამობისმოყვარული" ზოდიაქოს ნიშნების რიცხვს, მეორეც შესაძლოა თქვენი ლომი ქმარი ჩინებული მამაც იყოს, მაგრამ მათ ხშირად ახასიათებთ შვილებთან არათანმიმდევრულობა. ხან უზომოდ მზრუნველია ბავშვთან, ხანაც მისთვის თვეში ერთხელ ძვლივს იცლის. ამასთან ერთად, ლომებს არ უყვართ ბევრი შვილის ყოლა. ხშირად ისინი ერთი ან ორი ბავშვით შემოიფარგლებიან, თუ ამ საკითხში მეუღლეც აუბამს მხარს.




ქალწული მამა კი, მზრუნველი მშობლის ეტალონია. მას არ ეზარება ბავშვების მოვლა-პატრონობა, დაპურება, სკოლაში ან ბაღში ტარება. თუმცა მიუხედავად ამისა, ქალწული მამაკაცი საკმაოდ რთულად რისკავს საიმისოდ რომ მემკვიდრის გაჩენაზე იფიქროს. ეს იმიტომ რომ მისთვის სულერთი არაა შვილის დედის ვინაობა. თუმცა თუ მაინც ისე მოხდა რომ იგი მამა გახდა, არანაირ პასუხისმგებლობას არ აარიდებს თავს.





მომდევნო სტატია მომდევნო ექვსეულს მიეძღვნება


არ გამოგრჩეთ!

1
1533
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
1533
  
2012, 16 ივნისი, 13:21
მე ვიცნობ ერთ კუროს და არც მატერიალური დახმარება ეხამუშება მაინცდამაინც:(
0 1 1