x
image
ანა პაპოშვილი
უოლტ დისნეის სტუდიის ანიმაციები, რომლებიც გვეხმარებიან გავხდეთ უკეთესები
რა იქნებოდა ჩვენი ბავშვობა უოლტ დისნეის უკიდეგანო ფანტაზიის გარეშე?! მან და მისმა სტუდიამ არა მხოლოდ გაგვიფერადა და გაგვიმრავალფეროვნა ბავშვობა, არამედ ჩვენი საყვარელი გმირების საშუალებით გვასწავლა რომ:


წარმოსახვა არის ერთადერთი იარაღი ომში რეალობის წინააღმდეგ.

(„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“)

image



არასდროს შეწყვიტო ოცნება. გწამდეს რომ
ყველა სურვილი აუცილებლად აგიხდება. ("კონკია")

image


არასდროს დაკარგო იმედი და სიყვარული, რადგან მათი
დაკარგვისას კარგავ ყველაფერს. ( „მზეთუანხავი და ურჩხული“)

image


ჩაეჭიდე და არ გაუშვა ხელი იმას, რაც განსხვავებულს გხდის. („დამბო“)
image
ყოველთვის შენი სინდისი იყოს შენი გზამკვლევი. („პინოქიო“)

image


გახსოვდეს შენ ხარ ის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია სამყარო შეავსოს მზის შუქით. ( „ფიფქია“)

image


ჭეშმარიტი გმირი ფიზიკური ძალით კი არ ფასდება, არამედ მისი გულის სიძლიერით. („ჰერკულესი“)

image


სიცილი არის მუდმივი, ფანტაზიას არ აქვს ასაკი, ოცნებები არის სამუდამო. ("პიტერ პენი")

image


როდესაც სამყარო გეუბნება- „დანებდი“, იმედი გეჩურჩულება - „კიდევ ერთხელ სცადე“. ( „პატარა ქალთევზა“)

image


თუ დაკარგავ საკუთარ თავს, ვინ იცის რას იპოვნი. („ალადინი“)

image


ოჰანა - ნიშნავს ოჯახს, ხოლო ოჯახი კი არ უნდა მიატოვო და დაივიწყო. ( „ლილო და სტიჩი“)

image


იყავი ძლიერი, იყავი დამოუკიდებელი, მაგრამ რაც მთავარია, იყავი საკუთარი თავი. მნიშვნელობა არ აქვს თუ რას ფიქრობს
ხალხი. („მულანი“)

image


შენ ფიქრობ, რომ მხოლოდ ის ადამიანები
არიან ადამიანები, რომლებიც შენნაირად გამოიყურებიან და შენნაირად ფიქრობენ. მაგრამ თუ უცხოს ნაკვალევს გაჰყვები ისწავლი იმას, რაც არასდროს იცოდი. („პოკაჰონტასი“)

image

არ აქვს მნიშვნელობა როგორი ადამიანი ხარ.მე გეტყვი:სცადე.შეხედე საკუთარ თავს და აღიარებ, რომ ცვლილება იწყება შენთან ერთად. („ზოოტოპია“)


image


უოლტ დისნეი იყო ადამიანი, რომელსაც სჯეროდა ოცნებების რეალობად გარდასახვის. მან იცოდა, რომ ყველაზე მთავარი წარმატებისთვის საკუთარი თავის რწმენაა. უოლტ დისნეი ამბობდა: "თუ შეგიძლია იოცნებო, შეგიძლია გააკეთო კიდეც.."

image




0
106
7-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპოშვილი
ანა პაპოშვილი
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0